imedi /  10 ნოემბერი 2017, 15:27 / სანდო წყარო

თემურ თორდინავა ამბობს, რომ ჯერ თანამდებობაზე რჩება

თემურ

თემურ

თბილისის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, რომ ჯერ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"საკადრო ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ასე რომ, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ", - განაცხადა თემურ თორდინავამ და დასძინა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მზად არის კახა კალაძის გუნდთან ითანამშრომლოს.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

07 ივლისი 2026, 09:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

07 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

დღეს ანკარაში ნატოს სამიტი იხსნება

დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება.

07 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

კრემლის ცნობით, სწავლება მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების გამყარებას ითვალისწინებს და რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

07 ივლისი 2026, 08:54

მსოფლიო

უკრაინამ ომსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქარხანა დრონებით უკრაინის საზღვრიდან 3 ათას კილომეტრში დაბომბეს, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა.

07 ივლისი 2026, 08:43

სპორტი

ბელგიამ აშშ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშა

ბელგიელთაგან დუბლი შარლ დე კეტელარემ შეასრულა, თითო გოლი კი ჰანს ვანაკენმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. აშშ-ის ნაკრებიდან გოლი მალიკ ტილმანმა გაიტანა.

07 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

ფოთში ჩოგბურთის ტურნირი „ფოთის თასი 2026“ ჩატარდა

საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით გამართულ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები ფოთის მერმა დააჯილდოვა და მონაწილეებს წარმატება მიულოცა.

07 ივლისი 2026, 08:28

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან - ძლიერი, კახეთის რეგიონში- ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

07 ივლისი 2026, 08:25

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ხიდისთავში გზის მონაკვეთი სრულად განახლდება.

07 ივლისი 2026, 08:19

საზოგადოება

ნაძალადევში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 692 800 ლარია.

07 ივლისი 2026, 08:18

საზოგადოება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში.

07 ივლისი 2026, 08:13

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს

სესიაზე ქართული დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობს და რეზოლუციაში ჩანაწერები პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოა.

07 ივლისი 2026, 08:04

პოლიტიკა

თურქეთში დღეს ღონისძიება „მოკავშირეები ანკარაში“ გაიხსნება, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას

ღონისძიება, რომელსაც თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს, დღეს გაიხსნება. შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. „მოკავშირეები ანკარაში“ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება.

07 ივლისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ივლისი 2026, 02:30

მსოფლიო

AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გამწვავების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ისრაელურ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 01:43

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ან შეთანხმებას დავდებთ ირანთან, ან საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, გასაგებია? - და საქმის ბოლომდე მიყვანა რთული არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ან მიაღწევს შეთანხმებას ირანთან, ან „დაასრულებს საქმეს“.

07 ივლისი 2026, 01:13

სპორტი

ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

07 ივლისი 2026, 00:31

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა.

მარკ რუტე  დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2026, 23:50

მსოფლიო

POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება

POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება.

06 ივლისი 2026, 23:26

მსოფლიო

მედია: ხუთი ქვეყანა სერბეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბლოკავს - უარის თქმის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის მდგომარეობას უკავშირდება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბელგრადის უარი, დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო

ნიდერლანდების მთავრობა მხარს არ უჭერს ევროკავშირსა და სერბეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას მე -3 კლასტერის გახსნის გზით.

06 ივლისი 2026, 23:23

მსოფლიო

პოლონელ პოლიტიკოსს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: „და შრეკი სად არის?“, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.