პიტერ სიიარტო: ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის დინამიკური. სიახლე გვინდა, ახალი ბიძგი, ახალი ენერგია, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს კი, განვითარების ასეთი ტემპით შეუძლიათ ევროკავშირში ამ სიახლის შემოტანა
პიტერ სიიარტო
ფოტო: GETTY IMAGES
ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობას თუ შეხედავთ, ნათელია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის ისეთი დინამიკური, როგორც ადრე. სიახლე გვინდა, ახალი ბიძგი, ახალი ენერგია, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს კი, განვითარების ასეთი ტემპით, ასეთი ამბიციით, შეუძლიათ ევროკავშირში ამ სიახლის შემოტანა, - განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წამყვანმა ლეო სიხარულიძემ მას საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებზე ჰკითხა: „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, მიზნად ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციას და ეს წინსვლა სახეზეა 2012 წლის შემდეგ. სწორედ საქართველო გახლდათ ასოცირებული ტრიოს ლიდერი სახელმწიფო რეფორმებისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ წლების განმავლობაში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მიიღო უვიზო მიმოსვლა და კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი. ამ და სხვა წარმატების მიუხედავად, მოწმენი ვართ მიკერძოებული სკეპტიციზმისა. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, უნგრეთი?“.
პიტერ სიიარტოს თქმით, ევროკავშირი საქართველოს მიღების დაჩქარებით დიდ სარგებელს მიიღებს.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესანიშნავი წინსვლა აქვს, შესანიშნავი. შევხედოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, შარშან 10 პროცენტზე მეტი იყო, წელს პროგნოზით ზრდა 7 პროცენტზე მეტია, სახელმწიფო ვალის დაბალი მოცულობა, საბიუჯეტო დეფიციტის სიმცირე, ეს ყველაფერი შესანიშნავი შედეგია.
ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობას თუ შეხედავთ, ნათელია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის ისეთი დინამიკური, როგორც ადრე. სიახლე გვინდა, ახალი ბიძგი, ახალი ენერგია. საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს კი, განვითარების ასეთი ტემპით, ასეთი ამბიციით, შეუძლიათ ევროკავშირში ამ სიახლის შემოტანა.
ვიტყოდი, რომ საქართველოს ისევე სჭირდება ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს სჭირდება საქართველო, ამ სიახლისა და ახალი ენერგიის მოსაძიებლად. ევროკავშირს გაფართოებისკენ მოვუწოდებთ. ეს ეხება დასავლეთ ბალკანეთს და ასოცირებულ სახელმწიფოებს. გაფართოებისკენ მიმავალი პროცესი უნდა დაჩქარდეს. ნათელია, რომ სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით არათანაბარი პირობებია. თუ გახსოვთ, თქვენ წინსვლისათვის წარგიდგინეს წინაპირობათა ჩამონათვალი, რომელიც სხვებისთვის სულაც არ იყო სავალდებულო. ეს გახლავთ უსამართლობა.
ვისმენთ საქართველოს შესახებ წარმოუდგენელ განცხადებებს, მაგალითად პოლიტიკური ფრაგმენტაციის შესახებ. კარგით რა, დემოკრატია პოლიტიკური დაყოფის გარეშე როგორ წარმოუდგენია ვინმეს, საპირისპირო რა არის? ერთპარტიული მმართველობა. რაც მეტია პოლიტიკური პარტიების რიცხვი, მით მეტია პოლიტიკური დაყოფაც. გნებავთ დეოლიგარქიზაცია და ასეთი მოთხოვნები გახლავთ მიკერძოებული და სასაცილო, ეს ე.წ. პუნქტები. შეუძლებელია ამ პუნქტების ობიექტური კრიტერიუმებით განსჯა, გამომდინარე აქედან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
მე ყურადღებით გავეცანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩემი კოლეგა მინისტრების განცხადებებს. სასაცილო განცხადებებია. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიულია. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და ყველა სხვა გამოწვევა, რომელიც ფურცლებზე წერია, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებულ არჩევნებზე შეიძლება დაიწეროს, გნებავთ მსოფლიოში.
ასე რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება გახლავთ არამარტო არასწორი, არამედ დამამცირებელი დემოკრატიისთვის.
სწორედ ასე გვდებენ ბრალს ჩვენ, თქვენ და მათ, ვინც გულზე არ ეხატებათ. გამომდინარე აქედან ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიან პირობებს და მიდგომას ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას და იმედი მაქვს, რომ ეს გამოგვივა. მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიღების დაჩქარებით დიდ სარგებელს მიიღებს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 22:28
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართეს.
11 მარტი 2026, 21:15
მსოფლიო
ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი
უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
11 მარტი 2026, 21:04
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
11 მარტი 2026, 21:00
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რუთ ფირმენიხი: მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მეტი დიპლომატია გვჭირდება. ყველაზე სწორი მიდგომა იქნება თუკი ყველა პრობლემატურ საკითხს მივიტანთ მოლაპარაკებების მაგიდასთან
ვფიქრობ, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს შემთხვევაში, აქაც საჭიროა მეტი კონტაქტი, მეტი ურთიერთგაგება, მეტი დიპლომატია და ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებზე ღია დისკუსია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა რუთ ფირმენიხმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
11 მარტი 2026, 20:58
ეკონომიკა
რა პრობლემები იკვეთება ფასწარმოქმნის ჯაჭვში? - საპარლამენტო კომისიის მორიგი სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კომერციული ურთიერთობები და იდენტიფიცირებული პრობლემები ფასწარმოქმნის ჯაჭვში - საპარლამენტო კომისიამ დღეს მორიგი სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
11 მარტი 2026, 20:50
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა საქართველოს - ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა საქართველოს - „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში” - ეს სიტყვები ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა. სომხეთის მთავრობის მეთაური ევროკავშირს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ მოუწოდებს.
11 მარტი 2026, 20:42
სამართალი
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან
კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.
11 მარტი 2026, 20:41
პოლიტიკა
ვაკო თურნავა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: შევხვდით სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში. შეხვედრები საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა
შევხვდით ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში, თუ რატომ ვიღებთ ამ კანონებს [გამჭვირვალობის, გრანტების] - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვაკო თურნავამ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
11 მარტი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა - საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. „ქრონიკა” სტრასბურგიდან
საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დღეს ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ.
11 მარტი 2026, 20:39
მსოფლიო
ისრაელური გამოცემა Ynet: ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 მარტი 2026, 20:31
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს, თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა - ამისთვის იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი
ციხეში ზის იმიტომ, რომ თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს; თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა, - განაცხადა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
11 მარტი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება - ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ შეთანხმება დაირღვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება. ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში წესების დარღვევა ნიკა გვარამიამ აღიარა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს გაემიჯნა, ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებული ცისკარიშვილი კი ანა წითლიძემ შეაქო.
11 მარტი 2026, 20:27
პოლიტიკა
მოგზაურობა, დასვენება და გართობა ბიუჯეტის ხარჯზე - სააკაშვილს სახელმწიფოსთვის 9 მილიონამდე ლარის დაბრუნება მოუწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკუთარი და ოჯახის წევრების, მეგობრების და სტუმრების მოგზაურობა და გართობა, პირადი ინტერესები და საყიდლები საზღვარგარეთ - ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ფინანსებით ჰქონდა უზრუნველყოფილი და დამალული. სასამართლოს გადაწყვეტილება არც მეორე ინსტანციას შეუცვლია და მსჯავრდებულს 9 მილიონამდე ლარის ქვეყნისთვის დაბრუნება მოუწევს.
11 მარტი 2026, 20:20
ეკონომიკა
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. ასევე: ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ზოგიერთ სახელმწიფოს.
11 მარტი 2026, 20:17
პოლიტიკა
ყულევის ტერმინალი, საქართველოს ძალისხმევა სანქციების დაცვის კუთხით და ოპოზიციის მანიპულაცია - როგორ ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყულევის ტერმინალის სანქციების პაკეტიდან ამოღებამ ოპოზიცია ახალ გამოწვევამდე მიიყვანა.
11 მარტი 2026, 20:11
პოლიტიკა
ეუთო-ს გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია, დიალოგი-აუცილებელი; ცვლილებები კი, არჩევნებით უნდა ხდებოდეს.
11 მარტი 2026, 20:10
მსოფლიო
ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს
ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, - წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი.
11 მარტი 2026, 19:53
მსოფლიო
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.
11 მარტი 2026, 19:49
ეკონომიკა
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასწარმოქმნის მიზეზების შესწავლას აგრძელებს.
11 მარტი 2026, 19:33
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია გეკა გელაძისთვის ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე: ასეთი ე.წ ჟურნალისტები ჰყავს ამ ქვეყნის მტერ ძალას, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს
გიორგი გამსახურდია, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს.


