31 იანვარი 2025, 10:16 / სანდო წყარო

საზოგადოება ,,ქართული": ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს

,, ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა „დიფ სთეითის” მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი." - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საზოგადოება,,ქართული" და მიიჩნევს, რომ არავის აქვს უფლება გარე ძალებიდან, მოითხოვოს საქართველოში არჩევნების დანიშვნა. შესაბამისად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გადაწყვეტილებას, ერთადერთ სწორ ნაბიჯს უწოდებს.

,, საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის რეზოლუცია აცდენილია საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობის პრინციპს და ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის გეგმა ჩავარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები
იყვნენ გარე ძალების მიერ მართული რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობო“ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, რეზოლუცია შეიცავს დათქმებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა.
პირველ რიგში, ვგულისხმობთ დოკუმენტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ აპრილამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს.

ამ რეზოლუციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავისი კომპეტენციის ზღვარს - მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ამა თუ იმ ქვეყნისგან კონკრეტული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს არეგულირებს არა ევროსაბჭო, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. გამოდის, რომ ევროსაბჭო მოითხოვს საქართველოს 1 200 000-ზე მეტი მოქალაქის ნების უგულებელყოფას და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათთვის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პროცესის თავსმოხვევას.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ლამის ოთხი თვე გავიდა. ამ ოთხი თვის განმავლობაში, ვერც რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერც „არასამთავრობო“ ორგანიზაციებმა და ვერც მათმა უცხოელმა კურატორებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ფაქტი და არგუმენტი, რაც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებდა. მეტიც, მათმა დიდმა ნაწილმა პროკურატურასთან არ ითანამშრომლა და ვინც ჩვენება მისცა, ისინი თვითმხილველები კი არ იყვნენ, არამედ ეყრდნობოდნენ ანონიმური მესამე პირების მონათხრობს.

შედარებისთვის, წელს არჩევებზე დაიწერა 1174 საჩივარი, როცა წინა არჩევნებში ეს ციფრი 2200-სს აღემატებოდა. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდათ რეზოლუციის ავტორებს. მით უფრო, რომ არჩევნების დღეს უამრავმა უცხოელმა დამკვირვებელმა საჯაროდ ძალზე დადებითი შეფასება მისცა არჩევნების პროცესს, ხოლო ეუთო-ოდირმა, რომელიც ერთადერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, აღიარა - არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და თავისუფალი.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ფაქტის კონსტატაცია - 29 იანვარს მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯდება „დიფ სთეითის“ სტრატეგიაში, რომლის მიზანია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს საკუთარი მარიონეტები. შემდეგ კი, მათი მეშვეობით, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყანა ომში ჩართოს, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევა მოჰყვება.
შესაბამისად, საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილება, საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი.

ამ ნაბიჯით ქართულმა დელეგაციამ აღკვეთა “დიფ სთეითის” მორიგი ვერაგული ცდა, ჩავარდნილი „მაიდნის“ ფონზე, გაკოტრებული ოპოზიცია უკანა კარიდან შემოაპაროს პოლიტიკურ სივრცეში და ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი.
ეს არის ნამდვილად ღირსეული და ქართული ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ადგილი არ არის იქ, სადაც ხელყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას, ხელისუფლებას კი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს დელეგაცია მაშინ უნდა დაუბრუნდეს ასამბლეაში მუშაობას, როდესაც შანტაჟს კვლავ ჯანსაღი დისკუსია
შეცვლის, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას კი, პარტნიორობა. იმედი გვაქვს, ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული „დიფ სთეითის” დემონტაჟის კამპანია მიწვდება მის ევროპულ ნაწილსაც. ამას კარგად გრძნობს „დიფ სთეითი” და სანამ ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩენილა, უნდა შური იძიოს ყველაზე, ვინც სუვერენიტეტის, ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების პოლიტიკის გამტარებელია.

