მამუკა მდინარაძე: დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არსებობს ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყანა, რომელმაც გაბედა და მოახერხა ყველაზე პირველს ეთქვა ის სიმართლე, რასაც სამი წლის შემდეგ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები

მამუკა მდინარაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველომ თავისი ხელისუფლებით, ხალხით, ამომრჩევლით, ლიდერებით შეძლო, რომ ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც ერთი-ორი ქვეყანა გაკვრით თუ ბედავდა ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება USAID-ზე, გრანტებით დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკობდა მთელი ცივილიზებული სამყარო მათ წინააღმდეგ იყო, დღეს კი ასეთები მხოლოდ „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ დარჩენილი ევრობიუროკრატები არიან.
„მთელმა მსოფლიომ დღეს დაინახა, რომ არსებობს ამ მსოფლიოში ერთი ღირსეული, პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო, გაბედა და მოახერხა ყველაზე წინ და ყველაზე პირველს ეთქვა ის სიმართლე, რასაც სამი წლის შემდეგ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები. ეს არ იყო მარტივი ამბავი და მარტივად გადასატანი ამბავიც არ იყო ამ ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში მე მარტო ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ვლაპარაკობ, სადაც შეიძლება სუბიექტური ვიყო და გასაგებია, მაგრამ საქართველომ, თავის ხელისუფლებით, ხალხით, ამომრჩევლით, ლიდერებით შეძლო, რომ ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც ერთი-ორი ქვეყანა გაკვრით თუ ბედავდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ სიმართლის თქმა შევძელით ჩვენი საზოგადოებისთვის და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსთვის, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვან ევროპულ ნაწილში, ჯერაც კიდევ ამ სიმართლეს ისეთი გაჭრა არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს და როგორი გაჭრაც, ასე დავარქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ხალხმა ამერიკელმა ხალხმა, აირჩია ხელისუფლება, რომელმაც ამ სიმართლეზე ლაპარაკი გადაწყვიტა თავად. USAID-ზე, გრანტებით დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარებზე ჩვენ რომ ვლაპარაკობდით მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იყო. დღეს რჩება „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ დარჩენილი ევრობიუროკრატები, რომლებიც ასე ერთმანეთს ელაპარაკებიან. „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ დარჩენილი ადამიანები, საქართველოდან თუ ევროპის ქვეყნებიდან ზოგი ბიუროკრატი, დღესაც თანამდებობაზე მყოფი, ზოგი ყოფილი, საქართველოდან მათ შორის, იქაც ზოგი ყოფილი, ანუ აგენტურა ერთმანეთს ელაპარაკება, ამხნევებს და ერთმანეთს უწევს მორალურ, პიარულ დახმარებას, რომ მას თავიანთ ქვეყნებში ის ძველი „მავნებლური“, რეალურად დიდი ტყუილები, ისევე განავრცონ. ეს საქართველოში მაშინ არ გამოვიდა, როცა მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ჰქონდათ და მათი ლიდერების, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ვერბალურ დონეზე და ახლა მითუმეტეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ამაყი იმდენად, რომ ის იყო მოწინავე ამ საქმეშიც კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ყველა სიახლე

26 მარტი 2025, 11:01
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 მარტი 2025, 10:57
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინას ჯარის დასაფინანსებლად ფული არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტს ჯარის დაფინანსება არ შეუძლია.

26 მარტი 2025, 10:55
ტექნოლოგიები
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა.

26 მარტი 2025, 10:50
პოლიტიკა
პაატა დავითაია: 2008 წელს ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნაზე. პარლამენტში მაშინდელი ძალთა გადანაწილება არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია
2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

26 მარტი 2025, 10:39
ეკონომიკა
ავიაკომპანია Edelweiss: „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 მარტი 2025, 10:34
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას ორგანიზაციის „მედიახმა" კვლევის პრეზენტაციას, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის
გავრცელებული ინფორმაციით პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი. ცნობისთვის, მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია, რომელმაც საქმიანობა ეკა გიგაურთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ გააგრძელა.

26 მარტი 2025, 10:31
ტექნოლოგიები
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის. იმუნიტეტი მას როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და ანადგურებს
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის.

26 მარტი 2025, 10:24
ტექნოლოგიები
ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის
ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის.

26 მარტი 2025, 10:15
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა
2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

26 მარტი 2025, 10:13
საზოგადოება
2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია
2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და ისტორიული, 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

26 მარტი 2025, 10:00
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მოსკოვში გაემგზავრა.

26 მარტი 2025, 09:58
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის 26 მარტს „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავი საკოლექციო მონეტების რეალიზაცია სიმბოლურად დღეიდან დაიწყო
2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც -

26 მარტი 2025, 09:33
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: გერმანიას მიგრანტები სჭირდება. სხვაგვარად ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მიგრანტები სჭირდება, სხვაგვარად ის ვერ გადარჩება.

26 მარტი 2025, 09:00
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთს ეკუთვნის. მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია
რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია.

26 მარტი 2025, 08:46
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე: მოვუწოდებთ გაასაჯაროონ რეალურად კონკრეტული აქტივობები და მიზნები, რათა შემდგომ არ აღმოჩნდეს, რომ ლამაზი სიტყვების მიღმა ხდებოდა ხოლმე რევოლუციური სცენარების დადგმა
ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე - „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად რეალურ მიზნებს მალავს და შესაძლოა, როგორც წარსულის მაგალითზე რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ემსახურებოდეს.

26 მარტი 2025, 08:39
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი საპარლამენტო დელეგაციის სერბეთში ვიზიტზე: დღეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია და ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მეტი მოკავშირე გვყავდეს, განსაკუთრებით, ევროპულ სივრცეში და ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ სერბეთი მხარს გვიჭერს, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა სერბეთში ჟურნალისტებთან.

26 მარტი 2025, 08:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა
„ისინი [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ იცით, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელზეც იმუშავებს კომისია და მოსალოდნელია, რომ მათ შორის ეს გვარები [ხაზარაძე-ჯაფარიძე] სხვა ბიზნესის წართმევასა და რეკეტის საქმეებშიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

26 მარტი 2025, 08:23
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე
„ხაზარაძის და ჯაფარიძის მოსვლა [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] არც იყო მოსალოდნელი. იმხელა უბედურება დააწიეს მთელ რიგ ოჯახებს, რომ პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე და ამაში მონაწილეობას იღებდა კონკრეტული ბანკი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

26 მარტი 2025, 08:18
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რათა დადასტურდეს, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს
„სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი არსებობს თუ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. რომ სამწუხაროდ არ გაკეთდა არაფერი, რომ ეს ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რომ დადასტურდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

26 მარტი 2025, 08:13
პოლიტიკა
პაატა სალია: ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიებაა
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიება იყო. [საგამოძიებო კომისიაზე განსახილლველი] საკითხები შეეხება უშუალოდ კონფლიქტის ესკალაციამდე, ანუ ომის დაწყებამდე არსებულ ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობდა და როგორ მივედით იქამდე. რატომ არ და ვერ იქნა აცილებული უკვე ფართომასშტაბიანი ომის დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა სალიამ.