პრემიერი: კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მის მიმართ ასეთი ქმედება ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მის მიმართ ასეთი ქმედება ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთ დროს სახელმწიფო ვალდებულია, შესაბამისი ზომები მიიღოს.
„ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას ყველა ფაქტთან მიმართებით. არ ვიცი, რა მონტაჟზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი. სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი. თუმცა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა გამოძიებისთვის. გამოძიებისთვის მთავარი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 19:32
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.
06 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
Reuters: ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ წინადადებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 19:17
ეკონომიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
06 მაისი 2026, 19:16
საზოგადოება
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში
პატრიარქმა 9 წლის წინ, როდესაც მოსაყდრე ამოირჩია მისივე სიცოცხლეში, მაშინ თქვა, რომ - წმინდა გიორგი დამეხმარა ამ საქმეშიც ისევე, როგორც სხვა ბევრ საქმეში, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 19:08
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას
საოცარია, ევროჩინოვნიკები ებრძვიან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
06 მაისი 2026, 19:06
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები
ოპოზიციაში დაპირისპირებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში ბრძოლა შიდა გავლენების მოსაპოვებლად მიმდინარეობს.
06 მაისი 2026, 19:02
მსოფლიო
CNN: აშშ-ში საწვავის ფასმა ბოლო თითქმის 4 წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4.50 დოლარს
ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) ბოლო მონაცემებით, აშშ-ში რეგულარის ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა $4.54-ს მიაღწია, რაც სამშაბათის შემდეგ 5 ცენტზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 18:56
საზოგადოება
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით ჩავატაროთ
იცით, რომ მომდევნო კვირაში მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 18:47
საზოგადოება
მეუფე შიო: წმ. გიორგის „დიდი მოწამე“ იმიტომ ეწოდება, რომ მან დაითმინა წარმოუდგენელი ტანჯვა და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა
გილოცავთ გიორგობას. წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 18:46
მსოფლიო
CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
06 მაისი 2026, 18:40
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა
ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
06 მაისი 2026, 18:23
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა. პროექტირებისა და სამობილიზაციო პროცედურები დასრულებულია, გადავედით აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა, ეს არის პროექტირება/ მობილიზაცია და შემდგომ უკვე მშენებლობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
06 მაისი 2026, 18:19
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და გაზრდილ ტვირთნაკადებს მზად დავხვდეთ
რამდენიმე თვის განმავლობაში კონტრაქტორ კომპანიასთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და მივაღწიეთ იმას, 52.5 მილიონი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არ მოქმედებს არც ხარისხზე და არც სამშენებლო პარამეტრებზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ბიუჯეტის შემცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
06 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია - საქართველო, რომელიც მუდმივი ეკონომიკური ზრდის პროცესშია, ქმნის იმ გარდაუვალ ფაქტორს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქვეყანა და ვერც მისი ლიდერი ვერ დააიგნორებს
რა არის ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესი და როგორია მათი პოლიტიკური ქცევის მოდელი - ამ საკითხებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. როგორც მან აღნიშნა, ამ ორ ფაქტორს შორის აღრევას საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყებიდან ხედავს.
06 მაისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: როდესაც იუკნევიჩიენე მომხსენებლად აირჩიეს, მაშინვე იყო ცნობილი, რა პოლიტიკას გაატარებდა საქართველოსთან დაკავშირებით. ის აქტიური მოკავშირე და მეგობარი იყო სააკაშვილის და მისი საძმოსი. ეს კავშირები ახლაც გრძელდება
ევროპარლამენტი - ეს არის პოლიტიკური სცენა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა დაკვეთების მიხედვით ასრულებენ თავიანთ როლებს, - ასე ეხმაურება საქართელოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
06 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: როგორც კი ხალხში გავიდნენ, მომენტალურად მიხვდნენ, რომ ნული აქვთ შანსი
„სამწუხაროა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ აქვს მათი ნდობა თუ მათი არჩევის სურვილი. მაგრამ, ვფიქრობ რომ ისინიც, ადრე თუ გვიან გაათვითცნობიერებენ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ არ არჩევამ და იმ რთულმა ქარტეხილებმა, რაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გადავიარეთ ამ წლების განმავლობაში მოგვცა მოცემულობა, რომ საქართველოში არის მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი“, - განაცხადა წილოსანმა.
06 მაისი 2026, 17:48
მსოფლიო
Reuters: ნატოდან აშშ-ის გასვლა ევროკავშირისგან მეტ ფისკალურ კრეატიულობას მოითხოვს
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნატოდან შეერთებული შტატების გასვლა ევროკავშირისთვის ფინანსურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.
06 მაისი 2026, 17:47
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „Financial Times“-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში
საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რეგიონის ქსელებთან მიერთების დივერსიფიცირებული მარშრუტების პოვნა, ის მიმართულებაა, რაშიც ნამდვილად ღირს ინვესტიციების განხორციელება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაზეთ „Financial Times”-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.
06 მაისი 2026, 17:42
საზოგადოება
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 17:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, ყველაფრით
ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.


