06 აპრილი 2026, 23:08 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: თბილისში ვიზიტების სინქრონულობა რეგიონული ცენტრის გაძლიერებაზე მიუთითებს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ჩამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები მიუთითებს, რომ საქართველო უკვე არამხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალშრიანი რეგიონული თანამშრომლობის ცენტრად ყალიბდება.

„ჩვენს თვალწინ ყალიბდება უკვე არა ორმხრივი, არამედ მრავალშრიანი რეგიონალური არქიტექტურა, სადაც საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის გადაკვეთის წერტილად გვევლინება“, - წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესები გეოეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებს და მარშრუტების გადანაწილებაზე მიანიშნებს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის ფონზე - კიდევ უფრო სიმბოლურია თბილისში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სინქრონული ჩამოსვლა: ჩვენს თვალწინ ყალიბდება უკვე არა ორმხრივი, არამედ მრავალშრიანი რეგიონალური არქიტექტურა, სადაც საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის გადაკვეთის წერტილად გვევლინება. ეს აღარ არის სიმბოლური ჟესტი - ეს არის გეოეკონომიკური სიგნალი მარშრუტებისა და პრიორიტეტების გადანაწილებაზე.

ყაზახეთი, თავისი უზარმაზარი რესურსული ბაზით, ეძებს სტაბილურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საექსპორტო მარშრუტებს, და არჩევანი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დერეფნებზე ნიშნავს სტრატეგიულ გარდატეხას. ბაქო–თბილისის კავშირი ნელ-ნელა გარდაიქმნება არა უბრალოდ მილსადენურ ჰაბად, არამედ სრულფასოვან ევრაზიულ დერეფნად, სადაც საქართველო აღარ არის მხოლოდ სატრანზიტო ტერიტორია, არამედ ამ ნაკადების კოორდინატორი.

ვიზიტების სინქრონულობა ფაქტობრივად ნიშნავს თბილისის აღიარებას იმ ცენტრად, სადაც იკვეთება რესურსები, მარშრუტები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ეს ნიშნავს ერთ რამეს: საქართველო კი აღარ „იბრუნებს“ რეგიონული ცენტრის სტატუსს - ის მას რეალურად განამტკიცებს. თუ ილჰამ ალიევის ვიზიტი აფიქსირებს ბაქო–თბილისის ღერძის მდგრადობას, ყაზახეთის ჩართვა ამ ღერძს აფართოებს ცენტრალური აზიის მასშტაბამდე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:37

მსოფლიო

ტრამპი: ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის ხვალ შუაღამემდე განადგურების გეგმა მზადაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე შემუშავებული აქვს სამხედრო გეგმა, რომელიც ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს ითვალისწინებს.

ხარების ხატი

07 აპრილი 2026, 00:20

საზოგადოება

დღეს ხარებაა

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის ნავთობზე: ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება - „ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის“.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ღმერთი მხარს უჭერს აშშ-ს ირანთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა ღვთიური მხარდაჭერისა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე დაპირისპირებაში.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 00:03

მსოფლიო

ტრამპი ნატოს „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებს და მოკავშირეებს აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა და ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

ანტონიუ გუტერეში

06 აპრილი 2026, 23:58

მსოფლიო

გაერო აფრთხილებს აშშ-ს, არ დაესხას თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ირანში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა აშშ გააფრთხილა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 23:08

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან კონფლიქტმა ნატოზე დატოვა კვალი, რომელიც არასდროს გაქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ირანთან კონფლიქტის დროს გამოჩენილი პოზიციის გამო. მისი განცხადებით, ამ დაპირისპირებამ ნატოზე დატოვა „კვალი, რომელიც არასდროს გაქრება“.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა.

06 აპრილი 2026, 22:47

მსოფლიო

Artemis II-ის მისიამ დედამიწიდან ადამიანების ყველაზე დიდი მანძილით დაშორების რეკორდი მოხსნა, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ იყო დამყარებული

Artemis II-ის მისიამ დედამიწიდან ადამიანების ყველაზე დიდი მანძილით დაშორების რეკორდი მოხსნა, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ იყო დამყარებული.

სოზარ სუბარი

06 აპრილი 2026, 22:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილი

06 აპრილი 2026, 21:49

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

06 აპრილი 2026, 21:41

საზოგადოება

საქპატენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

საქპატენტის ინფორმაციით, ვიზიტი უკავშირდება სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი არჩევით პრაქტიკულ კომპონენტს „საქპატენტის კლინიკას“, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას საქპატენტში. „კლინიკა“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს უშუალოდ ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და ექსპერტიზის პროცედურებს.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

06 აპრილი 2026, 21:33

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე, შესაძლოა, სამშაბათი იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „განადგურება“ ერთ ღამეშია შესაძლებელი და დასძინა, რომ ეს ღამე „შესაძლოა“ სამშაბათი საღამო იყოს.

06 აპრილი 2026, 21:31

რეგიონი

„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება - „პოეზია მუსიკაა სულისა“ გაიმართა

პროგრამა „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნციაპლიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

06 აპრილი 2026, 21:27

საზოგადოება

თბილისში საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება - სიმბოლურ ფასად ბინა კიდევ 30 ოჯახს გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერიის ინიციატივით, დედაქალაქში ბინა სიმბოლურ ფასად, კიდევ 30 ოჯახს გადაეცა.

დავით ქართველიშვილი

06 აპრილი 2026, 21:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს

მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებაზე მიუთითებს და ადასტურებს ქვეყნის, როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი პარტნიორის მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 21:14

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“.

06 აპრილი 2026, 21:06

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

06 აპრილი 2026, 20:58

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს, რეგისტრაციის გავლა გამოცდების ვებგვერდზე 11 მაისის 18:00 საათამდე უკვე შეუძლიათ.