26 მაისი 2024, 12:59 / სანდო წყარო

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას გვაერთიანებს, 26 მაისი საამაყოა თითოეული ქართველისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასმეექვსე წლისთავს, რუსთავშიც მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, წლევანდელი 26 მაისი, რუსთავში ღონისძიებების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული.

უკვე მეორე წელია, რუსთაველები მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს, დამოუკიდებლობის სკვერში აღნიშნავენ. სწორედ აქ იმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელსაც.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას გვაერთიანებს, 26 მაისი საამაყოა თითოეული ქართველისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ვერთიანდებით ჩვენს ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 106-ე წელს აღვნიშნავთ წელს, ამისთვის დილიდან ემზადება მთელი საქართველო და რა თქმა უნდა რუსთავშიც გვაქვს სამზადისი. დღეს აქ მოსულ სტუმრებს და რუსთაველებს დახვდეთ სასიამოვნო და საინტერესო გარემო. აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება აქ საინტერესო სივრცეები, განსაკუთრებით რაც პატარებს ახარებთ , გმირთა მემორიალთან არის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა გამოფენილი. დღეს აქ ჩვენი ქალაქის ისტორია იქნება წარმოდგენილი,ის რაც რუსთაველებისთვის საამაყოა. ველოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გმირთა მემორიალთან დილიდან გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, ტერიტორიაზე განთავსებულია საქართველოს და რუსთავის ისტორიის ამსახველი პავილიონები, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის 14:00 საათიდან 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება.

,,დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არის ძალიან გამორჩეული თარიღი. გამორჩეულად აღინიშნება დღევანდელი დღე რუსთავში, ისევე როგორც მთელს საქართველოში. ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება გმირთა მემორიალსა და დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე. ტრადიციულად აქ წელსაც წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, ასევე აქ მოსულ რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დახვდებათ საინტერესო ღონისძიებები და საღამოს დაასრულებს საზეიმო კონცერტები. ზუსტად 17:10 საათზე ისტორიულ დროს სცენაზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი”, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

მთელი დღის განმავლობაში, დამოუკიდებლობის სკვერი სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობებით დაიტვირთება. ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესა და ქართული დიპლომატიის ისტორიას მიეძღვნება. ცალკე საგამოფენო სივრცე - „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას ასახავს.

17:10 საათზე რუსთავში, ისევე როგორც მთელს საქართველოში შესრულდება საქართველო 20:00 საათიდან კი 26 მაისის სცენას ჯგუფი ,,გუფი ლენდი" დაიკავებს.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2026, 08:13

საზოგადოება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ილჰამ ალიევი ერთწუთიან ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის დახვედრის, გმირთა მემორიალისა და ჰეიდარ ალიევის ძეგლის ყვავილებით შემკობის, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სასახლეში გამართული აუდიენციისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფრაგმენტებია ასახული.

07 აპრილი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 02:00

მსოფლიო

ტრამპი იმ ჟურნალისტის დაპატიმრებით იმუქრება, რომელმაც ირანში მფრინავების სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ იპოვის და დააპატიმრებს იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია გასულ კვირას ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის შემდეგ ამერიკელი სამხედროების სამაშველო ოპერაციის შესახებ, თუკი ჟურნალისტი წყაროს არ გაამჟღავნებს.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 01:34

მსოფლიო

ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ნატოს მოკავშირეების პოზიციის გამო.

07 აპრილი 2026, 01:25

სამართალი

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს

როგორც „იმედინიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:37

მსოფლიო

ტრამპი: ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის ხვალ შუაღამემდე განადგურების გეგმა მზადაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე შემუშავებული აქვს სამხედრო გეგმა, რომელიც ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს ითვალისწინებს.

ხარების ხატი

07 აპრილი 2026, 00:20

საზოგადოება

დღეს ხარებაა

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის ნავთობზე: ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება - „ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის“.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ღმერთი მხარს უჭერს აშშ-ს ირანთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა ღვთიური მხარდაჭერისა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე დაპირისპირებაში.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:03

მსოფლიო

ტრამპი ნატოს „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებს და მოკავშირეებს აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა და ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

ანტონიუ გუტერეში

06 აპრილი 2026, 23:58

მსოფლიო

გაერო აფრთხილებს აშშ-ს, არ დაესხას თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ირანში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა აშშ გააფრთხილა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 23:08

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან კონფლიქტმა ნატოზე დატოვა კვალი, რომელიც არასდროს გაქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ირანთან კონფლიქტის დროს გამოჩენილი პოზიციის გამო. მისი განცხადებით, ამ დაპირისპირებამ ნატოზე დატოვა „კვალი, რომელიც არასდროს გაქრება“.

დავით ქართველიშვილი

06 აპრილი 2026, 23:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისში ვიზიტების სინქრონულობა რეგიონული ცენტრის გაძლიერებაზე მიუთითებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ჩამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა.

06 აპრილი 2026, 22:47

მსოფლიო

Artemis II-ის მისიამ დედამიწიდან ადამიანების ყველაზე დიდი მანძილით დაშორების რეკორდი მოხსნა, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ იყო დამყარებული

Artemis II-ის მისიამ დედამიწიდან ადამიანების ყველაზე დიდი მანძილით დაშორების რეკორდი მოხსნა, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ იყო დამყარებული.

სოზარ სუბარი

06 აპრილი 2026, 22:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილი

06 აპრილი 2026, 21:49

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

06 აპრილი 2026, 21:41

საზოგადოება

საქპატენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

საქპატენტის ინფორმაციით, ვიზიტი უკავშირდება სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი არჩევით პრაქტიკულ კომპონენტს „საქპატენტის კლინიკას“, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას საქპატენტში. „კლინიკა“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს უშუალოდ ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და ექსპერტიზის პროცედურებს.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

06 აპრილი 2026, 21:33

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე, შესაძლოა, სამშაბათი იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „განადგურება“ ერთ ღამეშია შესაძლებელი და დასძინა, რომ ეს ღამე „შესაძლოა“ სამშაბათი საღამო იყოს.

06 აპრილი 2026, 21:31

რეგიონი

„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება - „პოეზია მუსიკაა სულისა“ გაიმართა

პროგრამა „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნციაპლიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.