06 თებერვალი 2025, 13:17 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მხოლოდ ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარს - რა გაირკვა? ყოფილა თუ არა მართალი?

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც სხვის დავალებებს ასრულებენ.

ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა განახორციელოს.

კახა კალაძის თქმით, ე.წ. დიფ სთეითი მსოფლიოსთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც თავად აშშ-ის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ.

„არაფერი სიახლე არაა. ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი აგენტები. „დიფ სთეითი“ უდიდესი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. ის ჯერაც არ დამარცხებულა, მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ის აკაცუკები, რომელთაც დღეს აქ პოლიტიკოსების სახით ვხედავთ, ჩვეულებრივი, უსამშობლო აგენტები არიან. ამ რადიკალებს განეკუთვნება ბატონი ხაზარაძეც, დაბეზღებით რომ არის ყოველდღიურად მისი განცხადებები სავსე. ესენი ჩვენ ქვეყანას არ ემსახურებიან, ისინი ასრულებენ დავალებებს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით იმაზე, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარს, პოლარიზაციას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას და დღეს რა გაირკვა? ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყოფილა თუ არა მართალი? რამდენიმე წლის წინ, პირდაპირ კაბინეტებში გვაშანტაჟებდნენ, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა ჩვენ გამოვდივართ და ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

"ჩვენ რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, რა მდგომარეობა გვექნებოდა დღეს საქართველოში? შეიძლება, როგორც ქვეყანა არ ვყოფილიყავით, სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. ნახეთ, რა ხდება დღეს უკრაინაში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა. რაღაც უაზრო ბუღალტერიაში არიან გადასული, ვინ რამდენი მილიარდით ისარგებლა და ვინ რამდენი მილიარდი იშოვა. დაკარგული აქვთ ტერიტორიები, ჰყავთ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გარდაცვლილი ჯარისკაცები, განადგურებული აქვთ ინფრასტრუქტურა. ეს უნდოდათ მიეღოთ საქართველოშიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. ჩვენ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 16:48

პოლიტიკა

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.

02 აპრილი 2026, 16:44

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.

02 აპრილი 2026, 16:43

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 16:40

საზოგადოება

ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა

მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

02 აპრილი 2026, 15:57

საზოგადოება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:55

რეგიონი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.

02 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:35

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

02 აპრილი 2026, 15:30

საზოგადოება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკობ ჰელბერგი

02 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

02 აპრილი 2026, 15:05

თავდაცვა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:03

საზოგადოება

ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

რენდ პოლი

02 აპრილი 2026, 14:54

მსოფლიო

ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან

ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა, ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ლოკაციაზე დაბრუნების წესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.