აფხაზური ენის შესწავლის სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა
საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს. აფხაზურ ენის განვითარებასა და დაცვაზე ვალდებულებას სახელმწიფო იღებს. ინიციატივა მთავრობის მეთაურს ეკუთვნის. გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ აღნიშნული პროგრამა ნდობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ქართულ სკოლებში აფხაზური ენის შესწავლა უკვე დაწყებულია. ჯგუფებში გაწევრიანების მსურველი ბევრი მოსწავლე აღმოჩნდა.
დღეს საქართველოში აფხაზური ენის დაცვის დღეს აღნიშნავენ.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 12:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილისა და მელიას დაპირისპირებაზე: ეს რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ საბოლოო ჯამში მათ ჭამს და მათივე პრობლემა ხდება. ასე რომ, დაუჭმიათ ერთმანეთი
„ეს პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია ერთად შეყრის/გაყრის და ამ შეყრას და გაყრას ვაკვირდებით უკვე რამდენი წელია. ასე რომ უკვე ვეღარ გაგვიგია - რა არის გულწრფელი, რა არის ნათამაშევი, რა არის გარედან დაგეგმილი, რა არის სპონტანური. ზოგადად, ეს არის ყველა იმ ადამიანის, პოლიტიკოსის ბედი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ეს რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ საბოლოო ჯამში მათ ჭამს და მათივე პრობლემა ხდება. ასე რომ, დაუჭმიათ ერთმანეთი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:54
სამართალი
სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს.
03 ივნისი 2026, 12:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დეზინფორმაციაზე საუბრობს ფიშერი, როცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს პირდაპირ დეზინფორმაციას - სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის პეტერ ფიშერის ფაქტორი
სანამ ფიშერი არის, არც რწმუნებათა სიგელის გადაცემა მოხდება და არც ვებგვერდი ჩასწორდება, ეს არის მთლიანად პეტერ ფიშერის ფაქტორი, რომელსაც აქვს პირადი ზიზღი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას.
03 ივნისი 2026, 12:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაზე: ვისი კვლევაა?! ხომ ხედავთ, თავადვე გეცინებათ. ეკა გიგაურმა, რომელიც არის უცხოური დაკვეთების შემსრულებელი და ესტონეთში რეგისტრირებული „ენჯეო“, შეისწავლოს ესტონეთის ხელისუფლების კორუფცია
ვისი კვლევაა?! ხომ ხედავთ, თავადვე გეცინებათ. ეკა გიგაურმა, რომელიც არის უცხოური დაკვეთების შემსრულებელი და ესტონეთში რეგისტრირებული „ენჯეო“ მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას. ესტონური „ენჯეოა“ და შეისწავლოს ესტონეთის ხელისუფლების კორუფცია, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კორუფციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა.
03 ივნისი 2026, 12:46
საზოგადოება
eTwinning-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია გრძელდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამა eTwinning-ის პლატფორმაზე გაწევრიანების (რეგისტრაციის) მსურველი მასწავლებლებისთვის საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით შეხვედრებს აწყობს.
03 ივნისი 2026, 12:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ვეუბნებოდით - ნუ უსმენთ გარე დამკვეთებს, მოუსმინეთ ქართველ ხალხს, თქვენს ამომრჩეველს. არ მოუსმინეს - მიიღეს ეს შედეგი
„ამ ცეცხლს კიდევ ნავთი დაასხეს იმით, რომ გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ ძალადობით ხელისუფლების შეცვლა, მოაწყვეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა და ახლა მათ ზოგიერთი ლიდერი ამ დანაშაულისთვის სასჯელს იხდის. ვინმე თუ რამე დასკვნას გამოიტანს, ეს ჩვენი საზრუნავი არ არის. პირიქით, ჩვენ რასაც ვამბობდით, ზუსტად ის ახდა ერთი-ერთში. ვეუბნებოდით - ნუ უსმენთ გარე დამკვეთებს, მოუსმინეთ ქართველ ხალხს, თქვენს ამომრჩეველს. არ მოუსმინეს - მიიღეს ეს შედეგი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა. რაღაც პროდუქტზე შეიძლება მოიმატოს ფასმა სეზონურობიდან გამომდინარე, მაგრამ სურსათზე იკლებს. ამაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მუშაობის შედეგსაც
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა. ცალკეული პროდუქტზე შეიძლება იყოს ზოგან მატება, ზოგან კლება, თუმცა რაც შეეხება საერთო სტატისტიკას სურსათთან დაკავშირებით, ფასები შემცირებულია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:39
მსოფლიო
ბრიტანეთში 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს
„პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ, ჩვენ გვაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები და ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუკი პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რომ განსაჯოს ჩვენი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო“.
03 ივნისი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“
საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“, - განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი, რადგან აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს?!
მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
03 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის საერთო ფასეულობებისა და საერთო ინტერესების დადასტურება, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის
ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და ასევე საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში
ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილი არის ბრიუსელი მხრიდან.
03 ივნისი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: სავარაუდოდ 26 ივნისს გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში
„რა თქმა უნდა, წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, რომ ის წერილობით უკვე წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ის ყველა აქცენტს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენად და სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ მაჩვენებლებზე ყურადღების გასამახვილებლად. გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში“, - განმარტა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:09
ტაბლოიდი
კიმ კარდაშიანმა ლუის ჰამილტონთან რომანი დაადასტურა
ჭორები მათი რომანის შესახებ პირველად მაშინ გავრცელდა, როდესაც 45 წლის ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი და 41 წლის ბრიტანელი F1-ის მრბოლელი ასპენში, ახალი წლის ღამის წვეულებაზე ერთად შენიშნეს.
03 ივნისი 2026, 12:06
საზოგადოება
ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზაზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:54
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა
მხარეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეულ ვადებში განისაზღვროს თანმშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
03 ივნისი 2026, 11:49
მსოფლიო
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობის ტერმინალი დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:48
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:35
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.


