ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს: პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით
პასკალ ალიზარდი
ფოტო: Facebook
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც საუბარია მომავალი საქმიანობისა და თანამშრომლობის შესახებ.
ალიზარდი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, აქვე აღნიშნავს, რომ კანდიდატების რიტორიკა პოლარიზებული იყო.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ეუთოს მოსაზრებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.
"პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი სპეციალურ კოორდინატორად და ხელმძღვანელად მემსახურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი საპარლამენტო არჩევნების დროს. ხსენებულმა მისიამ საარჩევნო პროცესის დაკვირვება და შეფასება დაისახა მიზნად, რათა ხელი შეეწყო მის გამჭვირვალობასა და სანდოობას, ისე როგორც ეს მთელს ეუთო-ს რეგიონში ხდება ჩვეულებისამებრ.
სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით - კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლად-მიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები. სამომავლო პერსპექტივაში მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით რეფორმების დღის წესრიგისა და საზოგადოებრივი ნდობის ზრდას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს დეტალურად შეისწავლოთ ჩვენი წინასწარი ანგარიში პარლამენტში და მჭიდროდ ითანამშრომლოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურთან (ODIHR), როდესაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. ხსენებული დოკუმენტი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მტკიცე საფუძველს შექმნიან ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმების დასასახად. ეს მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.
გამოვლენილი გამოწვევების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხების გადაჭრაში. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა, განვითარდეს ინსტიტუციები და შეიქმნას ინკლუზიური, გამჭვირვალე და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
გთხოვთ მოგვმართოთ, როგორ კი მხარდაჭერა ან თანამშრომლობა დაგჭირდებათ ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველით გავხდეთ საქართველოს წინსვლის მოწმენი განგრძობადი დემოკრატიული მისწრაფებების კონსოლიდაციის პროცესში", - აღნიშნულია პასკალ ალიზარდის წერილში.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
CNN: გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, სურსათზე მსოფლიო ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ
დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტყავენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.
08 მაისი 2026, 18:19
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაარსება და აღიარება და ის, რომ საქართველოში გვექება დღე, როდესაც აღვნიშნავთ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო. 8 000 წლიანი ისტორია არის ერთგვარი პასუხისმგებლობა იმის, რომ ქართველებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული და საუკეთესო ღვინო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.
08 მაისი 2026, 18:18
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს - უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში
ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს. წერილი იწყებოდა ზუსტად იმის შეხსენებით, თუ რა ძირითად ღირებულებებზე და ფასეულობებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, გაერთიანება, რომელიც უნდა ყოფილიყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
08 მაისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ყველას, ამერიკა იქნება, ევროპა თუ სხვა, ვესაუბრებით საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის პოზიტიური გზავნილები, პოზიტიური სიგნალები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
08 მაისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი
ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
08 მაისი 2026, 17:55
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ჩიხშია შესული
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, ჯერჯერობით უშედეგოა და ჩიხშია შესული.
08 მაისი 2026, 17:49
თავდაცვა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
08 მაისი 2026, 17:47
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
08 მაისი 2026, 17:44
სპორტი
საქართველო „eFootball Mobile“-ის ერთა ლიგის პირველი კვირის ჩემპიონია
ქართველმა მოთამაშეებმა საბა პეტრიაშვილმა და გიორგი გაბუნიამ ტურნირი წაუგებლად ჩაატარეს და ფინალში თურქეთის ნაკრები დაამარცხეს. ეს ქართული კიბერსპორტისთვის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ჩემპიონობის გარდა 200 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა. ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტი კი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომდევნო ეტაპებისთვის.
08 მაისი 2026, 17:40
სამართალი
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ბრალის აღიარების შედეგად, პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი საპატიმროში ერთ წელს გაატარებენ, სამი წლის განმავლობაში კი პირობით მსჯავრს მოიხდიან.
08 მაისი 2026, 17:35
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩზე: პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო. ვერ დაგმობს, რადგან იკვეთება, რომ ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი და ლობირებული
„ერთი კაცი ვერ გამოვიდა - ევროკავშირის ელჩი რომ ჰქვია და დემოკრატიაზე ლექციებს რომ გვიკითხავს, პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, იმუქრებოდნენ მთავრობის დაკავებით, ჩამონგრევით და ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო. ვერ დაგმობს, რადგან იკვეთება, რომ ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი და ლობირებული და ბუნებრივია, შემდეგ ესენი ხომ ეტყვიან, შენ, ძმაო, დაკვეთას რომ გვაძლევდი, გვაფინანსებდი, ახლა არ მოგწონთ?! ასეთ სიტუაციაში არიან და ბუნებრივია, კანონი არის უზენაესი!“, - განაცხადა ზარქუამ.
08 მაისი 2026, 17:25
პოლიტიკა
მათიკაშვილი: 4 ოქტომბრის საქმე იმდენად მკაფიოა, თუკი ვინმე ცდილობს, იმ სამართლებრივ რეალობას, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, დაარქვას სხვა სახელი, ის ან ცდილობს, ფაქტები დაამახინჯოს, ან აქვს მცდელობა, სიმართლე ტყუილად შეასაღოს საზოგადოებას
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
08 მაისი 2026, 17:25
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
„ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. ჩვენი დამოკიდებულება არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. მე თავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის, არ არის დასამალი, პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ დღეს არცერთი სპეცსამსახური და არცერთი ორგანიზაცია თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება“.
08 მაისი 2026, 17:20
საზოგადოება
ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე (BMO) ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
08 მაისი 2026, 17:19
მსოფლიო
Bloomberg: ფრიდრიხ მერცის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პოპულარობა ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 16:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით.
08 მაისი 2026, 16:46
სამართალი
სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს
„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, - აღნიშნავს უწყება.
08 მაისი 2026, 16:43
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის პასუხს სამშვიდობო შეთავაზებაზე დღეს ელოდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკული მხარე სამშვიდობო შეთავაზებაზე ირანისგან პასუხს დღეს ელოდება.


