ჯეფრი საქსი: მე ძალიან ვემხრობი 3+3-ის ფორმატს. მიმაჩნია, რომ სამ დიდ სახელმწიფოს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე
ჯეფრი საქსი
ლაშა კასრაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მე ძალიან ვემხრობი 3+3-ის ფორმატს. მიმაჩნია, რომ სამ დიდ სახელმწიფოს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, ჯეფრი საქსმა. წამყვანმა მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობს იგი საქართველოსა და რეგიონში ახლა მიმდინარე პროცესებზე.
ჯეფრი საქსის თქმით, რეგიონში კონფლიქტი და ომები წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ყველამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება დიპლომატიის, წინდახედულობისა და თავშეკავების სახელით.
„დიდი ყურადღებით და დარდით ვადევნებ თვალს მოვლენებს. სამხრეთ კავკასიაში რთული ვითარებაა. არა მარტო საქართველოში, სომხეთშიც რთული ვითარებაა, აზერბაიჯანშიც. მე ახლახან თქვენს სამეზობლოში, ბაქოში ვიმყოფებოდი გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, ვიყავი ერევანშიც. რამდენიმე წლის წინ მქონდა შესანიშნავი ვიზიტი თბილისშიც და საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოს სილამაზე. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო სტრესშია, ვინაიდან მათ გარშემო სამი დიდი მოთამაშეა - რუსეთი, თურქეთი და ირანი. შესაბამისად, ეს ძალიან რთული რეგიონია.
დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს. საქართველო უკვე ათასობით წელია, ახერხებს, რომ გადარჩეს, სომხებიც. ამ შეზღუდულ სივრცეში, სადაც ბევრი კონფლიქტია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღია ომია, სამივე სახელმწიფო მოწყვლადია და საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათ შორის თანამშრომლობა აუცილებელია.
რაც შეეხება გარშემო მდებარე სამ, გაცილებით დიდ სახელმწიფოს. მათ შორის ყველაზე ძლიერი რუსეთია, არც ირანი და თურქეთი არიან მაჩანჩალები. მიმაჩნია, რომ ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის არის თანხმობა მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას, ყველასათვის ცნობილი ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნების გათვალისწინებით. მე ძალიან ვემხრობი და იმედი მაქვს, გულუბრყვილობაში არ ჩამომერთმევა ეს მრწამსი, 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსა და მათ გარშემო მდებარე სამ საერთაშორისო მასშტაბის ძალას შორის ნორმალურ, დინამიკურ დიალოგს, საერთო საინვესტიციო პროგრამებს, მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და წინ მიმავალ პრაქტიკულ ნაბიჯებს.
მიმაჩნია, რომ გარე ძალებს, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპას, დიდი წინდახედულობა მართებთ, რათა ვითარების დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ. მე ხშირად ვდარდობ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზეზით, ვინაიდან მე როგორც ამერიკელი, რამდენიმე ათწლეულია, ვადევნებ თვალს ამას და უდავოა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვევა, რომ ამა თუ იმ ადგილობრივი ვითარების არცთუ ისე კარგად ფლობის ფონზე, ბევრი რამე ავრიოთ, გვაქვს ჩვევა, რომ მოვიქცეთ დაუდევრად და მცირე სახელმწიფოების ბედის სრული უგულებელყოფით.
ჩემს უკრაინელ კოლეგებს მე ბევრი წლის წინ ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რომ ამერიკულ ხაფანგში თავი არ გაეყოთ. ამერიკის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება, მე მათ ვაფრთხილებდი, არ ქცეულიყვნენ ბრძოლის ველად, რომ არ ეთამაშათ ამერიკული გეოპოლიტიკური თამაში, ვინაიდან ისინი აღმოჩნდებოდნენ დაპირისპირების ეპიცენტრში. დაპირისპირების ეპიცენტრში ყოფნა კი არავის უნდა. უკრაინელებისადმი ჩემი გაფრთხილება იყო მკაფიო, მე მათ სიტყვა-სიტყვით ვუთხარი, რომ „ისინი ევროპის ავღანეთად გადაიქცეოდნენ“ და ეს მოხდა, სამწუხაროდ.
