imedi /  16 იანვარი 2025, 19:07 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.

ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.

ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.

დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.

სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

13 თებერვალი 2025, 00:59

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ერთ-ერთ გარდამტეხი იყო 2020 წელი, როდესაც კიდევ ერთხელ, არასამთავრობო ორგანიზაციების და განსაკუთრებით „ისფედის“ როლი გამოიკვეთა პოლიტიკური კრიზისის შექმნაში

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში ენჯეო სექტორი აღმოჩნდა ძალიან დიდ განსაცდელში. ბევრი საეტაპო მომენტი არსებობდა ენჯეო სექტორის ისტორიაში, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო 2020 წელი როდესაც კიდევ ერთხელ, 2003 წლის შემდეგ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების და განსაკუთრებით „ისფედის“ როლი იყო გამოკვეთილი იმაში, რომ პოლიტიკური კრიზისის შექმნაში მათ მიუძღოდათ მთავარი როლი, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი

13 თებერვალი 2025, 00:58

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: პარტიები არასდროს მორჩნენ იმაზე ლაპარაკს, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. აქამდე არ მუშაობდა, ვინაიდან რა პროგრესსაც მიაღწია საქართველომ ევროპის გზაზე, ეს უკავშირდებოდა „ქართულ ოცნებას“

პარტიები არასდროს მორჩნენ იმაზე ლაპარაკს, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ხელისუფლება, წლების განმავლობაში ისმის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

პეტრო პოროშენკო

13 თებერვალი 2025, 00:58

მსოფლიო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა - ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ტიერი მარიანი

13 თებერვალი 2025, 00:27

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის დისკუსია ტრამპსა და პუტინს, ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის

ტრამპის დამოკიდებულება ევროპასთან არაპროგნოზირებადია. ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის პირდაპირი დისკუსია ტრამპსა და პუტინს შორის, ზელენსკისა და ტრამპს შორის მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ტიერი მარიანი

13 თებერვალი 2025, 00:17

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: სოროსის ფონდის მოხსენებას თუ წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თქვენ იყავით, საქართველოში მთავრობის შეცვლა უნდოდათ

სოროსის ფონდის მოხსენებას თუ წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თქვენ იყავით, საქართველოში მთავრობის შეცვლა უნდოდათ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, გადაცემაში „იმედი LIVE“.

ტიერი მარიანი

13 თებერვალი 2025, 00:15

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: თუ გსურთ ქაოსი - მოხდეს მეორე მაიდანი და უსაფრთხოება თუ გსურთ, პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიას

თუ გსურთ ქაოსი, მოხდეს მეორე მაიდანი და უსაფრთხოება თუ გსურთ, პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

ტიერი მარიანი

13 თებერვალი 2025, 00:10

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: არ მივდივართ სწორ გზაზე. მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის. სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი. იმედგაცრუებული ვარ. ამ პარლამენტში ორმაგი სტანდარტებია

არ მესმის ამ სანქციების არსი. რისთვის არის სანქციები იმიტომ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა არ მისცა ხმა ისე, როგორც ფონ დერ ლაიენს სურდა? არ მისმის ინდივიდუალური სანქციების აზრი, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, გადაცემაში „იმედი LIVE“ წამყვანის კითხვის საპასუხოთ, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში კონკრეტულ თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქიცების მოთხოვნის გაჟღერებას ეხებოდა.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა

უშველებელი რესურსი არის დახარჯული იმისათვის, რათა გვარამიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ, ბოკუჩავამ, ლევან ხაბეიშვილმა უხელმძღვანელონ ქვეყანას. ეს ინტერესი არსებობს, ეს ინტერესი არ განელებულა ევროპაში, მითუმეტეს სახალხო პარტია ჯერ კიდევ მძლავრად არის და ლიბერალური ფაშიზმის რესურსი ჯერ კიდევ არ გამოლეულა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ტიერი მარიანი

12 თებერვალი 2025, 23:53

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, ეუთო/ოდირის მოხსენება წავიკითხე არჩევნების შემდეგ. დადგა დრო, რომ შევაჩეროთ ყალბი ახალი ამბები და პატივი ვცეთ დემოკრატიას საქართველოში

ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მსოფლიოში როგორ წავა პროცესები არავინ იცის. ამიტომ ყველა ცდილობს დაითრიოს ის მექანიზმი, რომლითაც ხვალ მათი წონა მეტი იქნება. საქართველოს დათრევაზე მიდის ლაპარაკი და მთავარი მექანიზმია გვარამია, ჯაფარიძე

მოძველდა ეგ ფორმულა, იცით რა, ისინი მიდიან ელაპარაკებიან, თქვენ არ ველაპარაკებით. ვინც დასჭირდებათ ის იქნება მათი მოკავშირე. სულ არ ჩაუშვებენ იმ გვარამიას იქ. გვარამია კი არ მართავს სიტუაციას, გვარამია მარიონეტი ამ შემთხვევაში. გვარამიაა ყურმოჭრილი, ცალ ფეხზე მდგომი. უკაცრავად გვარამიები, პირადად გვარამიაზე არ ვლაპარაკობ, პიროვნებაზე. ეს არის მათთვის სათამაშო მექანიზმი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გვარამია-ჯაფარიძის ევროპარლამენტში შეხვედრებს გამოეხმაურა.

ტულსი გაბარდი

12 თებერვალი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა.

12 თებერვალი 2025, 23:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: უნდა აღვნიშნო გულდაწყვეტით, სამწუხაროდ, მიაღწიეს მზაკვრული ამოცანის დიდი ნაწილის რეალიზაციას. ამხელა რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს

ამხელა რესურსი, ამდენი თანხა დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენ საზოგადოებაში შეიქმნა გარკვეული ფენა, რაშიც გამოიყენეს ახალგაზრდების გამოუცდელობა, ნაკლები ინფორმაცია, ეს პროპაგანდისტული უშველებელი და მძლავრი მანქანა მთელი სცენარებით და სახელმძღვანელოებით, რომლებმაც ჩამოაყალიბა გარკვეული წინაპირობა იმისათვის, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:29

პოლიტიკა

ვოლსკი: აშშ-ს პოზიციების გასაძლიერებლად არა დესტრუქციული, არა რევოლუციაზე ორიენტირებული USAID თუ სხვა ორგანიზაციებია საჭირო, არამედ ის ორგანიზაციები, ვინც ნამდვილად აჩვენებს აშშ-ს ძლევამოსილებას, რომ შეუძლია გვერდში დაგიდგეს

საერთოდ ჩაიკეტა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, ფინანსურადაც მხარდაჭერილი და პოლიტიკურადაც ანგაჟირებული მედია განსხვავებული აზრისადმი. უნდა მოახერხო და არ უნდა შეიმჩნიო და უნდა წაჰყვე მაინც იმ ნარატივს, რომელსაც უკვე წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფები ქადაგებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპომედიაზე საუბრისას, რომლებიც მისი შეფასებით ცდილობენ USAID-ის სკანდალთან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი ადმიანისტრაციის პოზიციის იგნორირებას.

გიორგი ვოლსკი

12 თებერვალი 2025, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ მოღალატეობრივ გზას დაადგა სალომე ზურაბიშვილიც და სხვებიც, ვინც მან თავის ე.წ. ავადხსენებულ ქოლგის ქვეშ გააერთიანა

ჩვენთვის თქვენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის იღვწის, მთავარი ფორმულა უნდა იყოს საქართველო უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მან ისაუბრა საქართველოში და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

ვიქტორ ორბანი

12 თებერვალი 2025, 23:25

მსოფლიო

ორბანი: პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ

პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 თებერვალი 2025, 22:43

მსოფლიო

ზელენსკი: შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

დონალდ ტრამპი

12 თებერვალი 2025, 22:23

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი - ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

12 თებერვალი 2025, 22:07

რეგიონი

ბესიკ ამირანაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025”-ის ფარგლებში, სოფელ წყრუთის მოსახლეობას შეხვდა.

დონალდ ტრამპი

12 თებერვალი 2025, 21:55

მსოფლიო

ტრამპი: სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“, ორივეს ძალიან გვჯერა ამის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.

12 თებერვალი 2025, 21:34

რეგიონი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.