imedi /  30 იანვარი 2025, 19:00 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, რათა სახელმწიფო იყოს დაცული

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც ახალისებს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა.

„არის შემთხვევები, სადაც წარიმართება გამოძიება, სადაც საქმე ეხებოდა ძალის გადაჭარბებას, გადამეტებას. თქვენ იცით, რომ იქ იყო ნიღბები, შესაბამისად, იდენტიფიცირება არის რთული კონკრეტული დანაშაულების და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე, ანუ აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული. რაც შეეხება თანაზომიერებას, შეგახსენებთ, რომ ჯერ სასჯელიც არ არის შეფარდებული, არის წინასწარი პატიმრობა. მე ყველას მინდა ვუთხრა, ამას პრევენციისთვისაც აქვს მნიშვნელობა, მე ამას ვამბობ როგორც იურისტი, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც იყენებენ სამართალდამცველი სტრუქტურები და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ვინც ახალისებს ასეთი ტიპის ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანი რა არის, მათ უნდათ ჩამოშალონ სახელმწიფო, პოლიცია. ამას ადრე აკეთებდნენ გახარიას ხელით, სხვა ფორმით და ახლა ცდილობენ, რომ ასეთი პროვოკაციებით შეასუსტონ ჩვენი პოლიცია, რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის საშუალებას, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს და ვერც რადიკალურ ოპოზიციას და ვერც ენჯეოებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

22 ივნისი 2026, 20:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე მედიასთან ისაუბრა. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს.

ირაკლი კირცხალია

22 ივნისი 2026, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

22 ივნისი 2026, 20:31

საზოგადოება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები დიფერენცირებული ხდება - კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საკითხი, რომლის დაზუსტებაც საჭიროდ ჩაითვალა, მთავრობის მეთაურთან სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა.

გიდეონ საარი

22 ივნისი 2026, 20:29

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, გულწრფელი და ღია დიალოგის მნიშვნელობის - თუმცა, „დიალოგი“ არ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ერთი მხარე მეორეს კარნახობდეს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და ევროკავშირის კომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, დუბრავკა შუიცამ იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ღაზის, პალესტინის ავტონომიისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილი

22 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას მენეჯმენტს უწუნებს, მთლიანად ოპოზიციას უნარებს - „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში.

22 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. იქმნება უცხოელთა ერთიანი რეესტრიც.

22 ივნისი 2026, 20:24

საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით - სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

3 მილიონ 900 ათასზე მეტი - ასეთია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით. გაზრდილი რაოდენობის გარდა, სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე, ქართულენოვანი და მართლმადიდებელი ქრისტიანია.

22 ივნისი 2026, 20:22

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. სასამართლო სახელმწიფო მინისტრის, ასევე, აქციებზე დაკავებულის შეურაცხყოფის საქმეებს განიხილავს. ორი განაჩენი უკვე გამოიტანეს, ერთი ხვალ გამოცხადდება.

22 ივნისი 2026, 20:22

თავდაცვა

„ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ - განახლებული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია საპატრიარქოც. წელს ახალგაზრდებს ორი ქვედანაყოფი მასპინძლობს.

მიხალ მოსკალი

22 ივნისი 2026, 20:18

მსოფლიო

პოლონელი დეპუტატი: თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) წევრმა, მიხალ მოსკალმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ „უმადური და უტაქტოა“.

22 ივნისი 2026, 20:14

პოლიტიკა

5 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე რვა ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - 8 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

22 ივნისი 2026, 20:07

პოლიტიკა

საქართველოს კრიტიკა ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაში - „ქრონიკა“ დაინტერესდა, რა არგუმენტებს ეყრდნობიან დემოკრატიულ უკუსვლაში ბრალდების ავტორები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს კრიტიკა მორიგ რეზოლუციაში. დოკუმენტს ორ დღეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავენ.

22 ივნისი 2026, 19:54

მსოფლიო

„დიდი იმედგაცრუებით ვუყურებ იმას, რომ პოლონეთის მხრიდან მრავალწლიანი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა ვოლინის ხოცვა-ჟლეტისა და მასობრივი მკვლელობების შემსრულებელთა ცალსახად დაგმობა“ - პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა უკრაინული სახელმწიფო ჯილდოები უკან დააბრუნა

პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა, მიხალ კამინსკიმ უკრაინისთვის ორი სახელმწიფო ჯილდოს დაბრუნების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

კაროლ ნავროცკი ვოლოდიმირ ზელენსკი

22 ივნისი 2026, 19:33

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს მისი გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.

ეკა სეფაშვილი

22 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, სხვებს კი - არა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასა და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და გარკვეულ ჯგუფებს. სეფაშვილის შეფასებით, ეს ფაშისტური სეგრეგაციის მოდელია.

ეკა სეფაშვილი

22 ივნისი 2026, 19:23

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის შენელების მოლოდინი, პირადად მას არ აქვს.

კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკი

22 ივნისი 2026, 19:13

მსოფლიო

ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კირ სტარმერის განცხადებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ყოველთვის „სასურველი სტუმარი“ იქნება ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.

ხოსე ლუის აბალოსი

22 ივნისი 2026, 19:05

მსოფლიო

ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

22 ივნისი 2026, 18:57

მსოფლიო

პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.

22 ივნისი 2026, 18:52

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელეგაციის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ფინეთის დედაქალაქში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრნენ.