08 ოქტომბერი 2024, 08:39 / სანდო წყარო

თანმიმდევრული განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ევროკომისიას 2023 წლის თანმიმდევრულობის ინდექსი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც განმარტების მიხედვით ზომავს, აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ადამიანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.

საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციამდე დაწინაურდა. ეს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა, რაც საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას.

ინდექსის ისეთ წაყვან ინდიკატორში, როგორიცაა „დემოკრატიული წინსვლა“, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 80 დაიმსახურა და მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს, ევროკავშირის და მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, სამხრეთ კორეას და ა.შ.
ანგარიშს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „კოორდინატორი“ ესპანეთში აწარმოებს. ინდექსს ევროკომისია აქვეყნებს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:38

პოლიტიკა

პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას

საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,

თენგიზ შარმანაშვილი

08 აპრილი 2026, 11:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

ცოტნე ანანიძე

08 აპრილი 2026, 11:26

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

08 აპრილი 2026, 11:23

რეგიონი

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.

08 აპრილი 2026, 11:23

მსოფლიო

Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:23

პოლიტიკა

პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები

„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, - აღნიშნა პრემიერმა.

08 აპრილი 2026, 11:22

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

08 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა

„შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

08 აპრილი 2026, 11:20

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი, 1979 წელს დაბადებული ჰ.ქ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1999 წელს დაბადებული ა.ტ. და 1976 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

პრემიერი: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ეკონომიკის განვითარებაზე მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

„ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გია აბაშიძე

08 აპრილი 2026, 11:10

პოლიტიკა

გია აბაშიძე: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინმა ხელი შეუწყო თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რაც მიუთითებს, რომ პეკინის დიპლომატიურ აქტივობას მნიშვნელობა ჰქონდა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინმა ხელი შეუწყო თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რაც მიუთითებს, რომ პეკინის დიპლომატიურ აქტივობას მნიშვნელობა ჰქონდა - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

08 აპრილი 2026, 11:03

სამართალი

პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 11:01

სამართალი

პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს.

08 აპრილი 2026, 10:55

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია/გიორგი მამარდაშვილი

08 აპრილი 2026, 10:54

სპორტი

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი დაუპირისპირდებიან⚽

ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა პარიზში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი ქართველი ფეხბურთელების კლუბები 14 აპრილს ჩაატარებენ.

08 აპრილი 2026, 10:51

საზოგადოება

სემეკი მოსახლეობას შესაძლო თაღლითური სატელეფონო ზარების შესახებ აფრთხილებს

სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.