რაც შეეხება ეგრეთ
წოდებულ პოლიტპატიმრების თემას - თუ ევროპელმა პოლიტიკოსებმა გააგრძელეს იმის მტკიცება, რომ სამართალდამცავებზე თავდამსხმელები პოლიტპატიმრები არიან, ეს ბუმერანგის პრინციპით ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ თავიანთ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, როგორც ეს პიროტექნიკასთან დაკავშირებით შეემთხვათ. ასეთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტები საქართველოს მოსახლეობაში ბევრ კითხვას აჩენს. ძალიან არ გვინდა, რომ ეს ევროპული სტრუქტურებისადმი იმედგაცრუებაში გადაიზარდოს, რადგან ნდობის თავიდან აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

საქართველო
მიისწრაფვის ევროპისაკენ და არა ევრობიუროკრატიისკენ, რომელიც ბოლო წლებში ევროპელ ხალხებსა და სახელმწიფოებზე გაბატონებულ ძალად მოგვევლინა. იგი დასცილდა ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და გახდა მსოფლიოს მძლავრი ნეოლიბერალური „დიფ სთეითის“ მარიონეტი. ამას ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ.

თუმცა, დღეს ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით მსოფლიოში დაიწყო დიდი ცვლილებები, რომელიც, ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან, ევროპას დაუბრუნებს საკუთარ თავს, ღირებულებებს და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანობას.

და ბოლოს, ადამიანურად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ხილვა, რომ ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქეები - ვგულისხმობთ რადიკალური ოპოზიციისა და „არასამთავრობოების“ წარმომადგენლებს - აპლოდისმენტებით შეხვდნენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისა და თანამოქალაქეების დამცირების მცდელობას. თუმცა, არ გვიკვირს, რადგან იმავე ადამიანებმა, 16 წლის წინ, ამავე დარბაზში ხელი მოაწერეს ღალატის აქტს - ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს. არცაა გასაკვირი, ისინი წარმოადგენენ არა ქართველ ხალხს, არამედ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აგენტურულ და კრიმინალურ სინდიკატს და მის უცხოელ პატრონებს. არადა, საქართველოს ჰაერივით სჭირდება ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია. რაც უფრო ადრე ჩაანაცვლებს ქართული საზოგადოება უსამშობლო აგენტურას ნამდვილად ქართული და ჯანსაღი ოპოზიციით, მით უკეთესი ქვეყნისთვის. - აღნიშნულია საზოგადოება
,, ქართულის" წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

04 სექტემბერი 2026, 12:41

მსოფლიო

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესება არა მოსკოვის, არამედ თავად სომხეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

გიორგი გამსახურდია

04 სექტემბერი 2026, 12:34

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა: „რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, უცნობია“

04 სექტემბერი 2026, 12:19

მსოფლიო

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

ნეპალში, ტრიშულის მდინარეზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან მაშველებმა ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

04 სექტემბერი 2026, 12:06

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

04 სექტემბერი 2026, 12:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

04 სექტემბერი 2026, 11:59

რეგიონი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ჯორჯია მელონი

04 სექტემბერი 2026, 11:56

მსოფლიო

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დღეს მისი მემარჯვენე კოალიციური მთავრობის პოლიტიკური ხანგრძლივობის რეკორდს აღნიშნავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:49

რეგიონი

შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის (DED) მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:38

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.

04 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

The Guardian: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობს

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მესამე ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, სავიზო წესების გამკაცრების წინადადებებზე მუშაობს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შაკო კუჭაშვილი

04 სექტემბერი 2026, 11:17

სამართალი

შაკო კუჭაშვილი: არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული

შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან მომხდარ ინციდენტზე.

ირაკლი კირცხალია

04 სექტემბერი 2026, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი

არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

ირაკლი ჭეიშვილი

04 სექტემბერი 2026, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის - მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, არის ყველაფერი სპეკულაცია

პროკურატურამ თქვა, თუ რაიმე დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

04 სექტემბერი 2026, 11:09

რეგიონი

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად.

ხავიერ მილეი

04 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვების პროექტებში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, ქვეყნის სამხრეთში თავდაცვის რესურსებს გაზრდის და კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც, მისი თქმით, არგენტინის სუვერენიტეტის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს გააძლიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს

„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად

„ეკონომიკური ზრდა თავად ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, ხოლო ახალი ინვესტიციები, თავის მხრივ, შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება Marriott International-ისა და PASHA Real Estate Group-ის გადაწყვეტილებას, თბილისში სასტუმრო Le Méridien-ის აშენების შესახებ.

ირაკლი კირცხალია

04 სექტემბერი 2026, 10:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია

უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

04 სექტემბერი 2026, 10:38

ეკონომიკა

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.

04 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის პროგრამა გაიარეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.