მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მიხეილ ყაველაშვილი
ვახტანგ გომელაური
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ.
მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა.
„ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა, გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა და ატარებდე მუნდირს, მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია, ვინც მზადაა, დაუფიქრებლად გაწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. ფასდაუდებელია თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი. თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თითოეული სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა. ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა.
დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ვერავინ შეძლებს, შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა.
თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას - დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას - რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ამიტომ, მსურს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაგაჯილდოოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ჯილდოს მიღება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაფასებისთვის და თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა.
კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ იოსებ ჭელიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ გიორგი ბუთხუზს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ ალექსანდრე დარახველიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ვაჟა სირაძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ თეიმურაზ კუპატაძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მილერი ლაგაზაურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მირზა კეზევაძეს.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 11:53
მსოფლიო
Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია
ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანის გარეუბნებში მესამე დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლებმაც, ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა და ათიათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი შტატის სიდიდით მეორე ქალაქსა და მის შემოგარენში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 11:35
პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს
04 აგვისტო 2026, 11:30
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 11:12
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
04 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 10:58
რეგიონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო.
04 აგვისტო 2026, 10:49
რეგიონი
პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
04 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის
Reuters-ის ინფორმაციით, დანიაში დაახლოებით 1 600 ახალწვეულმა დაიწყო ქვეყნის განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. რეფორმის ფარგლებში მათი სამსახურის ვადა 11 თვემდე გაიზარდა.
04 აგვისტო 2026, 10:26
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
04 აგვისტო 2026, 10:24
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
04 აგვისტო 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
04 აგვისტო 2026, 10:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია - ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის შედეგსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს განსაზღვრავს
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის ენერგეტიკული სისტემების დაზიანებისთვის ბრძოლას აგრძელებენ და სწორედ ეს კამპანია განსაზღვრავს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა POLITICO-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
04 აგვისტო 2026, 10:12
პოლიტიკა
პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული - პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა
კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
04 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი არც 2008 წლის ომამდე და არც ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა
კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
04 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედ აგენტურაზე: საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?
ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?, - ვკითხულობთ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
04 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია - ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:08
რეგიონი
რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.


