26 მაისი 2024, 21:40 / სანდო წყარო

„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა - პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა - სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა. ის ქარტიაზე ხელმოწერას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება მომავალ პარლამენტში იკისროს.

„გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. შევადგინე და წარმოგიდგენთ „ქართულ ქარტიას“.

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯერ კიდევ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებდნენ - როგორც თავად საუბარში აცხადებენ გეგმა "დიდი მეგობრებისგან" მიიღეს და პოლიტიკურ პარტიებს უნდა შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად. მემორანდუმში იქნება სხვადასხვა პუნქტები, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში.

ასევე მიდის მსჯელობა, ამ ეტაპზე უნდა მიეთითოს თუ არა სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად პრეზიდენტის პოსტზე.

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, რაც მემორანდუმში მითითებული არ იქნება, განიხილებიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე. არ გამორიცხავენ სხვა კანდიდატის არსებობასაც.

ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსულტაციებს პარტიებთან ოფიციალურად აწარმოებს ეკა ბესელია.

„ქრონიკა“ იუწყებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენო ცვლილებები განიცადა და მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილი დააანონსებდა "ერთობის პლატფორმის” შექმნას, სადაც საუბარი აღარ იქნებოდა ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდებოდა. „ქრონიკის“ ასევე იტყობინებოდა, რომ ზურაბიშვილი აპირებდა პარტიებისთვის წარედგინა ქარტია, რომელშიც საუბარი იქნებოდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიზანი იქნება დროებითი პარლამენტის არჩევა, რომელიც ასევე დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებს, რაზეც ჩაიწერება, რომ დროებით მთავრობას საზოგადოებრივი და პროფესიონალი კადრებით დააკომპლექტებენ და არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით.

ეს გადაწყვეტილება მათივე თქმით, გამოიწვია კვლევების შედეგებმა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარვე იციან, რომელი პარტიები აწერენ ხელს ამ დოკუმენტს, პარტიებს მიეცემათ რამდენიმედღიანი ვადა დოკუმენტზე ხელმოსაწერად. ამის შემდეგ კი იგეგმება დოკუმენტის ბრიუსელში წარდგენა და თუ ახლო მომავალში საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნება, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტთან სალომე ზურაბიშვილის დაკავშირება.

ამ წუთებში, მიმდინარეობს მსჯელობა რომ ხალხზე პიარული ზემოქმედების მიზნით, პლატფორმას სიტყვა ქართული ან ეროვნული დაემატოს. როგორც თავად ამბობენ ამ მიმართულებით აგებენ.

ყველა სიახლე

სოსო მანჯავიძე

24 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია

ნამდვილად არის კატასტროფა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს რისი სიმპტომია?

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს

შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს

რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.

გიორგი ვოლსკი

23 სექტემბერი 2026, 23:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე

შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.

კახა აბულაძე

23 სექტემბერი 2026, 23:01

საზოგადოება

კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:50

მსოფლიო

ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:41

მსოფლიო

ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:30

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის

უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 22:21

მსოფლიო

„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სერგეი ლავროვი

23 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს

რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

23 სექტემბერი 2026, 21:31

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.

ვლადიმირ პუტინი

23 სექტემბერი 2026, 21:24

მსოფლიო

რუბიო: ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე მივიწვიეთ - მიგვაჩნია, რომ ეს მისთვის შესაძლებლობაა, ურთიერთობა დამყაროს არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დეკემბერში, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე დასასწრებად მიიწვიეს.

23 სექტემბერი 2026, 20:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

2026 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართა.

23 სექტემბერი 2026, 20:48

ეკონომიკა

პროგნოზი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტიც, აზიის განვითარების ბანკი 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6,3% ზრდის. პროგნოზის გაუმჯობესება წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა შედეგებმა განაპირობა.

გურამ ოქროპირიძე

23 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: განსაკუთრებით გაძლიერებულია დეზინფექციის საკითხი, მუდმივად იწმინდება ზედაპირები. შესაბამისი სამსახურების ყველა რეკომენდაციას მივყვებით

ვმოქმედებთ შესაბამისი სამსახურების პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს ყველგან საგანგებო რეჟიმით მუშაობას, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.

მაია ჩხაიძე

23 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

პედიატრი მაია ჩხაიძე: ნოროვირუსი ძირითად შემთხვევებში გართულებების გარეშე მიმდინარეობს. როგორც წესი, 3 დღეში პაციენტი კარგად ხდება

პედიატრ მაია ჩხაიძის თქმით, ​ნოროვირუსი ძირითად შემთხვევებში გართულებების გარეშე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, აღსაზრდელების უმრავლესობა, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, უკვე გამოჯანმრთელდნენ.

23 სექტემბერი 2026, 20:36

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული ნიმუშებიდან 81-ში დარღვევა არ დასტურდება - კვლევა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული ნიმუშებიდან 81-ში დარღვევა არ დასტურდება. სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც ნოროვირუსი გამოვლინდა, რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი მოქმედებს, ჩატარდა დეზინფექციაც.

ხავიერ მილეი

23 სექტემბერი 2026, 20:32

მსოფლიო

არგენტინის პრეზიდენტმა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ქვეყნის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა და გაერთიანებულ სამეფოს სუვერენიტეტზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ქვეყნის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა და გაერთიანებულ სამეფოს სუვერენიტეტზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.