imedi /  11 მაისი 2024, 02:40 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ, ამიტომ, ეს კანონი აუცილებლად მისაღებია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ 2022 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც ამ ადამიანებს და მათ უფროსებს. ამიტომ ეს კანონი არის აუცილებლად მისაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ კანონის დაბრუნება პარლამენტში ახლა, არჩევნების წინ, ამ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში.

პრემიერის თქმით, იყო მოლოდინი, რომ ეს რადიკალები კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ რადიკალიზაციას, ყველა ნიშანი იყო ამის და ასეთ დროს, ბუნებრივია, ასეთ სცენარს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ზომები.

„რეალურად, რაც ხდებოდა წინა წლებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არავითარი საფუძველი არ გვქონდა განსხვავებული მოლოდინის, ბუნებრივია. თუ რაღაც ხდება ყოველ წელს, არ გაქვს საფუძველი, რომ ელოდო რაიმე სხვას. თქვენ ხედავდით როგორი იყო მათი რიტორიკა, კონკრეტული პარტიების, მათი ტელევიზიების, მათი NGO-ების. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი იყო ზუსტად იგივე, რაც მოხდა შარშან, შარშან წინ, იმის წინ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ აცდებოდნენ ეს კონკრეტული ძალები , რადიკალები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ყველა რადიკალური პარტიის რეიტინგი ერთად, ჯამურად, ვინც ლახავს, ვერ ლახავს ბარიერს, არის დაახლოებით 25%. ასეთ პირობებში მათ სხვა გათვლა ვერ ექნებოდათ. ბუნებრივია, ისინი კიდევ ერთხელ ეცდებოდნენ იმ სცენარის გამეორებას, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა წლების განმავლობაში. ამიტომაც არის საჭირო გამჭვირვალობა. გაუმჭვირვალობა ასეთ ძალებს, რადიკალებს, აძლევს რევოლუციური სცენარების ჩაფიქრების საშუალებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სცენარები არ იყო წარმატებული, არც 2020-2021 წლებში, არც 2022 წელს, არც მანამდე, როდესაც ცდილობდნენ ამ ყველაფერს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობის შესრულება, რაც არის ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში დამშვიდება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვართ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის უზრუნველვყოთ მშვიდობა და არა ის, რომ ყოველ ჯერზე ამ ადამიანების უფროსები, კეზერაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და სხვები ცდილობდნენ ამ ქვეყნის არევას, ცდილობდნენ ამ ქვეყნის ომში ჩართვას და ა.შ. ამაზე ვართ პასუხისმგებელი, არა მარტო იმაზე, რომ არჩევნები მოვიგოთ და მერე ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და ა.შ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პირველ რიგში იმაზე, რომ სიმშვიდე უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ ქვეყნისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებული მოლოდინის საფუძველი, მიზეზი არ გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავწყვიტეთ ძალიან პრინციპულად, რომ იმთავითვე გვეზრუნა გრძელვადიან მშვიდობასა და სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი.

