შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: მათ სურთ ძალაუფლების ბერკეტის მოპოვება და ეს იქნება დღეების საკითხი, რომ საქართველო გაიღვიძებს ომის ქარცეცხლში
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, საქართველო 2008 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით მიჰყვებოდა ე.წ. სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, რომელიც ჩვენი უცხოელი, დასავლელი პარტნიორების რჩევით მიმდინარეობდა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ამ პოლიტიკას ქვეყანა მიჰყვებოდა 14 წლის განმავლობაში, 2022 წლის თებერვლამდე. ამ დროს უცებ აღმოჩნდა, რომ შეგვეცვალა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა ესკალაციის პოლიტიკით, რათა წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან.
მაშინ, როდესაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდნენ, ამით ჩვენ გვიბიძგებდნენ ესკალაციისკენ და მოგვიწოდებდნენ შეგვეცვალა პოლიტიკა ესკალაციით, რასაც ვიცით რაც შეიძლება მოჰყვეს - მინიმუმ საპასუხო ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია მთლიანად ჩაკეტოს ვაჭრობა და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რაც პირდაპირ იქნებოდა ქართველ გლეხზე ზეწოლა, ვინაიდან ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქტი არის ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქტები და პირდაპირ გააღატაკებდა ქართველ გლეხს და ეს იქნებოდა ზოგადი ზეწოლა ეკონომიკაზე. მინუს 18% ვარდნა იქნებოდა, უფრო მაღალი ეკონომიკური კრიზისი გვექნებოდა ჩვენ, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო.
მეორე მხარეს ყოველთვის იყო ის ბოროტება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია ჰქვია. მაშინაც იყო მცდელობები, რომ საზოგადოება დაებნიათ, დაშლილიყვნენ გარკვეულ ნაწილებად, თითქოს არსებობდა რაღაც სხვადასხვა ძალები და ამას გვარწმუნებდნენ. მათ შორის მათი უცხოელი მფარველებიც ამას გვეუბნებოდნენ, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში პლურალიზმი იყო, იმიტომ, რომ ბევრი პარტია იყო და ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს ერთი ქოლგაა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ხომ ყველამ დაინახა, რომ ეს სიმართლე იყო, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ სინამდვილეში ამ 13 პარტიის, თუ რაც იყო, მათი გამაერთიანებელი არის ერთი იდეოლოგია „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთი პრინციპი, რაზეც დგას საერთო ჯამში ეს იდეოლოგია, ეს არის უცხოური დაკვეთების შესრულება.
დღეს სინამდვილეში ბრძოლა არის არა ხელისუფლების მოპოვების მხრივ, მათი გაცხადებული დეკლარაცია თუ ქარტია, რასაც ხელი მოაწერეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით. ისინი არ ქმნიან ხელისუფლებას, ისინი არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. მათი გაცხადებაა, რომ მათ გააკეთონ დროებითი ტექნიკური მთავრობა და ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა იმუშაოს. მათ სურთ არა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ძალაუფლების ბერკეტის მოპოვება და ეს იქნება არა თვეების ან კვირების, დღეების საკითხი იქნება, რომ საქართველო გაიღვიძებს ომის ქარცეცხლში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
19 სექტემბერი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
19 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში?
19 სექტემბერი 2026, 00:40
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო
„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 სექტემბერი 2026, 00:11
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს
ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.
18 სექტემბერი 2026, 23:55
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს
პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
18 სექტემბერი 2026, 23:21
მსოფლიო
ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 სექტემბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.
18 სექტემბერი 2026, 22:20
მსოფლიო
გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ
გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.
18 სექტემბერი 2026, 22:11
სპორტი
ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს
„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.
18 სექტემბერი 2026, 21:54
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 21:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.
18 სექტემბერი 2026, 21:40
ეკონომიკა
ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატის ოფიციალური მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28,147მლრდ ლარს მიაღწია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
18 სექტემბერი 2026, 21:40
მსოფლიო
Reuters: პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერები მომავალი წლისთვის შეხვედრას გეგმავენ, სადაც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო აღდგენას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 21:33
სპორტი
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლომ“ „ბუდვა“ ანგარიშით 19:16 დაამარცხა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოსა“ და „ბუდვას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. მატჩი ქართული კლუბის - „აპოლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:16 დასრულდა.
18 სექტემბერი 2026, 21:30
თემა
მართალია თუ არა, რომ ბლოგერები “ოქტობერფესტის” ბრენდის გამოყენებისთვის დაჯარიმდებიან
მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რეკლამის გადაღების მსურველ ნებისმიერ პირს ოქტობერფესტის ბრენდის ხსენებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
18 სექტემბერი 2026, 21:27
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო.
18 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა.
18 სექტემბერი 2026, 21:10
სამართალი
საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის სიუჟეტი
საჯარო სივრცეში სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.
18 სექტემბერი 2026, 21:04
პოლიტიკა
ევროპის უსაფრთხოება სხვისი სიცოცხლის და ნგრევის ხარჯზე - ბუნდესტაგის დეპუტატის სკანდალური განცხადება და აღიარება მმართველი კოალიციიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა- ამას გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს.


