აშშ-ის საელჩოს სკანდალური იმეილი საკუთარ მოქალაქეებს: „მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ“
ფოტო: Facebook
აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს სკანდალური შინაარსის იმეილებს უგზავნის და მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.
შეტყობინებაში, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს ეხება, საელჩო აღნიშნავს, რომ „სპონტანური საპროტესტო აქციები, რომლებიც მოიცავდა ძალადობას“, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. შესაბამისად, მოქალაქეებს საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევენ და განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს უგზავნიან.
„აშშ-ის საელჩო შეახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში. დაუგეგმავი, სპონტანური საპროტესტო აქციები, რომელიც მოიცავდა ძალადობას, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. დიდი მასები არაპროგნოზირებადია და დაპირისპირება და ძალადობა ღონისძიების მონაწილეებს, კონტრ-დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ადამიანების დიდ ჯგუფებთან ყოფნისას. წარსულში, საპროტესტო აქციებზე, აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ და პოლიციამ დააკავა.
განსახორციელებელი მოქმედებები:
* მოერიდეთ საპროტესტო ზონებს.
* გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ მოულოდნელად დიდი შეკრებების ან საპროტესტო აქციების მიმდებარედ აღმოჩნდით.
* აწარმოეთ ადგილობრივი მედიის მონიტორინგი ინფორმაციის განახლებისთვის.
* ინფორმირებული იყავით თქვენს გარემოცვასთან დაკავშირებით.
* იყავით თავშეკავებული“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
ყველა სიახლე
12 ივნისი 2026, 23:39
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.
12 ივნისი 2026, 23:06
მსოფლიო
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა - ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც
„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.
12 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აბას არაღჩი: ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან
ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
12 ივნისი 2026, 22:20
კულტურა
„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO
„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.
12 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას
დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
12 ივნისი 2026, 21:20
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში ფრენბურთში დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.
12 ივნისი 2026, 20:55
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს
აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებულ ტექსტს მიაღწიეს, - განაცხადა პარასკევს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა.
12 ივნისი 2026, 20:43
კულტურა
რამდენიმე წუთში „დინამო არენაზე“ კანიე უესტი მასშტაბური პერფორმანსით წარდგება
წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა - გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტი „დინამო არენაზე“.
12 ივნისი 2026, 20:40
პოლიტიკა
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმი გაეროში უჩვენეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დოკუმენტური ფილმი „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ- იორკში უჩვენეს. კინოჩვენებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
12 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე - შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში რელიგიურ ცენტრებსა და კურორტ აბასთუმანში იმყოფებოდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პარლამენტის თავმჯდომარის რეგიონული ტურნე. საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.
12 ივნისი 2026, 20:32
პოლიტიკა
რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა კონგრესმენ ჯო უილსონისთვის - ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რატომ გახდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა - რესპუბლიკელი კონგრესმენის და ქართული ოპოზიციის იდენტური რიტორიკა ზაზა შათირიშვილის ანალიზის თემაა.
12 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
მსჯავრდებულის ფავორიტი - ოპოზიციურ ალიანსში არსებული ქაოსის ფონზე, პატიმარი სააკაშვილი ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსჯავრდებულის ფავორიტი - პატიმარი სააკაშვილი ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს. იყო შეთავაზება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თინა ბოკუჩავას ჩანაცვლებაზე, თუმცა, როგორც თავად ჟორჟოლიანი ამბობს, თავმჯდომარეობაზე უარი თქვა.
12 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებული და მსჯავრდებული გიორგი გახარიას პარტია საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებული და მსჯავრდებული გიორგი გახარიას გუნდი საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვს. პარტიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები მოითხოვა და თავის მართლება მოუხდა.
12 ივნისი 2026, 20:23
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაეროში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა.
12 ივნისი 2026, 20:21
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას პოლიტიკური მავნებლობა და რჩევები ტრამპის ადმინისტრაციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის წარმომადგენელი ვაშინგტონს უხსნის, რა სჯობს ამერიკისთვის. ამ კონტექსტში საზიანოდ წარმოაჩენს თბილისთან ურთიერთობის გადატვირთვას. ურჩევს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციის ლობისტი კონგრესმენის სპონსორობით შექმნილ აქტს და შეამჩნიონ საქართველოს ოპოზიცია, რომელიც გვარამიას თქმითვე, აბსტრაქტული არ არის.
12 ივნისი 2026, 20:19
პოლიტიკა
სავიზო დიალოგი და ქართული მხარის პოზიციები - რას ითხოვს ბრიუსელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით თბილისმა და ბრიუსელმა ინფორმაცია გაცვალეს. ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული ტექნიკური შეხვედრა პირველი იყო.
12 ივნისი 2026, 20:17
მსოფლიო
თვითმფრინავში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართობის გამო, რომის პაპს ესპანეთში ერთკვირიანი ტურნეს დასრულების შემდეგ რომში დაბრუნების გადადება მოუწია
პარასკევს, თვითმფრინავში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართობის გამო, რომის პაპს ესპანეთში ერთკვირიანი ტურნეს დასრულების შემდეგ რომში დაბრუნების გადადება მოუხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
12 ივნისი 2026, 20:10
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ყირგიზეთში - რა შეთანხმებებით ბრუნდება ქართული მხარე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა - ქართული მხარე კონკრეტული შედეგებით და შეთანხმებებით ბრუნდება. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ბიზნეს კონტაქტების გაფართოების და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების მიმართ ინტერესი დაადასტურა. საქართველოს პრემიერი სადირ ჟაპაროვთან შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს.
12 ივნისი 2026, 20:05
მსოფლიო
რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს - ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა გზას გაუხსნის უფრო აყვავებულ მომავალს რუსი ხალხისთვის და უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.


