საზოგადოება „ქართული“: დაანონსებული კანონების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც“
ფოტო: საზოგადოება „ქართული“
დაანონსებული კანონების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც, - ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოება „ქართულის“ შეფასებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც.
„საზოგადოება „ქართული“ მიესალმება პარლამენტის ინიციატივას ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობის დაკვეთა, არამედ გადაუდებელი სახელმწიფო აუცილებლობაც.
ეს კანონები გარკვეულად აჯამებს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების განვლილ ეტაპს და არის დასავლეთთან თუ მეზობლებთან ურთიერთობაში გულუბრყვილობის პოლიტიკიდან პრაგმატიზმზე გადასვლის ლოგიკური შედეგი.
დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე რადიკალურად პოლარიზებულია, რადგან გარედან მართული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი ქართულ სახელმწიფოს მუდმივ რყევაში ამყოფებს, ხოლო საზოგადოებას დესტრუქციასა და სტრესის ატმოსფეროში, პირობებში, როცა დიალოგს ანაცვლებს სხვისი აზრის მიუღებლობა, სიყვარულს-სიძულვილი, ერთიანობას - ვიწრო პარტიული მიდგომები, ქვეყნის ინტერესებს კი-“დიფ სთეითის“ დირექტივები.
დასავლური ბიუროკრატია წლებია გვამუნათებს რადიკალური პოლარიზაციისთვის, არადა, თვითონ არის საქართველოში დაპირისპირების მთავარი ინიციატორი და სპონსორი. ეს ფარისევლობა გააშიშვლა რუსეთ-უკრაინის ომმა და აჩვენა, რომ მათი მხარდაჭერისა და თანადგომის უკან მდგარა ბანალური გეოპოლიტიკური ინტერესი - საჭირო დროს მსხვერპლად შევწირვოდით გლობალური ომის პარტიის ინტერესებს და ჩავრთულიყავით მარცხისთვის განწირულ ომში, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ამაზე პირველმა საჯარო საუბარი „ხალხის ძალამ“ დაიწყო, შემდეგ კი ქართულმა ოცნებამაც ღია გახადა „დიფ სთეითის“ გეგმები და მცდელობები საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.
საქართველოსადმი დასავლეთის გარკვეული წრეების ორმაგი სტანდარტი არახალია. ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების იარაღით დამხობა სწორედ მათი დასტურით მოხდა, რადგან მაშინ ისინი რუსეთთან გარიგდნენ. ამავე მოტივით და კონტექსტში მოხდა ედუარდ შევარდნაძის ახალგაზრდა სააკაშვილით ჩანაცვლება. მთელ ამ პერიპეტიებში, კი „დიფ სთეითის“ ძირითადი სამიზნე იყო ქართული საზოგადოება, რომელიც წარმოადგენდა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამხმოვანებელს და დამცველს. მილიონებით გრანტი მოხმარდა იმას, რომ მომხდარიყო ქართული საზოგადოების ჩარეცხვა (სააკაშვილის „სლოგანი“) და მისი ჩანაცვლება ე. წ. სამოქალაქო საზოგადოებით, იგივე არასამთავრობო სექტორით, რომელიც გარედან ფინანსდებოდა და იმართებოდა. ასე მოგვევლინა მსუყედ დაფინანსებული „ენჯეოკრატია“ ტროას ცხენად ეროვნულ სხეულზე.
გარედან მართული აგენტურის საქმიანობის შედეგი კი, სახეზეა - ეროვნული ინტერესების იგნორირება და ნეოლიბერალური „ვოუქისტური“, რადიკალურად მემარცხენე იდეოლოგიების, გენდერული თუ სხვა არაჯანსაღი თეორიების პროპაგანდა, ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, ოჯახურ ღირებულებებთან ომი, ტრადიციული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა. ეს არის ნეოლიბერალური დასავლური ბიუროკრატიის მიერ თავსმოხვეული რადიკალური დოქტრინა, რომელიც საზრდოობს დაპირისპირებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, „ფეიკებით“, განსხვავებული აზრისა და თავისუფალი ნების დევნით, ყოველივე „არატრენდულისადმი“ სიძულვილით და საზოგადოების „ბულინგით“.
ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მავნე იდეოლოგიისგან თავის დაღწევას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც ცდილობს. ახლახან, მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, ამხილა „დიფ სთეითი“ და ლიბერალური ფაშიზმი, ევროპის ლიდერები კი ევროპული ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა. მათ შორის იმაში, რომ არად მიაჩნიათ ამა თუ ქვეყნის მოსახლეობის სუვერენული ნება და შიდა არჩევნებში ჩარევებით და შედეგების გაუქმებით ამაყობენ კიდეც. ანუ ევროპელი ლიდერები დაადანაშაულეს იმაში, რის მიღწევასაც საქართველოში ცდილობენ 2024 წლის 26 ოქტომბრიდან მოყოლებული - ქართველი ხალხის ნების იგნორირებას, პოლარიზაციის უკიდურესად გაღვივებას და რადიკალური სცენარების დამუშავებით საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლის მცდელობას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და საპარლამენტო კონსტრუქციული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანონების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის. ეს არის ისტორიული შანსი იმისთვის, რომ მომდევნო წლებში საქართველომ მშვიდად იცხოვროს და ქვეყანას მუდმივად არ ემუქრებოდეს გეოპოლიტიკურ თამაშებში ზვარაკის როლი.
საკანონმდებლო ინიციატივებში უმნიშვნელოვანესია ამერიკული კანონის „ფარა“-ს ქართული ასლის მიღება. თავად ამერიკელი კანონმდებლების განმარტებით, „ფარას“ მიზანია უცხოური მთავრობების უკანონო მცდელობის აღკვეთა, გავლენა მოახდინონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებზე და საზოგადოებრივ აზრზე. ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საქართველოში შექმნილ სიტუაციას, თუმცა, აქ სიტუაცია უფრო რთულადაა -„ დიფ სთეითი“ უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული მარიონეტებით მხოლოდ დემოკრატიას და საზოგადოებრივ აზრს კი არ უტევს, არამედ მშვიდობასაც.
„ფარას“ ქართული ასლის დამტკიცება შეზღუდავს პოლიტიკურ ექსტრემიზმს ანუ უცხოური ფულით დესტაბილიზაციის გამოწვევისა და კანონიერი ხელისუფლებების დამხობის მცდელობებს. პოლიტიკური ექსტრემიზმისთვის საზღვარგარეთული დაფინანსების გადაკეტვით კი გამოირიცხება სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე - ქვეყნის სათავეში გარე ძალების მიერ მართული მარიონეტების მოსვლა და უცხოური დირექტივების ბრმად შესრულება, მათ შორის ომში ჩართვა.
უცხოეთიდან მართული პოლიტიკურ ექსტრემიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რადიკალურ ოპოზიციასა და ე. წ. არასამთავრობოებთან ერთად, არის გარედან დაფინანსებული მედიის ნაწილი. ფაქტების მაგივრად პატრონების მიერ წინასწარ შეკვეთილი აღქმები, სიმართლის მაგივრად ალტერნატიული რეალობა, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, ტრაგედიებზე პოლიტიკური კონტექსტის მიბმის ამაზრზენი მცდელობა, ცილისწამება, სიძულვილის ენა - მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს ქართული მედიის ნაწილის „საინფორმაციო“ პოლიტიკა.
შესაბამისად, არათუ აუცილებელი, არამედ დაგვიანებულიც კია კიდევ ერთი ინიციატივა - „მედიის შესახებ“ ბრიტანული კანონის ქართული ანალოგის დამტკიცება. ამ კანონის მუშაობის თვალსაჩინო მაგალითია BBC, რომელზეც სწორებას აკეთებს მსოფლიოს ნებისმიერ თავმოყვარე მედიასაშუალება. ამით გარანტირებული იქნება ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლება და მეორე მხრივ, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, მიიღოს რეალური ინფორმაცია და არა დეზინფორმაცია, თავი დაიცვას ცილისწამებისგან და ხელოვნური პოლარიზაციისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტური ეთიკის დამკვიდრება და ბრიტანული სტანდარტებით რეგულირება თავად ზემოხსენებული მედიის ნაწილისთვის იქნება შანსი, ჟურნალისტიკა აკეთონ და არ იყონ პოლიტიკური იარაღი რადიკალური ძალების ხელში.
