ფოთის მერი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამატებით გამოყოფილმა 20 მილიონმა ლარმა მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები
ფოტო: ფოთის მერია
ფოთში, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ინტენსიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.
„აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში მიმდინარეობს ნიკოლაძის სანაპიროს განვითარების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შიდა საუბნო სივრცეების განახლება, მინი ტრენაჟორებისა და ატრაქციონების, ასევე მინი სპორტული მოედნების მოწყობა. პარალელურად ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვისა და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ვიწყებთ გამაგრების სამუშაოებს, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად და სისტემურად გავცეთ პასუხი ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ფოთის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება“, — განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ქალაქისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, მათ შორის სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია და მაგისტრალური სანიაღვრე არხების მოწესრიგება.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 14:17
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე.
17 მარტი 2026, 14:16
საზოგადოება
თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
17 მარტი 2026, 14:13
მსოფლიო
„ცაჰალის“ ინფორმაციით, ირანში მოკლულია ორგანიზაცია „ბასიჯის“ ხელმძღვანელი, ღოლამრეზა სოლეიმანი
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდასხმის დროს ლიკვიდირებული იყო ორგანიზაცია „ბასიჯის“ ხელმძღვანელი, ღოლამრეზა სოლეიმანი.
17 მარტი 2026, 14:05
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ბათუმში ბრიფინგს მართავს. ცნობისთვის, აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა.
17 მარტი 2026, 14:05
რეგიონი
ჯიღაურაში ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგისა და მართვის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე პროექტის „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები პროექტის შედეგებს და ფერმერებისთვის მომზადებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაეცნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:55
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:53
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
17 მარტი 2026, 13:49
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი მოკლულია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის არმიის საჰაერო დარტყმებს ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:45
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება - რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.
17 მარტი 2026, 13:43
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე: რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია - ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
17 მარტი 2026, 13:37
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის წევრები თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:19
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 13:18
პოლიტიკა
ხუნდაძე: გთავაზობთ, 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10-მდე - 2.5-ლარი, 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ კანონპროექტში, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კონკრეტულად, მან გააკეთა დიფერენცირება ავტომობილების წლოვანების მიხედვით. ხუნდაძის სიტყვებით, კარგია, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და სკითხი პარლამენტში განიხილება:
17 მარტი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.
17 მარტი 2026, 13:09
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: შეგახსენებთ, იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება უხერხულია
ქალბატონო ტატა, კარგია ეს დრამატიზირება და ფონის შექმნა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, თქვენ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ და არც რაიმე რეაგირება მოჰყოლია. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება ცოტა უხერხულია, - ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილებოდა.
17 მარტი 2026, 12:59
საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
17 მარტი 2026, 12:57
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა.
17 მარტი 2026, 12:57
მსოფლიო
რობერტ ფიცო: არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
17 მარტი 2026, 12:54
საზოგადოება
მეუფე შიო: გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.
17 მარტი 2026, 12:52
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 273.58 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,,პრეგაბალინ“-ს. ბრალდებულები ფსიქოტროპულ ნივთიერებას ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე ბათუმში მათ დროებით საცხოვრებელ ბინებში. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


