26 ნოემბერი 2024, 12:13 / სანდო წყარო

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი - 29 დეკემბერს

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი - 29 დეკემბერს, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მომავალი პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.

„როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს. მაშინ გახსოვთ, რომ გარდამავალი დებულებების შესაბამისად, იმ დროს არჩეული პრეზიდენტი აირჩა 6 წლის ვადით იმისთვის, რომ შემდეგ უკვე პარლამენტის არჩევნები, რომელიც 2024 წელს ჩატარდებოდა, ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია შემდეგი პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდა. მოქმედ პრეზიდენტს 6 წლის უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს ან არის წინა თვეს, ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პრეზიდენტის ხუთი წლის ვადით არჩევა, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე, როგორც არჩევნები, ასევე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში კვლავ არ შესრულდებოდა კონსტიტუციის დანაწესი 5 წლიან ვადასთან დაკავშირებით და გვეყოლებოდა, ფაქტობრივად, 6 წლით არჩეული პრეზიდენტი.

ამიტომ, მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას შევიტანთ ჩვენ დღის წესრიგში და გავა უკვე პლენარულ სხდომაზე. იქ უკვე პარლამენტის სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს.

შესაბამისად, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 09:04

პოლიტიკა

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ არავის აქვს ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულ თვითმკვლელობას გამორიცხავს - საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის სუიციდის გამოძიებული საქმის გარშემო ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციონერების მიერ შექმნილ აჟიოტაჟს. საგამოძიებო უწყებამ საჯარო განცხადებების ავტორები გამოკითხა. ირკვევა, რომ ოპოზიციონერებმა საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.

04 სექტემბერი 2026, 00:46

მსოფლიო

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

უკრაინას მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის წინ წაწევის მორიგი მცდელობა ვერ შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 00:19

მსოფლიო

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

სლოვაკეთის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეტერ მადიარი

03 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის და გაწევრების პროცესი საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 23:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.

ჯეი დი ვენსი

03 სექტემბერი 2026, 22:49

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც განაახლებს, ვიდრე ირანელები სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

03 სექტემბერი 2026, 22:28

მსოფლიო

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

ბრიტანეთის არმიას თანხების დაზოგვის მიზნით, წვრთნების შეჩერება დაევალა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

03 სექტემბერი 2026, 21:56

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 სექტემბერი 2026, 21:44

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ.

03 სექტემბერი 2026, 21:41

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ზესტაფონის ქუჩის N18-თან მდებარე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

ნაიჯელ ფარაჯი

03 სექტემბერი 2026, 21:20

მსოფლიო

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

ევროპელი დიპლომატები ნაიჯელ ფარაჯის პარტიასთან „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის,“ მალულად კონტაქტებს ამყარებენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ირაკლი ლატარია

03 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს“ .

03 სექტემბერი 2026, 21:00

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 20:49

ეკონომიკა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც.

03 სექტემბერი 2026, 20:47

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება

ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებები - შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება და ვირტუალურ სივრცის რეიტინგებით შეჯიბრება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ყურადღების ცენტრშია როგორც სოციალურ ქსელებში ნახვების რაოდენობით პოზიციონირება, ისე ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის გარშემო დაწყებული დისკუსია.

03 სექტემბერი 2026, 20:36

პოლიტიკა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს.

03 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - ვის სჭირდება პატიმრები ციხეში? შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის რეალურ მიზნებზე საუბრობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის ციხეში ყოფნა, რომლებიც ძალადობრივი აქციებისას დააკავეს

03 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

პოლიტიკური სპეკულაცია თვითმკვლელობაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე, მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის რიტორიკის სინქრონულობაზე საუბრობენ.

03 სექტემბერი 2026, 20:20

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო - პირველი ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილი იყვნენ. პარალელურად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვენება ჩამოართვეს ამ ამბის პირველწყაროს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო.