ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას
ფოტო: „ქართული ოცნება“
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გუშინ გავრცელდა განცხადება ე.წ Credit Suisse-ის დავასთან და სხვა შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარიული ბანკის Julius Baer (რომელშიც გადატანილ იქნა Credit Suisse-ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი) არამართლზომიერი ქმედებების გამო.
კერძოდ, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ, ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე, ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას „ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები.
ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.
სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა, ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 15:01
ეკონომიკა
ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს უკრაინის, საქართველოს, დსთ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ქვეყნის მენეჯერს, სერგი მარტინჩუკსა და Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონულ მენეჯერს დიანა კიღურაძეს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 14:52
საზოგადოება
ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯიგუნდოღანს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 14:51
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პირებთან, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.
28 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს
ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 14:48
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ხელისუფლება ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო ორი ოლქის სკოლას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი მიჩიგანისა და მერილენდის შტატებში სკოლებს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად
თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.
28 ივლისი 2026, 14:46
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა „კაია კალასის“ საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.
28 ივლისი 2026, 14:32
მსოფლიო
Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წევრებს აცნობა, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სრულად დახარჯვას მხოლოდ 2029 ფისკალურ წელს დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 14:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე
დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
28 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე
რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
28 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს
ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.
28 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველი გუნდი პასუხობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს.
28 ივლისი 2026, 14:07
ჯანდაცვა
სოზარ სუბარი: ორი ადამიანის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი თენგიზ ცერცვაძის ურყევმა რწმენამ, რომ ეს იყო შესაძლებელი, გამოიღო შედეგად ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა
28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
28 ივლისი 2026, 13:57
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს
„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 13:47
სპორტი
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 13:37
ეკონომიკა
ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.
28 ივლისი 2026, 13:29
მსოფლიო
DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ
გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) კვლავ წამოაყენა მოთხოვნა კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებში სექსუალური იდენტობის დამატების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 13:22
პოლიტიკა
შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.
28 ივლისი 2026, 13:20
ეკონომიკა
გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი
გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:
28 ივლისი 2026, 13:09
მსოფლიო
WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.


