imedi /  24 ნოემბერი 2017, 12:19 / სანდო წყარო

მარგველაშვილმა ნანუაშვილის წინააღმდეგ კამპანიას პოლიტიკურად აბნეული უწოდა

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

დროში და სივრცეში პოლიტიკურად დაკარგული და აბნეული უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა იმ კამპანიას, რომელიც მისი შეფასებით, უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ წარმოებდა. 

"ამ ფონზე და ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი. მინდა მივესალმო მმართველი პარტიის პოზიციას, რომ მომავალი სახალხო დამცველის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება გაგონილი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ეს დასაფასებელია. ასევე, მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პოზიცია დავაფიქსიროთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ აბსოლუტურად გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუქტურას. ანუ დაიწესებთ თვითცენზურა, არამედ ნათელი გზავნილი მისცეთ საზოგადოებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც გადაწყდება, ვის კანდიდატურას დაუჭერს მხარს უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე. 

არასამთავრობოებისა და დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინო ლომჯარიას უჭერს. სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დააყენოს.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ ქალდანისსოფო ჯაფარიძისვახუშტი მენაბდისსოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. 

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 21:46

რეგიონი

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა.

04 ივნისი 2026, 21:39

მსოფლიო

The Washington Post: უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს

უნგრეთმა მოხსნა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ხანგრძლივი ბლოკირება - თუმცა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავაც შეეწინააღმდეგება ზელენსკის მიერ მოთხოვნილ დაჩქარებული გაწევრიანების პროცესს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს“.

04 ივნისი 2026, 21:22

რეგიონი

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დასაქმების ფორუმი ბათუმში - ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ დამსაქმებლებს გასაუბრებოდნენ და სასურველი ვაკანსია შეერჩიათ.

მარკო რუბიო

04 ივნისი 2026, 21:06

მსოფლიო

რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს

ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და პრინციპული, ჩვენი დოლარები პირველ რიგში ამერიკელებს უნდა ემსახურებოდეს და არა სოციალურ ექსპერიმენტებსა და ვიწრო ინტერესების მქონე პროექტებს საზღვარგარეთ - როდესაც საქმე საგარეო ურთიერთობებს ეხება, არსებობს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი: ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

04 ივნისი 2026, 21:04

პოლიტიკა

ევროკავშირში გაწევრების პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებათა პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროცესი საქართველოს გარეშე მიმდინარეობს.

04 ივნისი 2026, 20:58

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია ნაცსექტანტებისა და ლიბერფაშისტების ისტერიკა, სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა

ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.

04 ივნისი 2026, 20:57

პოლიტიკა

გეოპოლიტიკური გამოწვევები და ეკონომიკური საკითხები. თბილისი მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მდგრადი განვითარების თბილისის ფორუმი, რომელიც იქცა პლატფორმად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გლობალურ კონტექსტში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. საქართველოს დედაქალაქი მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.

04 ივნისი 2026, 20:56

საზოგადოება

სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. ის ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს ამერიკულ ბაზართან წვდომას გაუმარტივებს.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 20:56

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება

„პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე მნიშვნელოვანია შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება და მსხვერპლთათვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება. ამ მიზნით, გაიზარდა სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა,“ - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

04 ივნისი 2026, 20:53

სამართალი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმე და მადლობა აშშ-სგან. გენერალურ პროკურატურაში ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ იწერებოდა საქართველოში დევნის გამოგონილი ისტორიები კანადისა და ამერიკის ვიზების მისაღებად. ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენება „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

04 ივნისი 2026, 20:50

სამართალი

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 150-მდე ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიება დაწყებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მესტიიდან სამართალდამცველებმა კრიპტოვალუტის მწარმოებელი რამდენიმე მოწყობილობა ამოიღეს. ელექტროენერგიის არალეგალური ბიზნესისთვის გამოყენება რომ აიკრძალებოდა, ეს სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

04 ივნისი 2026, 20:48

საზოგადოება

უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია და ფრანგული მხარის აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია. ფრანგული მხარის აღიარება და საქართველოს სპეცსამსახურების ეფექტიანობის დასტური.

04 ივნისი 2026, 20:45

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში: უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება

უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება, ე.წ მეტორული კლასები გვექნება, - განუცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა ჟურნალისტებს, სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნაზე.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 20:43

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმის - „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 242 პირის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ხათუნა თოთლაძე

04 ივნისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე: ინოვაციების ჰაბი არ იქნება მხოლოდ სივრცე. ეს იქნება პლატფორმა, სადაც დაკავშირება მოხდება ამერიკული და გლობალური ბიზნესკომპანიების ქართულ კომპანიებთან

ჩვენი დიპლომატიური რესურსი მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისთვის, რომ გავხსნათ მნიშვნელოვანი კარი ჩვენი სტარტაპერებისთვის, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, რომელიც სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნას დაესწრება.

04 ივნისი 2026, 20:40

კულტურა

კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა

საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო.

04 ივნისი 2026, 20:38

პოლიტიკა

დაუსრულებელი კონფლიქტი ოპოზიციის ალიანსში - ვინ ვის ებრძვის და რა უნდა მსჯავრდებულ სააკაშვილს? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტრამპის ადმინისტრაცია ბოიკოტს არ იწონებს, ეს კი საქართველოს ოპოზიციისთვის ახალ გამოწვევად და დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა. „ლელო“ რეალობასთან მორგებას ცდილობს, დანარჩენები ერთმანეთს ებრძვიან. კონფლიქტების ავანსცენაზე სააკაშვილი საპატიო ადგილს ინარჩუნებს.

04 ივნისი 2026, 20:36

პოლიტიკა

თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები - საქართველოს ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გზავნილები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას ელის და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს ხედავს - ეს სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციის მოკავშირე კონგრესმენის კითხვის პასუხად თქვა. მარკო რუბიოს გზავნილებზე მეტად, ოპოზიცია სწორედ ჯო უილსონის ბრალდებებს ეყრდნობა და იმეორებს.

04 ივნისი 2026, 20:30

პოლიტიკა

მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო კონკრეტული მედიკამენტების შემოტანაზე იმუშავებს. პრემიერ-მინისტრისა და პაციენტების მშობლების შეხვედრის შედეგი - გადაწყვეტილება მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებსა და მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია. დაზუსტდა ის მედიკამენტებიც, რომელთა უზრუნველყოფაზე მხარეები ერთად იმუშავებენ.