ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ
ჯოზეფ ბაიდენი
ფოტო: shutterstock.com
ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ:
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს
მის აღმატებულებას, ბატონ ჯოზეფ ბაიდენს
ბატონო პრეზიდენტო!
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი!
ჩვენ ვართ ქართველები, რომელთაც მხურვალედ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და, ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დავრჩებით თავისუფალ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ერად და გავაგრძელებთ წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ვართ მოქალაქეები იმ ქვეყნისა, რომელმაც იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი.
საქართველო, რომელიც მდებარეობს მეტად რთულ და ქარტეხილებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში, გადარჩა და კვლავაც აგრძელებს სიცოცხლეს. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ეპაექრებოდნენ დიდი იმპერიები: საბერძნეთი, რომი, სპარსეთი, არაბეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი, ირანი და რუსეთი, რომლებიც ასწლეულების და ათასწლეულების მანძილზე იბრძოდნენ მის სამართავად. საქართველო ბევრჯერ აღმდგარა ფერფლიდან, რომ შემდეგ კვლავ გამხდარიყო მომდევნო დიდ ძალასთან ბრძოლის ასპარეზი.
მოგეხსენებათ, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში ვიყავით თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კომუნისტური ქვეყნის - საბჭოთა კავშირის ნაწილი. მიუხედავად ამისა, შევძელით შეგვენარჩუნებინა ენა, სარწმუნოება და ეროვნულ-კულტურული იდენტობა. იდენტობა, რომელიც გამოხატულია ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებში, პატრიოტიზმის განცდაში, ენაში და ცხოვრების წესში, თუმცა, ამავე დროს, ის არათუ გვაბრუნებს წარსულისკენ, არამედ ღიაა თანამედროვეობისა და სიახლეების მისაღებად.
ჩვენი ვართ ერი, რომელიც 17 საუკუნის განმავლობაში მტკიცედ იცავს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ჩვენი ისტორიის ყველაზე საბედისწერო მომენტებში სწორედ სარწმუნოება იყო გადამწყვეტი გადარჩენისათვის ბრძოლაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ტრადიციულად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აქ ერთმანეთის სიახლოვეს ნახავთ სხვადასხვა სალოცავს: მეჩეთს, სინაგოგას, ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ გრეგორიანულ ეკლესიებს. ქართველები ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის ტრადიციით და გვსურს ჩვენს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 33 წლის წინ, საქართველომ დაიწყო საკუთარი ბედის თავად განსაზღვრა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. მართალია, ვიწრო და ეკლიანი გზის გავლა გვიწევს, მაგრამ უმრავლესობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენი, როგორც ერის, ისტორიული მომავალი დაკავშირებულია ევროპასთან და დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან.
ბოლო 12 წლის განმავლობაში, შევძელით გვყოლოდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელმაც, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით შეინარჩუნა მშვიდობა. სწორედ ამ მშვიდობამ და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაფუძნებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ შეგვაძლებინა მიგვეღწია საგრძნობი ეკონომიკური ზრდისთვის და დაგვეჭირა მოწინავე პოზიციები დასავლური სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში - თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანური განვითარების, კორუფციის და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური მდგომარეობის და ბევრი სხვა მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული დასავლური სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე მაღლა აყენებს, ხოლო ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციას ანიჭებს.
დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდანვე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიღწევები ამერიკის და ევროპის ქვეყნების მდგრადი და უწყვეტი დახმარების გარეშე. ამ მხარდაჭერას ჩვენ ვაფასებთ და დიდ მადლიერებას გამოვხატავთ.
მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ხელი მოეწერა ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარების შემდგომ, მუდმივად გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, როგორც გაეროს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორუმებზე, სადაც კი დასწრების საშუალება გვეძლევა. ომის დაწყებიდან დღემდე არ წყდება საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხისადმი ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი. ამავე დროს, ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი იღონა, რომ არ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მხოლოდ სელექტიური მონაწილეობა მიიღო, რათა დაეცვა საკუთარი ეკონომიკა.
მოქმედმა ხელისუფლებამ ყოველივე ამას მიაღწია ისე, რომ დარჩა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სიტყვის გამოხატვის, პრესის უპრეცედენტო თავისუფლების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ერთგული. ამ ნიშნით ის მკვეთრად განსხვავდება წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელიც ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტიაა და რომელმაც, თავისი მმართველობის დროს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა, მოსახლეობის თითქმის 10%(!) დააპატიმრა და დამოუკიდებელი მედიაკომპანიები დახურა.
სწორედ ამიტომ, მეტად იმედგამაცრუებელი და საკვირველია, როდესაც ვხედავთ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოპოზიციის ღია პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ამერიკის სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის დეკლარაციები, ასევე ევროკავშირის რეზოლუციები, ერთხმად ადანაშაულებენ მმართველ პარტიას დემოკრატიული ფასეულობების მიტოვებასა და დასავლური კურსიდან გადახვევაში. ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარები, როგორიცაა ქვეყნისა და მისი მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება და ევროპაში უვიზო რეჟიმის შეჩერება. გარდა ამისა, ფონდები, რომლებიც გამოყოფილი იყო საქართველოს განვითარებისათვის, გადამისამართდა ოპოზიციურ პარტიებზე, მათ მედიასაშუალებებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად იმართებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ და ქვეყნის რეალური მდგომარეობის შესახებ მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად ძლიერდება დასავლური რიტორიკა ეკლესიისა და ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ, რაც საგონებელში გვაგდებს, თუ რა დავაშავეთ ასეთი.
აკრიტიკებს რა არსებულ მთავრობას, დასავლეთი მიუთითებს „გამჭვირვალობის კანონზე“, რომელსაც „რუსულ კანონად” მოიხსენიებს. ოპოზიციური მედიასაშუალებები და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ კანონის ძალაში შესვლისთანავე ისინი დაიხურებოდნენ და საპარლამენტო არჩევნები ალტერნატიული ხმის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარეშე გაიმართებოდა. შესაძლოა, საკამათო იყოს, თუ რამდენად აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონი უკვე რამდენიმე თვეა ამოქმედდა და არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება ამ კანონის სამიზნედ არ ქცეულა, ანუ მოვლენები ყველანაირი პროგნოზისა და წინასწარგამოთქმული განგაშის საპირისპიროდ განვითარდა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით: საქართველოს შეფასებისას დაეყრდნოთ რეალურ მიღწევებს და არ ენდოთ მხოლოდ იმ პროგნოზებს, რომელსაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომავალში საქართველოს მთავრობის ინიციატივებს.
ქართველები ძლიერ ვაფასებთ მეგობრობას, რომელიც გამოცდილია საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით და გაღებული მსხვერპლით. მეგობრობას და პარტნიორობას კი მუდმივი გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს, რათა არჩევნები გარედან მომართული მუქარებისა და ჩარევების გარეშე ჩატარდეს და მოგვეცეს საშუალება, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავად გადავწყვიტოთ საკუთარი ბედი. ჩვენი ბედი და მისწრაფება კი საქართველოს ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციაა“.
პატივისცემით,
ლევან გაჩეჩილაძე
გიორგი გიგინეიშვილი
ლევან გიგინეიშვილი
ირაკლი იაშვილი
ზაზა ნიშნიანიძე
ირაკლი რუხაძე
წერილის ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 12:49
პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: სიმართლე არის საქართველოს მხარეს, ამიტომ ვართ ასე ძლიერად და თავაწეულები ვსაუბრობთ ყველაფერზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის განმარტება, რაც ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით მისმა ავტორმა, პატრიცია გჟებიკმა გააკეთა, მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ დაიწერა და საქართველოში ჩამოსვლა იყო ფარსი. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთი ადამიანის საქართველოში ორი დღით ჩამოსვლით საკითხების საფუძვლიანი შესწავლა ვერ მოხერხდებოდა.
17 მარტი 2026, 12:48
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
17 მარტი 2026, 12:42
მსოფლიო
მედია: ისრაელის მიერ წუხელ ირანზე განხორციელებული შეტევის სამიზნე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი იყო
ისრაელის თავდაცვის არიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, წუხელ ირანზე მიტანილი იერიშის სამიზნეს ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი წარმოადგენდა.
17 მარტი 2026, 12:39
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: როდესაც საუბარია სანქციებზე, იქ უნდა იყოს კონკრეტიკაც და არა წარმოდგენებზე დაფუძნებული განცხადება - ეს ხომ თამაში არ არის?
