სოზარ სუბარი აფხაზებისა და ოსების მტრად შერაცხვაზე: ასეთი კამპანიით და სიძულვილის ენით ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ, მართლა ძალიან ძნელი იქნება, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა
სოზარ სუბარი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა, - განაცხადა მედიასთან საუბარში დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, აფხაზებსა და ოსებს მტრად თუ შევრიცხავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება.
„ბოლო ორწელიწადნახევარში საქართველოს მიმართ ყველა განცხადება, ანგარიში, ქმედება და მოწოდება ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან [ეს ტერმინი უფრო სწორი იქნება, ამ კონტექსტში ვიდრე სხვა ტერმინი], მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო რამენაირად ჩაებას ომში და გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. შუა მართლა გაკრიფეს - ან ომში უნდა იყო, ან კაცობრიობის მტრად გაცხადებენ.
დღევანდელი დღე, 22 სექტემბერი არის დღე, როდესაც ბაბუშარაში ჩამოაგდეს ჩვენი თვითმფრინავი, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ახალგაზრდა, გმირი სამშობლოს დამცველი დაიღუპა. 58 მათგანი თბილისში, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. დღეს ვიყავი ძმათა სასაფლაოზე, სადაც ამ გმირების ოჯახის წევრებს შევხვდი. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალბატონმა ბელა ზალდასტანიშვილმა, ამ თვითმფრინავში 2 შვილი და 2 ძმა დაკარგა.
ქართველებმა კარგად ვიცით რას ნიშნავს ომი. ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა. ხშირად გვეუბნებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, თითქოს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის თემა მოგონილია. არადა, რამდენი ასეთი განცხადება მოგვისმენია, სადაც ზოგიერთი ენჯეოშნიკ-ოპოზიციონერი აგენტი (მაგ. ნინო ლომჯარია) საქართველოს თავზე ცხელი ბომბების წვიმას ნატრობდა, სხვები კი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ახლა ის დროა, იარაღით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობაო (კაპიტანი ეკა გიგაური).
ბოლო დღეებში, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ძალა და ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ომისკენ მოწოდების და სიძულვილის რიტორიკა გაათმაგდა. მაგალითისთვის ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტის ციტატას წავიკითხავ: „რასაც დღეს აკეთებს უკრაინა და მისი არმია, ეს არის სასწაული და ეს არის შანსი, რომელიც შეიძლება საუკუნეების მანძილზე აღარ განმეორდეს. ამ დროს ჩვენ რომ არ გვყავდეს რუსული ხელისუფლება, ჩვენი არმია როკის გვირაბს უკვე კონტროლზე აიყვანდა, ხოლო ადლერს და სოჭს ბუფერულ ზონად გადააქცევდა“. ამ ციტატის ავტორის გვარს და სახელს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს არის ის პროპაგანდა, რასაც ჩვენი ოპოზიცია მასობრივად ნერგავს ხალხში. ამ ყველაფრის პარალელურად კი დაიწყო კამპანია, რომ ოსები და აფხაზები, როგორც ხალხი, ეთნოსები ჩვენი მტრები არიან. ფორმულას ჟურნალისტმა მის მსგავს გამონათქვამზე ბოდიში კი მოიხადა, თუმცა ამას მოყვა ოპოზიციონერი ჟურნალისტებისა და მოსყიდული „ენჯეოშნიკების“ კამპანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და არ ებრძვის იქაურ რეჟიმებს, არ მოითხოვს, საქართველოს შევუერთდეთო, თურმე ყველა მტერია. ამ ლოგიკით, ასეთი კამპანიით და ასეთი სიძულვილის ენით მართლა ძალიან ძნელი იქნება, როდისმე აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 10:40
პოლიტიკა
ღია ეთერი - როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
საქართველოს მოქალაქეების დასაქმება პრიორიტეტია, უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვა სავალდებულო გახდა. როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში. ახალი კანონმდებლობა და ნულოვანი კვოტები გიდის, კურიერის და ტაქსისტის პოზიციებზე - მეტი ვაკანსია თუ გაძვირებული სერვისი.
18 აპრილი 2026, 10:33
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრამპი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერი ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია.
18 აპრილი 2026, 10:14
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
18 აპრილი 2026, 10:12
სამართალი
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს.
18 აპრილი 2026, 10:11
მსოფლიო
აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით მოხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსულ ნავთობზე მოხსნილი სანქციების მოქმედების რეჟიმი 16 მაისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 10:00
საზოგადოება
აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი გივი მიქანაძესთან შეხვედრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
18 აპრილი 2026, 09:52
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.
18 აპრილი 2026, 09:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილეს, ნიკოლას კენტს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
18 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
18 აპრილი 2026, 08:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ველი - ბევრი რამ იქნება მიღწეული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას.
18 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
18 აპრილი 2026, 02:55
მსოფლიო
ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.
18 აპრილი 2026, 02:45
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.
18 აპრილი 2026, 01:20
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია
ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 23:51
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.
17 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.
17 აპრილი 2026, 23:11
საზოგადოება
ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.


