Imedi /  30 ოქტომბერი 2017, 14:58 / სანდო წყარო

ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრაზე გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყების განცხადებით, სანიტარული ჭრები და ზოგადად, ხე-ტყის დამზადება წარმოადგენს სატყეო სამეურნეო ღონისძიებას, რომელიც არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. ეს უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით შეაწყობინონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153.

”ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტობრივ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც. ტყის მავნე მწერმა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს. 2012 წლიდან მიმდინარეობს მავნებელთან ბრძოლა ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა, საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგადად, ხე-ტყის დამზადება სატყეო სამეურნეო ღონისძიებაა, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული მონაცემებიც არის მოყვანილი:

”მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს.

2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოვლინდა. აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ,” - წერია განცხადებაში. 

სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრასთან დაკავშირებით დაწერა. აგვისტოს თვეში ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში ხელისუფლებას ხეების ჭრაზე ხუთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძარს ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ.

ყველა სიახლე

12 მაისი 2026, 10:08

კულტურა

„ბზიკები“ ევროვიზიაზე დღეს წარდგებიან

ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები წარდგებიან.

12 მაისი 2026, 10:04

საზოგადოება

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს. LIVE

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყო.

მარკო რუბიო ჯეი დი ვენსი

12 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კარგი კანდიდატები იქნებოდნენ - „ეს იდეალური იქნებოდა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მომავალში პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კარგი კანდიდატები იქნებოდნენ.

12 მაისი 2026, 09:09

საზოგადოება

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაციისთვის ემზადებიან

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყება.

ალექსანდრ სტუბი

12 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: დროა რუსეთთან საუბარი დავიწყოთ

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა ევროპამ რუსეთთან საუბარი დაიწყო.

12 მაისი 2026, 08:43

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მაისს საქართველოში

ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი და მცირე ნალექი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

12 მაისი 2026, 08:31

რეგიონი

ექთნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს ქუთაისში

დღეს ექთნების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონულ ცენტრში, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

12 მაისი 2026, 08:28

რეგიონი

სოფელ ბაილეთში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ბაილეთში, სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4-მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, 210 მეტრის ლითონის ცხაურები, ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები.

დავით მათიკაშვილი

12 მაისი 2026, 08:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი პატრიარქის არჩევაზე: არ ისვენებენ რადიკალური ძალები საქართველოში. ახლაც კი ვხედავთ არაერთ სტატუსს, სადაც არის დარჩენილი მცდელობა, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს რაიმე ფორმით შეუცვალონ გეზი

„არ ისვენებენ რადიკალური ძალები საქართველოში. ახლაც კი ვხედავთ არაერთ სტატუსს, სადაც არის დარჩენილი მცდელობა, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს [პატრიარქის არჩევა] რაიმე ფორმით შეუცვალონ გეზი და სხვაგვარად დაანახონ საზოგადოებას. ბუნებრივია, რომ მათ წარმატების შანსი არ გააჩნიათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ნინო წილოსანი

12 მაისი 2026, 08:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის მიერ ეკლესიაზე შეტევაზე: ეს ადამიანები არ შეიცვლიან ზნეს. ისინი ებრძვიან ჩვენს რელიგიას, რადგან სწორედ სარწმუნოება გვაერთიანებს

ეს ადამიანები არ შეიცვლიან ზნეს. ისინი ებრძვიან ჩვენს რელიგიას, რადგან სწორედ სარწმუნოება გვაერთიანებს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

12 მაისი 2026, 08:13

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: შიო მესამეს ვუსურვებ უამრავ წარმატებას იმ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე, რასაც ჰქვია ერის სულიერი მამობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 08:01

საზოგადოება

მამა გიორგი ვაშალომიძე ინტრონიზაციის დეტალებს განმარტავს

თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ ჟურნალისტებთან პატრიარქის ინტრონიზაციის დეტალებზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2026, 01:46

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას განიხილავს

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ხვდება, რათა ირანის ომში შემდგომი ნაბიჯები განიხილოს, მათ შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება მას შემდეგ, რაც კვირას ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი

12 მაისი 2026, 01:34

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან საკადრისი პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან „საკადრისი“ პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას.

12 მაისი 2026, 00:57

საზოგადოება

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა.

12 მაისი 2026, 00:40

მსოფლიო

CNN: ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა

ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

12 მაისი 2026, 00:40

საზოგადოება

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.

ერიკ ტრამპი

12 მაისი 2026, 00:29

მსოფლიო

ერიკ ტრამპი: მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს - თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი

12 მაისი 2026, 00:10

საზოგადოება

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

დღესასწაულთან დაკავშირებით ახლად არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

11 მაისი 2026, 23:55

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება, ეტაპობრივად განხორციელდება.