ასევე დროულად მიგვაჩნია სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს გააუქმა. როდესაც საქართველოს მოქალაქე შეგნებულად სწირავს საკუთარ ქვეყანას ნგრევა-განადგურებისთვის, ათასობით თანამემამულეს კი სიკვდილისთვის, ეს სამშობლოს ღალატია - მნიშვნელობა არ აქვს, ამას რომელიმე ოპოზიციური პარტიისა თუ ე. წ. არასამთავრობოს ოფისიდან აკეთებს თუ მაინცდამაინც მტრის ჯარს შემოუძღვება. ამას სჭირდება შესაბამისი იურიდიული ფორმულირება, შესაბამისი სანქცია და სახელის დარქმევა. ასეთი ადამიანები არიან უცხო ქვეყნის აგენტები ანუ მოღალატეები და მათი მხილებისა და ალაგმვის გარეშე, ქვეყანას სტაბილურობა არ ეღირსება.
ჩვენთვის ასევე მისაღებია კანონებიდან იმ პუნქტების ამოღებაც, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების სავალდებულო მონაწილეობას ეხება. არასამთავრობოების ფუნქცია არა სპონსორების გარე პოლიტიკური ინტერესების ლობირება, არამედ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთებაა. ჩნდება შანსი, რომ ნამდვილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რეალურად აკეთონ ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე და ამისთვის მიიღონ არა უცხოური ფული საეჭვო მიზნებისთვის, არამედ ქართული გრანტები. ძალიან კარგია,
რომ შესაბამის კანონპროექტს(„გრანტების შესახებ“) პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს გრძელვადიან სტაბილურობას და განვითარებას მოუტანს. მით უფრო პირობებში, როცა „დიფ სთეითი„ საქართველოს დღემდე „ბრძოლის ველად“(ტერიე ჰელანდი) განიხილავს, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის ახალ კურსთან დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობას, სუვერენიტეტების მხარდაჭერას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას უჭერს მხარს.
ამ თვალსაზრისით, ახალი კანონები შეიცავს რეალურ ბერკეტებს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციისა თუ ძალადობრივ-რევოლუციური სცენარების დასრულებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 12:41
მსოფლიო
სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესება არა მოსკოვის, არამედ თავად სომხეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
04 სექტემბერი 2026, 12:34
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა: „რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, უცნობია“
04 სექტემბერი 2026, 12:19
მსოფლიო
Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს
ნეპალში, ტრიშულის მდინარეზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან მაშველებმა ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 12:06
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს
თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
04 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია
ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
04 სექტემბერი 2026, 11:59
რეგიონი
ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 11:56
მსოფლიო
Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დღეს მისი მემარჯვენე კოალიციური მთავრობის პოლიტიკური ხანგრძლივობის რეკორდს აღნიშნავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 11:49
რეგიონი
შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის (DED) მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 11:38
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
04 სექტემბერი 2026, 11:33
მსოფლიო
The Guardian: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობს
ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მესამე ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, სავიზო წესების გამკაცრების წინადადებებზე მუშაობს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 11:17
სამართალი
შაკო კუჭაშვილი: არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული
შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან მომხდარ ინციდენტზე.
04 სექტემბერი 2026, 11:16
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი
არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
04 სექტემბერი 2026, 11:16
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის - მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, არის ყველაფერი სპეკულაცია
პროკურატურამ თქვა, თუ რაიმე დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
04 სექტემბერი 2026, 11:09
რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს
ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად.
04 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს
არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვების პროექტებში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, ქვეყნის სამხრეთში თავდაცვის რესურსებს გაზრდის და კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც, მისი თქმით, არგენტინის სუვერენიტეტის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს გააძლიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს
„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
04 სექტემბერი 2026, 10:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად
„ეკონომიკური ზრდა თავად ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, ხოლო ახალი ინვესტიციები, თავის მხრივ, შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება Marriott International-ისა და PASHA Real Estate Group-ის გადაწყვეტილებას, თბილისში სასტუმრო Le Méridien-ის აშენების შესახებ.
04 სექტემბერი 2026, 10:45
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია
უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
04 სექტემბერი 2026, 10:38
ეკონომიკა
სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა
მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.
04 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის პროგრამა გაიარეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.


