ლევან მაჭავარიანი: მივმართავ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებსა თუ ბოლშევიკური კამპანიის ავტორებს - „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და მათ მომხრეებს შიში მაშინ არ გაუვლიათ გულში, როცა ფიზიკური განადგურების ყველა ბერკეტი ხელში გეჭირათ
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: ვიდეო/კადრი
მივმართავ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებსა თუ ბოლშევიკური კამპანიის ავტორებს: „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და მათ მომხრეებს შიში მაშინ არ გაუვლიათ გულში, როცა ფიზიკური განადგურების ყველა ბერკეტი ხელში გეჭირათ და გარედან არავინ იყო მომკითხავი, რატომ ხოცავდით ხალხს ქუჩაში, ციხეებში, რატომ არეკეტებდით ბიზნესებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე თქმით, რადიკალურ ძალებს რამდენი მცდელობაც ექნებათ, გამოავლინონ ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებიან მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას მათგან და საზოგადოებისგან.
„ბოლო დღეების განმავლობაში სიმართლესთან და ქართველ ხალხთან სასტიკი დამარცხებით აგონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად ბოლშევიკურ და ფაშისტურ მეთოდებზე გადავიდა.
მიდიან სახლებთან, ოჯახებში, ცდილობენ დეპუტატების ოჯახის წევრების დაბულინგებას, რაშიც ასევე ჩართულები არიან მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც.
აკეთებენ წარწერებს, ემუქრებიან შვილებს, ოჯახის წევრებს და ა.შ. არ ერიდებიან ოჯახის ტრაგიკულად დაღუპული წევრების შეურაცხყოფასაც კი.
ისინი ცდილობენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, არამედ უკვე რიგითი ამომრჩევლები, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი დააბულინგონ. ამ ყველაფერმა უკიდურესად ამორალური სახე მიიღო.
თუმცა, როგორი უსუსურიც იყო მათი მცდელობა განეხორციელებინათ რევოლუციური გეგმები, აერიათ ქვეყანა და ჩაეგდოთ გამჭვირვალობის კანონი, ისეთივე უსუსურია მათი უბინძურესი ფაშისტური კამპანია. ის მხოლოდ მათ რეალურ სახეს წარმოაჩენს და აგრძელებს მათ სრულ ლუსტრირებას.
ყველასთვის ცხადია, რომ ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობის კამპანია რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული, რაშიც თავადაც ჩართულები არიან. ამ ყველაფრის ავტორები არიან სხვა ქვეყნების, ორგანიზაციების თუ ჯგუფების აგენტები, რომელთა გამოაშკარავებამ ისეთ დღეში ჩააგდო ისინი, რომ ყველაზე მდაბიო მეთოდებზეც კი აღარ ამბობენ უარს.
ეს ხალხი კრიმინალური რეჟიმის, მკვლელობის და წამების შემოქმედია. ეს ის ხალხია, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებზე ძალადობდნენ ფიზიკურად, ახლა კი, ისე ძალადობენ რითაც და როგორც შეუძლიათ.
როგორც ჩანს მათ, შინაგანად, იმდენად აწუხებთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ და ყიდიან საკუთარ სამშობლოს, ამ კომპლექსების გადმონთხევას სხვებზე ცდილობენ და კადრულობენ უკადრებელს.
ცდილობენ მოღალატის იარლიყი მიაკერონ სხვას, როცა თავად ყოველდღიურად ღალატობენ ქვეყანას და წარსულშიც არაერთხელ უღალატეს თავის სამშობლოს. ფაშისტურ კამპანიას აორგანიზებს ის ხალხი, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი.
სწორედ მათ მისცეს ხმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი რუსეთისთვის. ესენი არიან ის ძალები, რომლებმაც ომის შემდგომ პერიოდში სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპანტს ჩააბარეს.
ეს ადამიანები უწოდებენ სხვებს რუსების მონებს და მოღალატეებს, როდესაც თავად ღალატის და სამშობლოს გაყიდვის სიმბოლოები არიან!
წინა ხელისუფლების პირობებში უკვე ვიცხოვრეთ ისეთ საქართველოში, სადაც ყოველდღიურობას სისტემური წამება და გაუპატიურება წარმოადგენდა, სადაც მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი რეგულარულად მიმდინარეობდა, სადაც ატერორებდნენ, ძალადობდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, არ ინდობდნენ საპირისპირო აზრის მქონე პირებს და მათ ოჯახის წევრებს.
ამ ხალხს, ის დასავლელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებას დემოკრატიას უწუნებენ, დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ და დღესაც მათ რადიკალურ ქმედებებს აფინანსებენ და ახალისებენ.
მივმართავ ამ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებსა თუ ბოლშევიკური კამპანიის ავტორებს: „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და მათ მომხრეებს შიში მაშინ არ გაუვლიათ გულში, როცა ფიზიკური განადგურების ყველა ბერკეტი ხელში გეჭირათ და გარედან არავინ იყო მომკითხავი, რატომ ხოცავდით ხალხს ქუჩაში, ციხეებში, რატომ არეკეტებდით ბიზნესებს და ა. შ.
მოგონილი საუკუნის აფერით და სიტყვა რუსულის მილიონჯერ და უარგუმენტოდ გამეორებით, ვერც ვეღარავის მოატყუებთ და ვერც დააბულინგებთ. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და სხვა ხალხის მიერ აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას. არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არც ერთი ამორალური გამოხტომა.
კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც!
საზოგადოებას კი ვპირდებით, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გარანტი. ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
ყველამ კეთილი ინებოს და შეეგუოს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება!“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 11:20
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა
01 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.
01 სექტემბერი 2026, 11:10
მსოფლიო
ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.
01 სექტემბერი 2026, 10:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.
01 სექტემბერი 2026, 10:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
01 სექტემბერი 2026, 10:38
რეგიონი
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 10:34
ეკონომიკა
საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს - georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
01 სექტემბერი 2026, 10:28
საზოგადოება
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
01 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 10:23
სამართალი
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
01 სექტემბერი 2026, 10:13
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 10:01
მსოფლიო
Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 09:54
სამართალი
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
01 სექტემბერი 2026, 09:43
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ
ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.
01 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.
01 სექტემბერი 2026, 09:22
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
01 სექტემბერი 2026, 09:18
საზოგადოება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
01 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება
ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.
01 სექტემბერი 2026, 09:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.


