06 მარტი 2025, 11:15 / სანდო წყარო

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე: საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა - დევნილთა დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან

ლაშა დარსალია

ლაშა დარსალია

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა. ეს არის დევნილთა დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა კონფლიქტის მოგვარების ფაზაში. ჩვენ გვაქვს ახალი განვითარება, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარულ თემებში. პირველ რიგში ეს არის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, რომელიც არის უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ნაწილი და აფხაზეთის შემდგომი მილიტარიზაციის და ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი. ეს საკითხები იყო ფართო მსჯელობის საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ დესტრუქციულ მიდგომას მეორე მხრიდან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაშა დარსალიამ.

ყველა სიახლე

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი

09 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც არის. ეს ძალიან მტკივნეულია და მრავალი ასპექტით ძალიან დამღლელი. თუმცა მამა კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს“, - განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.

09 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

მიწის მასამ დასახლებულ პუნქტში გზები ჩახერგა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.

09 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ინდონეზიის ეროვნულ ტყე-პარკში ხანძარს ებრძვიან

ტყის ხანძარს ებრძვიან ინდონეზიაშიც. ცეცხლი იავას კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ბრომოს ეროვნულ ტყე-პარკში მძვინვარებს. ტერიტორიამდე მისასვლელი გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ავიაციის გამოყენებით ტარდება. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

09 აგვისტო 2026, 14:23

სამართალი

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

09 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებს“ - იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებენ“ - ეს განცხადება იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა და მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი

09 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა

„ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა, ასევე მათი შეიარაღებული ძალები და რადიკალურად შევამცირეთ ანტისემიტური სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა. თუ ირანი არ დათანხმდება, ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას“, - განაცხადა ვენსმა.

თორნიკე ფაღავა

09 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს

[2008 წლის აგვისტოს ომის] დასრულებიდან მალევე მათ დაუჭირეს მხარი PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს

09 აგვისტო 2026, 14:06

პოლიტიკა

თამარ ზოდელავა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მზაობა, ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა უფრო აქტიურად იქნეს გამოყენებული საერთაშორისო დონეზე.

09 აგვისტო 2026, 13:03

მსოფლიო

WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს ზრდის

„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა APA.

09 აგვისტო 2026, 13:01

ტექნოლოგიები

SpaceX-ის რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად, მთვარეზე ახალი კრატერი გაჩნდა

ეს საფეხური რაკეტა Falcon 9-ს ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-ში ბაზირებულმა SpaceX-მა 2025 წლის იანვარში ამერიკული და იაპონური კომპანიების ორი კომერციული მთვარის ხომალდის გასაშვებად გამოიყენა. მისიის დასრულების შემდეგ, საფეხური კოსმოსში დარჩა, სანამ 5 აგვისტოს დიდი სიჩქარით მთვარეს არ შეეჯახა.​ SpaceX-ში განმარტეს, რომ შეჯახება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.

09 აგვისტო 2026, 12:11

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.

09 აგვისტო 2026, 12:09

მსოფლიო

საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

საქსონიაში 10 ათასმა ადამიანმა გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ფრიდრიხ მერცის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაახლოებით 65 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქ პლაუენში მოძრაობის „ერთობა გერმანიისთვის/პროექტი მილიონი“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები გერმანიის მთავრობას „კარტელს“ უწოდებდნენ, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების შემცირებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით 29-ევროიანი სამგზავრო აბონემენტის შემოღებასა და „ყველა მსჯავრდებულის, დამნაშავისა და არალეგალი მიგრანტის“ დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვდნენ.

09 აგვისტო 2026, 11:53

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ღამით რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაიწვა ავტომობილები.

09 აგვისტო 2026, 11:45

მსოფლიო

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მანამდე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის ტერიტორიიდან შევიდა, რის შემდეგაც ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესორული სადგურიდან ერთ კილომეტრში, ყოფილი სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „კარდამის“ სიახლოვეს აფეთქდა.

09 აგვისტო 2026, 11:38

მსოფლიო

იტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

იტალიაში ტყის ხანძარი გავრცელდა. ცეცხლი ქალაქ ტინიალეში, გარდას ტბასთან მდებარე ფერდობებს მოედო. ახლომდებარე სააგარაკე დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. მაშველ მეხანძრეებთან ერთად ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მოხალისეებიც ჩაერთნენ.

09 აგვისტო 2026, 11:37

მსოფლიო

კოსოვოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კვერცხები ესროლა

კოსოვოში, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კვერცხები ესროლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც მთავრობის დროებითმა ხელმძღვანელმა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდეგ, პარლამენტის სპიკერის კანდიდატის წარსადგენად პარტიებთან კონსულტაციებისთვის მეტი დრო მოითხოვა.

09 აგვისტო 2026, 11:32

მსოფლიო

იაპონიაში არმიის გაფართოების გეგმა გააპროტესტეს

ტოკიოში ქვეყნის არმიის გაფართოებისა და ბირთვული პოლიტიკის გადახედვის გეგმა გააპროტესტეს. აქციაზე გამოსულები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მილიტარიზაციის გზა აირჩია და რომ გადასახადების გადამხდელთა ფული ომისთვის მზადებისთვის გამოიყენება.

09 აგვისტო 2026, 11:23

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება

თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქულმა მხარემ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობა, რომ ტრანზიტის ნებართვების გაცემა შეჩერებულია და დარდანელის სრუტის გავლის თაობაზე განაცხადების დასამუშავებლად დამატებითი დროა საჭირო.

ოთიკო ონეზაშვილი

09 აგვისტო 2026, 11:19

თავდაცვა

„ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილი: ჩემი აზრით, ეს არის საქართველოში ნომერ პირველი პროექტი, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში

ჩემი აზრით, ეს პროექტი, ალბათ საქართველოში ნომერ პირველი პროექტია, რომელიც ეხმარება ადამიანს, მოზარდს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში, - განაცხადა პროექტ „ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილმა.

09 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

ირანში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმება ომანთან სრუტის ხელახლა გახსნას არ ნიშნავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა სრუტეს ხელახლა გახსნა „სხვა პირობებზე რჩება დამოკიდებული“.