imedi /  08 ნოემბერი 2017, 18:18 / სანდო წყარო

მარგველაშვილმა ანჯეი დუდა საქართველოში მოიწვია

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ანჯეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია. გიორგი მარგველაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და საქართველოს პოზიციების ადვოკატირებისათვის.

"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პოლონეთის პოლიტიკური პოზიცია, პოლონეთის ლიდერშიფი, აქტიურობა ყველა იმ მნიშვნელოვან ფორმატში, რომელშიც საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის გლობალურად ევროპის ბედი წყდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც პოლონეთს აქვს აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნის განვითარების თაობაზე როგორიც არის საქართველო. როგორ უნდა განხორციელდეს და გაღრმავდეს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობა, როგორ უნდა მიეცეს საქართველოს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ევროპული და აზიური, კასპიის და შავი ზღვის, სამი ზღვის პროექტის აქტიურობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ ხედავთ თქვენ ნატო-ში საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის აქტიურ როლს, და როგორ ხედავთ ნატო-ს პერსპექტივას და განვითარებას ჩვენს რეგიონში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელსაც თქვენ ეკონომიკური ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხედავთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის მიმართულებით. მე თქვენ გაგიზიარეთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ის პროექტები, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიიდან გვინდა და იმედი გვაქვს, რომ განხორციელდება ბალტიის მიმართულებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს.მე ვარ დარბაზში, რომელშიც არის ევროპის ერთერთი უძველესი კონსტიტუცია, მაგრამ დამოუკიდებლობა საქართველომ და პოლონეთმა 100 წლის წინ ხელახლა აღიდგინეს. ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით პოლონეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიზარდოს და ამით გაზრდის თავის პოტენციალს, როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე ეკონომიკურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეეძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება.
"24 ნოემბერს ჩვენ გველოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის პერსპექტივის საკითხი ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. საუბარი იქნება თუ როგორ ახორციელებენ აღნიშნული ქვეყნები დასახულ მიზნებს, აზრის გაცვლა-გამოცვლა- დისკუსიები გახლავთ ჩვენი შეხვედრების განუყოფელი ნაწილი. ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი ქვეყნების მიღებისთვის, რომ გაწევრიანდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ეს ამბიცია მას შემდეგ, რაც  გაწევრიანებამდე ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ რასაც ევროკავშირი მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში კრიზისია, ერთერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ბრექსიტი, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს გამოეყოს. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს წლებში იქნება რეალიზებული. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, სინამდვილეში ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის გამოყოფა ძალიან დიდი დასუსტებაა. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ევროკავშირი შეიძლება შევიწროვდეს, დაპატარავდეს დიდი ბრიტანეთის გამოყოფის შედეგად და თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა, გადაწყვიტონ ევროკავშირიდან გამოყოფა.
ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ძლიერი კავშირი, რომ კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, ჩინეთს.
ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაიზარდოს და ამით გაზრდის თავის პოტენციალს, როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე ეკონომიკურს და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეეძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება", - აღნიშნა ანჯეი დუდამ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას პირისპირ შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის 7 ნოემბერს ეწვია.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პლატონ კალმახელიძე

27 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად

კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

27 აგვისტო 2026, 11:28

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რუპერტ გრინტი

27 აგვისტო 2026, 11:23

კულტურა

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.

27 აგვისტო 2026, 11:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:05

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 10:56

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 10:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 10:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.

27 აგვისტო 2026, 10:38

მსოფლიო

Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

27 აგვისტო 2026, 10:35

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

27 აგვისტო 2026, 10:25

ტაბლოიდი

მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა

საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.

რობერტ ქოჩარიანი

27 აგვისტო 2026, 10:15

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:14

სპორტი

„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.

27 აგვისტო 2026, 10:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

27 აგვისტო 2026, 10:10

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

27 აგვისტო 2026, 10:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.