ეკა სეფაშვილი: ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა დიდი დანაკლისი არ იქნება, ფინანსური დახმარება ძირითადად, NGO სექტორის საქმიანობაზე იხარჯება
ეკა სეფაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი აშშ-ის მხრიდან მუქარას ეხმიანება.
დეპუტატი ამბობს, რომ აშშ-ის პირველი პირების განცხადებებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია შემდეგი ნაბიჯი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტა იყოს, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ იქონიებს.
ეკა სეფაშვილის განმარტებით ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს, ამერიკული ფინანსური დახმარება კი ძირითადად NGO სექტორს ხმარდება.
„მათ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, კურსისგან გადახვევა არანაირად არ არის. ამერიკული წამყვანი ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები და მათი სამეცნიერო კვლევები აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას გვთავაზობენ და საპირისპიროს ამტკიცებენ. ისევ მათ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, შემდეგი ნაბიჯი არის, ვითომდა ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რაც დიდი დანაკლისი არ იქნება და არც დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან დღესდღეობით, ისედაც ძალიან მცირეა ეს გავლენა.
მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვაქვს ამერიკასთან თავისუფალი ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დახმარება, რომელიც მოდის ამერიკიდან ძირითადად NGO სექტორის საქმიანობაზე იხარჯება. თუ არასამთავრობო სექტორის ეს თანხები, რომლის გამჭვირვალობასაც ვითხოვთ, გამჭვირვალე გახდება და დავინახავთ - ისინი ამ თანხებს ახმარენ არა რადიკალიზმის გაღვივებას, პოლიტიკური სიტუაციის დამახინჯებას და ნეგატიური ელფერით გაჯერებას, არამედ მართლა, რეალურად ეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ანუ, თუ ამ მიმართულებით ისინი შეამცირებენ დაფინანსებას და მათი განცხადებებიდან გადმომდინარე, ეს შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, მე ვფიქრობ, დიდი გავლენა არ იქნება.
საქართველოს ხელისუფლება ხალხთან ერთად კვლავ შეძლებს, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და რაც მთავარია, იმ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას, რაც საქართველომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაიწყო და დღემდე გრძელდება. აპრილში დაფიქსირდა 2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 18:32
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტთა სიაში ევროპას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია.
23 სექტემბერი 2026, 18:32
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მდგრადობას, რაც ცალსახად არის დამსახურება ხელისუფლების ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკისა - თუ ჩავხედავთ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს, დავინახავთ, რომ რეგიონში, ახლო სამეზობლოში საქართველო ამ კუთხით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ზრდის პროგნოზი
ეს არის ძალიან კარგი შედეგი ქართული ეკონომიკისთვის, იმ გარე და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც გვაქვს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზის გაზრდასთან დაკავშირებით.
23 სექტემბერი 2026, 18:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის თემტურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 18:26
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება.
23 სექტემბერი 2026, 18:16
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში
ის, რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აშკარად ეს არის საქართველოს და სემეკის აღიარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 18:15
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს შემთხვევაში, არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს - დღეს საქართველოში რა ინვესტიციაც დაიწყო, ყველა წარმატებით გრძელდება
არ არსებობს ინვესტორი, რომელიც არ რეაგირებდეს, როდესაც მის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში ნეგატიური კამპანიაა, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
23 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან
პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ოლიგარქი გათავისუფლებული ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
23 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი
„ჩვენი ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია. ევროკავშირის არსებულ მმართველობას და ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა, საქართველოზე უდიდესი ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამ ზეწოლას ვუძლებთ და ქვეყნის განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 17:54
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე
დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 17:34
მსოფლიო
ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს
„ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ძალიან ბევრი სკა გვაქვს შესამოწმებელი. ახლა საფუტკრეებს ვუვლით და ვითარებას ადგილზე ვამოწმებთ“, - აღნიშნა მეფუტკრემ.
23 სექტემბერი 2026, 17:28
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის საქმის ორი ეპიზოდი განიხილეს - საქმის სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბერს გამოცხადდება
„განხილული იყო ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბატონი ზაურ ხატიაშვილის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სალომე არაბულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ასევე 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას. შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 17:28
საზოგადოება
გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მისამართით
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არცერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.
23 სექტემბერი 2026, 17:24
თავდაცვა
აშშ საელჩო: აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სფეროში ქართველ კოლეგებს შეხვდა - შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
23 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოაკვლიეს. სასამართლოში კახა კახიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე გამოიკითხნენ.
23 სექტემბერი 2026, 17:22
პოლიტიკა
ერიკ ტრამპი: გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად გავხსენით Trump Tower Tbilisi! ეს ახალი, შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს ქალაქის თანამედროვე, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბებას
ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე წერს. „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ახალი ღირსშესანიშნაობა თბილისის ცენტრალური ნაწილის განვითარების ქვაკუთხედად იქცევა.
23 სექტემბერი 2026, 17:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გიორგი ფეიქრიშვილმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარით) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.
23 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
23 სექტემბერი 2026, 17:17
მსოფლიო
ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ
„ინციდენტის საპასუხოდ ჰაერში აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებლები, სახმელეთო თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ინციდენტის ხასიათი მოწმობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმებას“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
23 სექტემბერი 2026, 17:09
პოლიტიკა
„არა, კომენტარს არ ვაკეთებ“, - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ბახმაროს სემინარის შესახებ „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს
რა სახის მხარდაჭერა გაუწია ევროპის საბჭომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზატორობით გამართულ სემინარს - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს. ევროსაბჭოს მხარდაჭერილი სემინარით აუდიტის სამსახური დაინტერესდა და შესაბამის გარემოებებს სწავლობს. მმართველი გუნდი კი ევროპის საბჭოსგან განმარტებებს ითხოვს.
23 სექტემბერი 2026, 16:56
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.