„სინამდვილეში რატომაც ჰქონდათ ეს აბსოლუტურად ისტერიული დამოკიდებულება ე.წ. კოლეგებს ამ კანონთან დაკავშირებით, რაც დღესაც აჩვენეს, ამის მიზეზი არის, რომ მათი უფროსები ამ კანონის პირობებში საერთოდ ვეღარ მოახერხებენ ქვეყნის არევას, არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ მათი უფროსები, კეზერაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და სხვები ვეღარ მოახერხებენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. ამასთან არის დაკავშირებული ეს აბსოლუტური ისტერიკა, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სამი აბსოლუტურად არაქართული სახის მქონე ადამიანების შესრულებით, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ხომ არ არის ქართული. თქვენ იცით, როგორია ქართული ბუნება, ქართული არის ორიენტირებული სხვა ადამიანისთვის სითბოს და სიყვარულის გაზიარებაზე, ასე იყო საქართველო, ჩვენი ხალხი ისტორიულად ერთმანეთს მაქსიმალურად უზიარებდა სითბოს და სიყვარულს. ეს არ არის ქართული, ეს არის ზუსტად ამ გაუმჭვირვალობის შედეგი. ზუსტად ამ შავი ფულით ფინანსდება, რასაც აკეთებდნენ დღეს ჟიჟილაშვილი, მიშველაძე და მამისეიშვილი. ეს ყველაფერი ფინანსდება გაუმჭვირვალე ფულით. ეს, რომ ზრდილობა არ უნდა დაიცვა საქართველოს მთავრობის შენობაში, ინსტიტუტს ხომ უნდა სცე მინიმუმ პატივი. აქ ხომ არ არის საუბარი სახელებსა და გვარებზე, შენი ქვეყნის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის შენობაში ხარ მოსული და პატივი გაქვს, რომ სადაც მთავრობის წევრები სხედან, იქ შეგიძლია დაიკავო ადგილი და მოდიხარ ელემენტარულად ზრდილობის, კულტურის ნორმებს არ იცავ და ინტელექტზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. ხომ ხედავდით თქვენ, ვერც ერთ პასუხზე რომ ვერაფერს ვერ აბრუნებენ, ეს მარტო იმის ბრალი კი არ არის, რომ მართლები არ არიან, ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მათ აქვთ ინტელექტის სერიოზული დეფიციტი. დღეს რაზეც წერილი გამოვაქვეყნე, ასეთი ადამიანია ყველაზე მეტად საშიში, რომელსაც რაღაც აქვს ცოტა წაკითხული, ამბიცია გაუჩნდა, მაგრამ ინტელექტით ვერაფერს ვერ ეწევა, ვერ იგებს, ლოგიკური აზროვნების უნარი არ აქვს. ამ შემთხვევაში საშუალო ინტელექტზე საუბარი ზედმეტია, საშუალოზე დაბალი ინტელექტი იყო დღეს აქ წარმოდგენილი სამი ადამიანის სახით, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ქმნის, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას. როდესაც გაქვს ამბიცია, მაგრამ ვერ ეწევი ინტელექტით, სწორედ ამ შემთხვევაში ხარ ნაციონალური შენი პოლიტიკური მრწამსით. სხვანაირად თუ არ გაქვს გონება ან დაბინდული, ან შეზღუდული, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი უბრალოდ ვერ იქნები. ელემენტარულად, ამ პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას ხომ გვახსოვს, 9 წლის განმავლობაში. ელემენტარულად ტერიტორიები დაკარგეს, 20%, მათი ავანტიურისტული პოლიტიკის, კარგ შემთხვევაში, შედეგი იყო ეს ყველაფერი. ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კომპაქტ დისკებს ინახავდნენ მერე კასრებში. ეს სახეა ხომ რეალურად, ეს სამი ადამიანი წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ძალას დღევანდელ დღეს და გონორით საუბრობენ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიების წარმომადგენლები თქვენთან, სხვა კოლეგებთან. ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია, როგორ შეიძლება კეზერაშვილისგან იღებდე ხელფასს, ან ხაზარაძისგან, ან გვარამიას ხაზიდან და ასეთ დროს საუბრობდე გონორით სხვა კოლეგებთან, ან საზოგადოების წინაშე, ან ვინმესთან საერთოდ.

საბოლოო ჯამში ეს არის. ჩვენ ველოდით, რომ ეს რადიკალები კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ რადიკალიზაციას, ყველა ნიშანი იყო ამის და ასეთ დროს, ბუნებრივია, ასეთ სცენარს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ზომები. ეს კანონი ზუსტად ეს არის, გამჭვირვალობა არ არის პანაცეა, მაგრამ არის ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შავი ფულით საქართველოში ვერავინ ვერც სცადოს, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება მათი მცდელობა, მაგრამ შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ 2022 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც ამ ადამიანებს და მათ უფროსებს. ამიტომ ეს კანონი არის აუცილებლად მისაღები“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

28 მაისი 2026, 15:21

ტაბლოიდი

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ირაკლი ზარქუა

28 მაისი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები

ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 15:14

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მირდატ ქამადაძე

28 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 15:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

28 მაისი 2026, 15:04

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 15:04

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

პატრიარქი შიო მესამე

28 მაისი 2026, 14:58

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.