26 მაისი 2024, 22:30 / სანდო წყარო

რა წერია „ქართულ ქარტიაში“, რომელიც პრეზიდენტმა ხელმოსაწერად ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა. ის ქარტიაზე ხელმოწერას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება მომავალ პარლამენტში იკისროს.

გაეცანით პრეზიდენტის განცხადებას სრულად:

„გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს და ეს დღე მუდამ იყოს საზეიმო დღე! იმისითვის, რომ ეს მუდამ იყოს საზეიმო დღე, ჩვენ საქმე გვაქვს წინ!

დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა და ევროპული გზა ერთმანეთისგან განუყოფელია და ერთადაა დასაცავი. ეს ყველაზე კარგად თქვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგეთ და ამისთვის გამოხვედით გარეთ - მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, ყველანი იყავით გარეთ და აჩვენეთ მსოფლიოს, რომ მზად ხართ დაიცვათ ეს დამოუკიდებლობა და დაიცვათ ჩვენი ევროპული გზა.

მსოფლიოს გააგებინეთ, რომ საქართველოს ხალხისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. საქართველოს კი დაანახეთ, რომ ჰყავს ძლიერი, პრინციპული, თავისუფალი, გონიერი და ეროვნული საზოგადოება, რითიც უკვე დაამარცხეთ ნიჰილიზმი და უიმედობა.
თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა მე მევალება (თუ ვთვლი, რომ მევალება) და ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს პირველ რიგში, ჩვენს თავთან და ამავდროულად, ევროპაში.

ეს გზა - არჩევნების გზაა. ეს უკვე ვთქვი ამ დილით. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობით და სტაბილურობით! უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა.

შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს რომელ ძალას უნდა მიანდოს ეს მოლოდინები. ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა, დიდწილად, პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია (ეს არავის ბრალია), სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმის დრო არაა, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.

შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ სამოქმედო გეგმას - „ქართულ ქარტიას“!

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა.

ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა!

სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით რას ნიშნავს - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის - ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება - ეს უკვე მე არ მეხება.

სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა.

ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს!

სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.

სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავლია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს.

ახლა უნდა გთხოვოთ ცოტა მოთმინება, რათა წაგიკითხოთ ქარტიის ტექსტი, რომ ყველამ იცოდეს, რა პირობები და ვალდებულებები არის აქ ნაკისრი:

ქართული ქარტია

ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება

დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ანუ რუსული კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონები და სხვა.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია.

2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

სასამართლოს გათავისუფლება

• გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;
• ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
• შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
• შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
• სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
• მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
• გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:

- ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - კერძოდ:
• დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
• ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
• იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება;
• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.

საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:
• სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
• ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.
საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.

3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

პროკურატურას

• გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით
• საპროკურორო საბჭო გაძლიერდება

სუსი/შსს

ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.

ანტიკორუფციულ სააგენტოს

გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით რაც დღეს არ გააჩნია

სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

ეროვნულ ბანკს

დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.

გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.

მარეგულირებელ ორგანოებს

გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.

4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები:
დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
---------------
ამ გეგმას ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს (ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული, პროდასავლური პარტიები), 1 ივნისამდე გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე.

შემდეგ უკვე ძალიან მოდის საარჩევნო კამპანიის დრო, სადაც თქვენს წინაშე წარდგებიან ამ ქოლგის ქვეშ, რომელიც გააერთიანებს პროევროპელ პარტიებს (ცალ-ცალაკე თუ ერთად, თუ როგორც მათი ნება იქნება).

მე კი ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა.
ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მაგრამ მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთის, რომ გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში.
გაუმარჯოს საქართველოს!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2026, 00:52

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, სადაც მან სიტყვით მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

13 ივნისი 2026, 23:08

რეგიონი

ბათუმში Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ახალი სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ღონისძიებას რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან,საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 23:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი

დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის

კანონები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს რაღაც მოქმედება აუკრძალოს ან ნება დართოს, კანონმდებლობის მთავარი მიზანი არის, რომ თამაშის სამართლიანი წესები იყოს განსაზღვრული ყველასთვის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ნებისმიერი ცვლილებით ამ ქვეყნის ავის მოსურნეს იოტისოდენა სურვილიც არ გაუჩნდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამოაყირაოს.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, გვინდა, რომ შესრულდეს შეთანხმება, რაც დაიდო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის

ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ იყო კომუნიკაცია, მათ შორის დაპირება იყო სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან, ერთი განსაკუთრებით ამბობდა, ჩვენს მიერ გაცემული თანხები იქნება საჯაროო და ჩვენ შავ ფულს ქვეყანაში არ ვატრიალებთო, ეს ნათქვამი სიტყვა არავინ შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. მისივე თქმით, ამიტომაც საქართველოს პარლამენტის ქმედება, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, არის ხელისუფლების რეაქცია და არა ინიციატივა.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 22:10

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის. არამხოლოდ აღიარებს, რომ ძალადობრივ აქციასა და ქმედებებში მონაწილეობდა, არამედ ინანიებს ამ ყველაფერსაც

იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები, პირდაპირ აღიარებს დანაშაულს, საპროცესო შეთანხმებაზე მოდის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ

20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად გამოვიდნენ და მოგვიწოდეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 22:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს

იმდენად უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენსა და გარე აქტორებს შორის, რომ იურიდიული გადაწყვეტები ხშირად იძულებითი სვლაც არის - იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გიორგი კანდელაკი არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ბევრჯერ გვინახავს ევროსტრუქტურების სხვადასხვა ოთახში როგორ დადიოდა და საუბრობდა, რომ საქართველოს ვიზალიბერილიზაცია არ უნდა მიეღო

„მე თვითონ გამომქონდა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ფიზიკურად ვერც კი მოვასწარი ჩამოვსულიყავი კომიტეტის სხდომიდან პლენარულ სხდომათა დარბაზში და მესამე მოსმენით განგვეხილა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, (რომელიც ავალდებულებს პირს, რომ სანამ გრანტს გასცემს შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან), რომ საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტი ორ პირზე, გიორგი კანდელაკსა და ხვადაგიანზე. ამის შეფუთვა იყო ის, რომ თურმე ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა ბატონ გიორგი კანდელაკს და ხვადაგიანს ( მგონი გვარი არ მეშლება) სადმე ვინმეს გინახავთ გიორგი კანდელაკი სახაზავით დადიოდეს და ტურისტულ მარშრუტებს აწყობდეს?!“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული

პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს და ტელეეთერიდან არ უნდა ისმენდეს იმას, რომ არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება ადამიანი, რა უნდა მოინანიოს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

ბექა ნაცვლიშვილი

13 ივნისი 2026, 21:52

პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: მგონია, რომ კაია კალასს, საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება, თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა - ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს არ ელაპარაკებით

კაია კალასს მგონია, რომ საერთოდ არ დააინტერესებდა საქართველოში რა ხდება თუ რუსეთი სწრაფად დამარცხდებოდა, ამ ხალხს მე ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი, მაგრამ ეს წესრიგი, რომელიც აქ ჩამოყალიბებული იყო, ადამიანები საქმიანობდნენ, იურდიულად მოაგვარეთ თქვენ? არა, ამით ეს პრობლება გადაწყვეტილი არ არის, გამომდინარე იქიდან ადამიანებს არ ელაპარაკებით , - ასე მიმართა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პოლიტეკონომისტმა ბექა ნაცვლიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროკავშირში აქეზებს ადამიანებს და ამის შემსწრე უკრაინის ომი დაწყებამდე ბრიუსელში თავადაც იყო. ნაცვლიშვილი განცხადებით, განსაკუთრებით ბალტიისპირელ დეპუტატებს პრონაცური დამოკიდებულება აქვთ.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, უზრუნველვყოფთ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს

ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა, ეს იყო, რა „სატყუარაზეც“ ისინი წამოეგნენ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი როლის წინ წამოწევას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, არჩილ გამზარდიას მოეწონება თუ არ მოეწონება რომელიმე კონკრეტული მმართველობითი სისტემა

თქვენ არ მოგწონთ ყირგიზეთი, ყაზახეთი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მაინც გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორი არჩილ გამზარდიას.

არჩილ გამზარდია

13 ივნისი 2026, 21:23

პოლიტიკა

არჩილ გამზარდია: მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას, მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება

ოთხ წელიწადში ხუთი რევოლუციის მოწყობაზე თემა მეგონა კომედიური გადაცემის ჟანრი, ერთ ფრაზაში განმიმარტეთ რა არის რევოლუცია, - იკითხა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პროფესორმა არჩილ გამზარდიამ. „მე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები, შეიძლება თქვენ ხართ შესანიშნავი იურისტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განზომილებებში სათანადოდ შეიძლება კომპეტენციები არ ჰქონდეთ. რა არის რევოლუცია? მმართველობის პრინციპის რეჟიმით, როგორი ქვეყანა მოსწონს ჩემს ხელისუფლებას მეტყველებს იმაზე, როგორი არის ჩემი ხელისუფლება. მოსწონს ავტორიტარული და ტოტალიტარული ქვეყნები? ე.ი ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ტოტალიტარული. მარტო ჩვენ არ გვეშინია თქვენი, თქვენ თავად გეშინიათ, იმიტომ რომ ამ ლოგიკას აფუძნებთ ფობიაზე, რომ ყველა მტერია, ვიღაცამ ფოტო გადაიღო, ვიღაცამ აზრი გამოთქვა, ნებისმიერ მათგანს შეფუთავთ როგორც კი დაგჭირდებათ დანაშაულად“, - მიმართა გამზარდიამ „ქართული ოცნების“ წევრებს.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არავის გავუტარებთ და მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ

პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას, ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და არც მათ ვაპატიებთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.

იაგო ხვიჩია

13 ივნისი 2026, 21:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის

ნიკა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია, ეს ხომ ყველამ იცის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიამ გადაცემაში ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძის თხოვნაც გადასცა.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს

გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.