უკრაინელებს ეგონათ, რომ მათ ნატოში მიიღებდნენ, ეს უკრაინელთა გულუბრყვილო საქციელი გახლდათ, ძალიან გულუბრყვილო! ნატოში გაერთიანებას აპირებდე და მშვიდობას მოელოდე - შეუძლებელია, თან მაშინ, როდესაც მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ამერიკული შეიარაღება სწორედ მის საზღვართან, უკრაინაში იყოს განლაგებული. კრემლის ეს პოზიცია კი ჩემთვის თავიდან ბოლომდე გასაგებია. ყველა მხრიდან ფიქრია აუცილებელი, საჭიროა, შევხედოთ სრულ სურათს, რათა ომის პროვოცირება არ მოვახდინოთ.
სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწილია, უმდიდრესი ისტორიით სავსე. ყველა იმპერიას დაუდგამს ფეხი ამ რეგიონში, ეს საოცარია და მაინც ქართველები, სომხები, აზერბაიჯანში მცხოვრები თურქული ეთნოსის ხალხები, ეს ერები ძალიან დიდი ისტორიის მატარებელნი არიან. არავის უნდა ამ იმპერიების ხილვა რეგიონში, გარდა ალბათ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისისა, იქნება ეს სხვადასხვა ნაწარმით ვაჭრობა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, ტურიზმი, ეს კარგი იქნებოდა.
რეგიონში კონფლიქტი და ომები კი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ყველამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება დიპლომატიის, წინდახედულობისა და თავშეკავების სახელით, ჩვენ ხომ კიდევ ერთი გამოწვევის შექმნა არ გვსურს“, - განაცხადა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 22:44
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა შტაბმა საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახალი მეთაურის, გენერალ მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით, საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება.
29 ივლისი 2026, 22:30
მსოფლიო
მერცი: სრულიად მიუღებელია ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიციის შექმნა - ჩვენ ამას არ შევეგუებით
უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, გერმანიის ფედერალური მთავრობა ცენტრალურ აპარატში თანამდებობების 8 პროცენტით შემცირებას გეგმავს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
29 ივლისი 2026, 21:45
მსოფლიო
ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“
ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.
29 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ
ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.
29 ივლისი 2026, 21:02
რეგიონი
ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ახალი მიმართულებების პოპულარიზაცია - ტური იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთში ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. სტუმრები რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, ქუთაისის ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბსა და ჭიათურაში მოწყობილ სათავგადასავლო მარშრუტებს გაეცნენ.
29 ივლისი 2026, 20:54
საზოგადოება
გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა - სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიაგეს. დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც პროფესიულ მოვალეობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
29 ივლისი 2026, 20:48
რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაში შედის. თელავში გამაგრებითი და პრევენციული სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო.
29 ივლისი 2026, 20:44
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში
მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:34
მსოფლიო
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას სწავლობს.
29 ივლისი 2026, 20:25
სამართალი
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალური ქსელების მონიტორინგს განაგრძობს.
29 ივლისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას
რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
ჯო უილსონი სიძულვილის მხარეს - კონგრესმენის მიერ დაანონსებული მორიგი კანონპროექტი და მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ჯო უილსონი, როგორც მაშველი რგოლი - ამერიკელი კონგრესმენის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება, „ქართულ ოცნებაში“ ლობისტურ პროექტად აფასებენ.
29 ივლისი 2026, 20:14
პოლიტიკა
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გამარჯვება და არაღიარების პოლიტიკის შედეგი - ნაურუს რესპუბლიკამ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა.
29 ივლისი 2026, 20:05
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი. ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში... არაა ბევრი ფიქრი საჭირო
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება.
29 ივლისი 2026, 20:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 19:37
მსოფლიო
ტრამპი ირანის მიერ განხორციელებულ იერიშზე: ჩვენ მათ სულს ამოვხდით, ძალიან მაგრად დავარტყამთ, მაგრად მოხვდებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ სარაკეტო იერიშს, რომელიც ამერიკულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს, მკაცრ პასუხს გასცემს.
29 ივლისი 2026, 19:19
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. ლუბლინში ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
29 ივლისი 2026, 19:16
რეგიონი
იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან
ტურის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ, რაც მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის სწორად შეთავაზებაში.
29 ივლისი 2026, 19:12
მსოფლიო
Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale-ი.


