09 სექტემბერი 2024, 11:16 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.

ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.

ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

26 ივლისი 2026, 23:48

სამართალი

შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დაჩი ცაგურია

26 ივლისი 2026, 23:00

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.

26 ივლისი 2026, 22:50

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).

თამარ იოსელიანი

26 ივლისი 2026, 22:41

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

26 ივლისი 2026, 22:21

კულტურა

რობერტ სტურუა - 88. „იმედის კვირის“ მილოცვა მაესტროს

ქართული თეატრალური სამყაროს უმნიშვნელოვანეს ფიგურას, მაესტროს, რობერტ სტურუას „იმედის კვირა“ 88 წლის იუბილეს წინასწარ ულოცავს.

26 ივლისი 2026, 22:17

საზოგადოება

„იმედი“ გვაერთიანებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ტრადიციულად, სეზონის ბოლოს „იმედის კვირა“ „ტელეიმედის“ უნიჭიერეს, გემოვნებიან, ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე მოგიყვებათ.

26 ივლისი 2026, 22:10

რეგიონი

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 ივლისი 2026, 22:04

საზოგადოება

ქართული ფოლკლორის ქომაგი - გია ბაღაშვილის სამეცნიერო საქმიანობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაგაცნოთ ქართული ფოლკლორის ქომაგს - ადამიანს, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან „იმედის“ მაყურებლების ყველა თაობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელია.

26 ივლისი 2026, 21:57

საზოგადოება

კულინარიის ბასკური გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოდან ჩასულ შეფმზარეულებს ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაუზიარეს.

26 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში ჩავა - რკინიგზის მასშტაბური განახლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, ისეთ რეგიონებს შეგიძლიათ ეწვიოთ სარკინიგზო მარშრუტით, სადაც ბოლოს მატარებელი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩერდა.

აბას არაღჩი

26 ივლისი 2026, 21:39

მსოფლიო

აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა - შეუძლებელია, რომ რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.

26 ივლისი 2026, 21:22

სამართალი

იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი - სკანდალური საქმის დეტალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური და რეზონანსული თემაა იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი, სადაც ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.

ლაშა აბაშიძე

26 ივლისი 2026, 21:21

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს

რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.

26 ივლისი 2026, 21:17

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

26 ივლისი 2026, 21:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ამ ორმა ქვეყანამ მოილაპარაკა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, წამყვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი და უიაფესი გზა

ამ ყველაფერს პირველ რიგში ვუკავშირებ საქართველოს გლობალურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე საუბრისას.

26 ივლისი 2026, 21:05

პოლიტიკა

გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა - რატომ გადაწყვიტა გერმანიამ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა და „ფეისბუქჩათი“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი წლებია, მედიასთან საკომუნიკაციოდ იყენებდა, სათაური გადაარქვა - „პრეზიდენტის მასალების“ ნაცვლად ახლა ჩათის სახელწოდებაა „სალომე ზურაბიშვილი ფორ მედია“. ფიშერის წასვლით ზურაბიშვილის ბოლო ბასტიონი დაეცა და გადადგომა თავის ვიწრო წრეშიც მოუწია.

ლევან მაჭავარიანი

26 ივლისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევამ მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე. მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.

გივი მიქანაძე

26 ივლისი 2026, 20:48

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა

გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.

26 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი

იმისთვის, რომ ქაოსში ბეწვის ხიდზე გავიაროთ, ერი და ბერი ერთსულოვანია. მცირე ჯგუფები, რომლებიც გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ ებრძვიან როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე ქართულ ეკლესიას. შეურაცხყოფენ რწმენას და პროვოკაციულად ცდილობენ ქრისტიანული სწავლებების გაშარჟებას. უნიჭო იუმორი, უნიჭო პოდკასტებში მათთვის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რისთვისაც უკვე წლებია იბრძვიან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

26 ივლისი 2026, 20:15

პოლიტიკა

გეოპოლიტიკურ ქაოსში მშვიდობის შესანარჩუნებლად ცეცხლის რკალში მოქცეული საქართველო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირის“ სეზონის ბოლო გადაცემის პირველი რეპორტაჟი ეძღვნება მთავარ კითხვას - გეოპოლიტიკურ ქაოსში როგორ მოახერხა საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება?