ეკა სეფაშვილი: ბორელი ალბათ იმიტომ არ უფრთხილდება რეპუტაციას და ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რომ მალე პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს მიღებული დავალება
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ჟოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თითქოს მთავრობამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. მაინტერესებს, როგორ ამტკიცებს ბორელი ამას, როცა სწორედ მისდამი დაქვემდებარებულმა კომისიამ 30 ოქტომბერს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყველა თავის მიხედვით (და 35 თავია ამ ანგარიშში), საქართველომ პროგრესი აჩვენა და გაცილებით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, რომლებთანაც მოლაპარაკებებია დაწყებული?“, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებისას, რომელიც სინამდვილეს არ ასახავს, ორმაგ სტანდარტებს იყენებს, რაც მის რეპუტაციას ვნებს, თუმცა, ეკა სეფაშვილის თქმითვე, ბორელი ალბათ ფიქრობს, რომ გადადგომამდე მიღებული დავალება მაქსიმალურად უნდა შეასრულოს.
„იმავე ევროკომისიამ ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ანგარიში დემოკრატიის განვითარების შესახებ, სადაც საქართველო 32-ე პოზიციას იკავებს რეიტინგში და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. სხვა უამრავი ამგვარი საერთაშორისო რეიტინგია კიდევ, სადაც საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ წევრ ქვეყნებს უსწრებს. შესაბამისად, ასეთი ორმაგი სტანდარტი და მიდგომა [რას ნიშნავს], არ ვიცი, ან, ბორელი, ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორ არ უფრთხილდება თავის რეპუტაციას, [როცა საქართველოს მიმართ არასწორ გზავნილებს აჟღერებს], მაგრამ, ალბათ [ამას იმიტომ აკეთებს], რომ მალე გადადგომა და პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს ის დავალება, რაც აქვს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 10:00
საზოგადოება
აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი გივი მიქანაძესთან შეხვედრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
18 აპრილი 2026, 09:52
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.
18 აპრილი 2026, 09:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილეს, ნიკოლას კენტს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
18 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
18 აპრილი 2026, 08:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ველი - ბევრი რამ იქნება მიღწეული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას.
18 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
18 აპრილი 2026, 02:55
მსოფლიო
ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.
18 აპრილი 2026, 02:45
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.
18 აპრილი 2026, 01:20
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია
ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 23:51
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.
17 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.
17 აპრილი 2026, 23:11
საზოგადოება
ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.
17 აპრილი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.
17 აპრილი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა
„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.
17 აპრილი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
17 აპრილი 2026, 21:25
პოლიტიკა
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას
მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.


