ვატო შაქარიშვილი: ქვეყანა არის ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკური მძევალი, მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური მძევლობისგან
ვატო შაქარიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
„უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის მოხდება ეს“ - შეიძლება საზოგადოებამ იფიქროს, რომ ეს განცხადება არის 2008 წელს სადმე ბუქარესტის სამიტზე ან იმავე პერიოდში სადმე სხვაგან გაკეთებული განცხადება. არა, ეს არის დღეს ნატო-ს სამიტზე იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადება 2024 წელს. აი, ასეთი ცინიზმისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა იქნება ჩვენი მოძრაობის იდეა, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი“-ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მან მოძრაობის გეგმებსა და იდეებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება სხვა ამოცანებს, შეიძლება ითქვას, რომ პატარა მიკრო ამოცანების შესრულება უკვე დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაფუძნდა მოძრაობა. ვგულისხმობ იმას, რომ თქვენთან ვსხედვართ და ნეიტრალიტეტის საკითხზე საჯაროდ ვიმსჯელებთ. პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია, რომ გაიხსნას ეს ჩაკეტილი წრე. გამოვიდეს ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო ამ დოგმატური მსჯელობებისგან და დოგმატური აზროვნებისგან და საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური მსჯელობის შედეგად და არა დოგმების და ცრუ მოლოდინების მიხედვით“,-აღნიშნა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, მოძრაობის მთავარი ამოცანაა ქვეყანა დაიხსნას ევროინტეგრაციის ცრუ მოლოდინებისგან, რომლის მძევალიც საქართველო გახდა.
„ქვეყანა ნამდვილად არის ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკური მძევალი. ეს ხელს აძლევს არამარტო იმ ძალებს, რომლებიც დასავლეთში არიან და საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალები არიან, არამედ ეს ხელს აძლევს რუსეთსაც და შეიძლება ითქვას რუსეთს პირველ რიგში. ამიტომ თუ ჩვენ გავთავისუფლდებით და ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანიც ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ ამ პოლიტიკური მძევლობისგან, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის ცრუ მოლოდინებთან და რელიგიის რანგში აყვანილ მიზნებთან არის დაკავშირებული, საქართველოზე ნეგატიური ზემოქმედების ბერკეტებს წავართმევთ როგორც დასავლეთში მოკალათებულ არაკეთილის მოსურნე ძალებს, ასევე რუსეთს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ხვალინდელი დღისთვის, იმიტომ, რომ ამ ომების ეპოქაში, ამ ძალიან რთულ ვითარებაში უმთავრესი ამოცანა და მიზანი არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 03:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: თეთრი სახლი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ძირითად ამოცანებს შორის არ ასახელებს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
31 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
Le Monde: საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ვიდეო
ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.
31 მარტი 2026, 02:44
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი უკრაინისთვის გაწეულ „დახმარებას“ „მასშტაბურ თაღლითობას“ უწოდებს და გამოძიებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელში უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.
31 მარტი 2026, 02:09
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში
ისრაელის პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 01:29
მსოფლიო
ზელენსკი: ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.
31 მარტი 2026, 01:08
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში ხანგრძლივი ომი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო უკრაინისთვის ძალიან საზიანო იქნება.
31 მარტი 2026, 00:15
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 00:13
საზოგადოება
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
31 მარტი 2026, 00:06
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ, ჯიმ ბეარდთან (R), რომელიც ინდიანას შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.
30 მარტი 2026, 23:46
მსოფლიო
POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ
ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, რათა მოემზადონ ირანის ომის გამო ენერგომომარაგების მოსალოდნელი „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
30 მარტი 2026, 23:30
მსოფლიო
რუბიო: თუ ნატო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე მაშინ, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, მაშინ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში არსებულ დისბალანსზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან მხოლოდ დაცვას ელიან, მაგრამ სანაცვლოდ სტრატეგიულ მხარდაჭერას ზღუდავენ, ასეთი შეთანხმება ვაშინგტონისთვის მიუღებელი გახდება.
30 მარტი 2026, 23:08
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკას, თითქოს ვაშინგტონი ნატოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
30 მარტი 2026, 23:04
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია
ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“.
30 მარტი 2026, 23:04
საზოგადოება
თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ
პატრიარქმა უდიდესი რამ დატოვა. ჩვენ თითქოს მის სიცოცხლეში ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ახლა ამოვიღე 2006 წელს მისი ეპისტოლე და იქიდან იწყებს ადამიანზე საუბარს და ამბობს, რომ მთავარი საუნჯე არის ადამიანი, - განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“
30 მარტი 2026, 22:59
მსოფლიო
რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.
30 მარტი 2026, 22:47
საზოგადოება
კახა მიქიაშვილი: თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა
თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, - განაცხადა მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“. მისივე თქმით, პატრიარქი იყო უკიდეგანოდ კულტურული.
30 მარტი 2026, 22:45
საზოგადოება
მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს. ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი
მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.
30 მარტი 2026, 22:35
საზოგადოება
ტარიელ ხარხელაური: მე არ ვიყავი ეკლესიური. მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა
მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე საუბრისას.
30 მარტი 2026, 22:09
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უარყო ევროკომისიის კრიტიკა დიზელის ფასებთან დაკავშირებით და ითხოვს კიევზე ზეწოლას ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით.
30 მარტი 2026, 21:49
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალან პერსელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


