პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ფოტო: ვიდეოკადრი
84 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.
საკითხი სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
„ამ ინიციატივაზე მუშაობამ ძალიან მკაფიო ხაზი გაავლო თუ ვინ რას ირჩევს - ვინ ირჩევს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების განხორციელებას და ვინ არის გარე დაკვეთების შემსრულებელი, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვა და ვის უნდა პროპაგანდა და მავნე ზეგავლენა, ვინ იცავს არასრულწლოვანებს მავნე ზეგავლენისგან და ვინ ცდილობს არასრულწლოვანებში ისეთი საკითხების პოპულარიზაციას როგორიც არის, სქესის შეცვლის ოპერაციები, ლგბტ პროპაგანდის ამსახველი სახელმძღვანელოების შეტანა სკოლებსა და ბაღებში. ფაქტია, ამ ინიციატივაზე მუშაობამ პარლამენტიდან ოპოზიცია გააქცია. ოპოზიცია დღეს უკვე იძებნება. მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივას ჰქონდეს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხებს. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა.
ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.
ყველა სიახლე
07 ოქტომბერი 2024, 19:21
არჩევნები 2024
რატი ბრეგაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 19:15
ეკონომიკა
გენადი არველაძე სიჩუანის პროვინციის მთავრობის დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის მთავრობის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.
07 ოქტომბერი 2024, 19:11
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის შესახებ „ფორმულას“ განცხადებაზე: კეზერაშვილის ტვ „ფორმულა“ დაიტუქსება, რადგან მათ ამ სისწრაფით ფუჭად გაისროლეს, რევოლუციური სცენარის ავტორების გაგებით ერთ-ერთი მსხვილკალიბრიანი „ტყვია“
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება.
07 ოქტომბერი 2024, 19:03
პოლიტიკა
კახა კალაძე: პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა სურს ქართველ ხალხს, მშვიდობა, განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე
ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოსწონს და რა მოსწონს მაგაზე, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს, რა მოეწონება ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს, წარმოუდგენელია ხომ?, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის ელჩის მიერ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების უარყოფითად შეფასებას.
07 ოქტომბერი 2024, 18:57
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა კვლევის „STEM-ის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პირველადი პრეზენტაცია გამართა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წევრმა, მარიამ ლაშხმა, აიტი ასოციაციის (ICTA Association) ღონისძიების ფარგლებში, გამართა კვლევის „STEM-ის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პირველადი პრეზენტაცია.
07 ოქტომბერი 2024, 18:52
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: 7 ოქტომბერი ასევე შევა ისტორიაში, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 18:45
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა ერთიან სიაში წარმოუდგენელია ამომრჩევლის დუბლირება როგორც ერთი საარჩევნო უბნის, ასევე სხვადასხვა საარჩევნო უბნების შემთხვევაში
პირის დუბლირება არის წარმოუდგენელი იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციის დისტრიბუცია ვერიფიკაციის აპარატებში ხორციელდება მისი უნიკალური პერსონალური ნომრით, რაც ბუნებრივია, ერთი აქვს ადამიანს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 18:30
საზოგადოება
ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე“ ისწავლიან.
07 ოქტომბერი 2024, 18:29
მსოფლიო
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა, რომ ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს.
07 ოქტომბერი 2024, 18:29
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ინსტიტუციის ყველა მოქმედებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობა და საჯაროობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ინსტიტუციის ყველა მოქმედებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობა და საჯაროობა შემოტანილი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
07 ოქტომბერი 2024, 18:27
არჩევნები 2024
გიორგი კახიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა
„წინასაარჩევნოდ ვხედავთ ქვეყნის გარედან ისეთი განცხადებების გააქტიურებას, რომლის მიზანიცაა, რომ რაღაცნაირად მოაძლიერონ ოპოზიციური ძალები და პოლიტიკური დღის წესრიგი შეუქმნან. ასევე ცდილობენ ასეთი განცხადებებით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა არა მარტო ჩვენი კანონმდებლობის. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ადგენს, რომ არ შეიძლება არჩევნებში ჩარევა ხდებოდეს ქვეყნის გარედან. ამას რომელი ქვეყანა დაუშვებს?! როდესაც საუბარი დაიწყეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეკრებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიცით, რომ დებატებია დაგეგმილი. ესეც ძალიან სენსიტიური თემაა. თუ რაიმეს მიიღებენ, დასკვნას, თუ რეზოლუციას, ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა. რა ეწერება აქტში, გაურკვეველია, თუმცა წინაპირობა არც თუ ისე დამაიმედებელია. მე პირადად იმის დიდ ალბათობას ვხედავ, ესეც იქნება მორიგი რგოლი იმ ჯაჭვში, რასაც ჰქვია - იქნებ რამენაირად ეს უსუსური ოპოზიცია გამოაცოცხლონ. რა განცხადებებიც კეთდება ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში, როგორ შეიძლება პოლიტიკურად ნეიტრალურ განცხადებებად აღიქვა?! კეთილი ინებონ და არჩევნებამდე თავი შეიკავონ“, - აღნიშნა კახიანმა.
07 ოქტომბერი 2024, 18:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის უბრალოდ არ არსებობს
საქართველოში დღეს აბსოლუტური სიმშვიდეა. ამერიკის საელჩო თუ თავად არ არის დაინტერესებული არეულობით და თავადვე არ არის ორგანიზატორი იმის, რასაც აქ მყოფ თავისივე მოქალაქეებს უანონსებს, მაშინ სხვა ნიშანი არეულობის არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 18:22
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ის თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში
მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა გამოერიცხათ, თუმცა ახლა ზურაბიშვილი თავად ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დაბრუნებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
07 ოქტომბერი 2024, 18:20
მსოფლიო
ერდოღანი: ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის.
07 ოქტომბერი 2024, 18:19
არჩევნები 2024
გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ, ის ურთიერთობები, რაც გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან მალე აღდგება და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით
ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმდენი რამ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ხარისხი ძალიან მაღალია და შესაბამისად, თუ ადრე შეიძლებოდა რაღაც დეზინფორმაციას მეტ-ნაკლებად აჰყოლოდა საზოგადოება, დღეს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
07 ოქტომბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი
არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ იმ გაერთიანებაში, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდა, შეუძლიათ რაიმე საერთო გადაწყვეტილებებზე შეჯერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს არის პოლიტიკური გუნდი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
07 ოქტომბერი 2024, 18:16
რეგიონი
ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
07 ოქტომბერი 2024, 18:12
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს
„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ.
07 ოქტომბერი 2024, 18:11
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს
ე.წ. ქარტიით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არის სრულიად უსუსური ოპოზიცია, რომელსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს , - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პრემიერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.
07 ოქტომბერი 2024, 18:05
ეკონომიკა
Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში
მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.