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საუბარია სანქციებზე, რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს კონკრეტიკაც და არა აღქმებსა და წარმოდგენებზე დაფუძნებული განცხადება. ეს ხომ თამაში არ არის? გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ყველას გააჩნა თავისი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ იფიქროს, რომ ვინმე უცხოელი ჩამოვა და საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს დაიცავს. ეს არის ტყუილი. ჩვენ ქართველებმა უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. თუ ამას არ გავაკეთებთ, გარედანაც არ იქნება პატივისცემა. მიდის შემოტევები, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებსა და მის ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
17 მარტი 2026, 12:37
სამართალი
უჩა ნანუაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება სუს-ში მისვლაზე შეცვალა, მან გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა
უჩა ნანუაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება სუს-ში მისვლაზე შეცვალა, მან გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა
17 მარტი 2026, 12:36
საზოგადოება
ნათია იორდანიშვილი: ტყე სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია ქვეყნისთვის, რომელიც არის უსაფრთხო გარემოს გარანტი და აქვს პოტენციალი საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში
სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ტყის დაცვისა და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება. რეფორმის ასევე მთავარი მიმართულებებია ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერება, დეგრადირებული ტყის აღდგენა და მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობაა, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
17 მარტი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გვსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირი მანდატიც გვაქვს ქართველებიგან
ძველი წესრიგი - ცივი ომის თუ პოსტ-ცივი ომის დროინდელი - დასრულებულია, ახალი წესრიგის დაბადება კი ყოველთვის ტკივილით ხდება. ასე ყოფილა ადრეც და ასე იქნება ახლაც, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
17 მარტი 2026, 12:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ. სწორედ მათ წააქეზეს რადიკალური ოპოზიცია
4 ოქტომბერს ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ. სწორედ მათ წააქეზეს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შედეგების არმიღებაზე, არაღიარებაზე, გაყალბებულად გამოცხადებაზე, ბოიკოტზე, კრიზისის შექმნაზე, ძალადობრივ აქციებზე, ექსტრემიზმზე, ახალგაზრდების წინა ხაზზე მიშვებასა და რევოლუციური სცენარის აგორებაზე, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
17 მარტი 2026, 12:32
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ხულოში (მამულაძის ქ. N5) ლიმონათის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
17 მარტი 2026, 12:29
რეგიონი
ფოთის მერი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამატებით გამოყოფილმა 20 მილიონმა ლარმა მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები
ფოთში, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ინტენსიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.
17 მარტი 2026, 12:29
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
17 მარტი 2026, 12:28
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით სხვათა სასარგებლო პროცესში უნდა ჩავბმულიყავით და დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი
„ეს მხარდაჭერა არის ჩვენი უძლეველი ფარი, ჩვენი რწმენისა და სიმტკიცის საფუძველი, რომ აქ, ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე. ამ დარბაზში ჩვენი მუშაობის ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და დამოწმება იმისა, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა მოგვცა ეს მანდატი და ვერავითარი გარე ჩარევა ვერ შეცვლის ხალხის ამ ნებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
17 მარტი 2026, 12:26
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელა
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პარლამენტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშნვნის თაობაზე თანხმობის მიცემის წესი აღარ იარსებებს.
17 მარტი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 4 წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და დაებრუნებინა მთავარი ცნება - საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მდგენელი
ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს.
17 მარტი 2026, 12:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს - საიუბილეო წელს განსაკუთრებით ვულოცავ ილია II-ს, რომლის ჯანმრთელობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს
ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ჩვენ ვერ გვექნება,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
17 მარტი 2026, 12:23
ჯანდაცვა
რეგიონებში სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის), ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე - არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს.
17 მარტი 2026, 12:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ყველა ვლოცულობთ ჩვენი პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, მხნეობას
„დღეს ყველა ვლოცულობთ ჩვენი პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, მხნეობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას. მან საპატრიარქოს წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.
17 მარტი 2026, 12:20
პოლიტიკა
კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიორების დაკვეთით შეიქმნა.
17 მარტი 2026, 12:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს
საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
17 მარტი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თითოეულმა ქართველმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუ გვინდა ეროვნული სუვერენიტეტი, თუ გვინდა აღვასრულოთ ილიას სიტყვა და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“
ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თავისთავადი ღირებულებაა და არა ინსტრუმენტი სხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუნდაც ამ მიზანს ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერქვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს.


