პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი ამაში განსაკუთრებულია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 09:50
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად კიევში 13 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 12 წლის ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საწარმოები, მათ შორის, ბროვარის რაიონში მდებარე კოკა-კოლას ობიექტი.
04 სექტემბერი 2026, 09:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელმა განადგურების საფრთხე აიცილა და მტრული რეჟიმი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტა
ისრაელმა განადგურების საფრთხე აიცილა და მტრული რეჟიმი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, წინ მთავარი ამოცანა, რეჟიმის საბოლოო დამხობაა, რაც სრულიად რეალურია.
04 სექტემბერი 2026, 09:28
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
04 სექტემბერი 2026, 09:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ
ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შეიქმნას, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ამ მცდელობამ მალევე ფიასკო განიცადა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
04 სექტემბერი 2026, 09:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ
სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
04 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია
დადასტურდა, რომ არავის აქვს ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულ თვითმკვლელობას გამორიცხავს - საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის სუიციდის გამოძიებული საქმის გარშემო ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციონერების მიერ შექმნილ აჟიოტაჟს. საგამოძიებო უწყებამ საჯარო განცხადებების ავტორები გამოკითხა. ირკვევა, რომ ოპოზიციონერებმა საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.
04 სექტემბერი 2026, 00:46
მსოფლიო
მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა
უკრაინას მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის წინ წაწევის მორიგი მცდელობა ვერ შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 00:19
მსოფლიო
POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა
სლოვაკეთის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 23:52
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის
უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის და გაწევრების პროცესი საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.
03 სექტემბერი 2026, 23:28
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.
03 სექტემბერი 2026, 22:49
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც განაახლებს, ვიდრე ირანელები სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.
03 სექტემბერი 2026, 22:28
მსოფლიო
The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს
ბრიტანეთის არმიას თანხების დაზოგვის მიზნით, წვრთნების შეჩერება დაევალა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 21:56
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 21:44
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ.
03 სექტემბერი 2026, 21:41
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ზესტაფონის ქუჩის N18-თან მდებარე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
03 სექტემბერი 2026, 21:20
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ
ევროპელი დიპლომატები ნაიჯელ ფარაჯის პარტიასთან „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის,“ მალულად კონტაქტებს ამყარებენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 21:11
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს
ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს“ .
03 სექტემბერი 2026, 21:00
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 20:49
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც.
03 სექტემბერი 2026, 20:47
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება
ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.


