09 აპრილი 2025, 23:28 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ უფრო დიდი მზაკვრობა იყო ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლების მისვლასთან ერთად უნდა მომხდარიყო ისეთი ტიპის პროვოცირება, ისეთი ტიპის შეჯახების გამოწვევა, ისეთი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა იმისათვის, რათა კიდევ უფრო საშინელ ფერებში დაეხატათ საქართველო.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, ყურადღების გამახვილება - უშუალო მონაწილე ვიყავი 9 აპრილის. იმ სცენაზე ვიდექი. ის საღამო გარკვეულწილად მიმყავდა, მთელი ეს მსვლელობა. იქ იყო მართლა გარკვეული მისტერია. პატრიარქის სიტყვებიც, მერაბ კოსტავას სიტყვებიც, ირაკლი წერეთლის სიტყვებიც, ყველას ქმედებაში იყო რაღაც აღმაფრენა. რაღაც ისეთი, რაც ალბათ განსაზღვრავდა იმ სულისკვეთებას, რაც ქართველ ერში იყო. ეს სულისკვეთება იყო თავისუფლების სულისკვეთება. ეს სულისკვეთება იყო გარკვეულწილად მიახლება იმ რწმენასთან, იმ სარწმუნოებასთან, რითაც საქართველო ოდითგანვე, როგორც საქართველო ასე ჩამოყალიბდა და ასე იქნება მუდამ. იქ იყო იმ ადამიანების დიდი ერთობა, რომელიც უხილავი ჯაჭვებით მთელ საქართველოს უკავშირდებოდა. ამიტომ, 9 აპრილის ეს მისტერია, რა თქმა უნდა, რომელიც ასე დიდი შემოტევით და დიდი ტრაგედიით დასრულდა საბჭოთა ჯარების მხრიდან, ვერ მოერია საქართველოს. მიუხედავად ამის შემდგომ უდიდესი ძნელბედობებისა, რაც საქართველომ გამოიარა, ეს დღე მაინც იყო ყველასთვის წმინდა დღე. რომ იტყვიან, თბილისში ომი ახალი ჩამცხრალი იყო და იმ წლებში, 9 აპრილის მემორიალთან ამ სისხლიან დონეზეც და ტყვიით დაპირისპირებული ადამიანებიც კი ახერხებდნენ ისე მისვლას და პატივის მიგებას 9 აპრილისადმი, მათი იმ სულებისადმი, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ხშირად, ერთიანდებოდნენ კიდეც.

დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ აქ უფრო დიდი მზაკვრობა იყო ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლების მისვლასთან ერთად უნდა მომხდარიყო ისეთი ტიპის პროვოცირება, ისეთი ტიპის შეჯახების გამოწვევა, ისეთი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა იმისათვის, რათა კიდევ უფრო საშინელ ფერებში დაეხატათ საქართველო, ვითარება საქართველოში. ეს იქნებოდა უკვე ახალი, რომ იტყვიან სისხლი, რომელიც სწორედ ამ რადიკალებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც მათ ერთ-ერთ რეჟისორს, მაკკეინის ინსტიტუტიდან წამოსცდა, აქამდე სისხლი რატომ არ დაღვრილა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 04:17

მსოფლიო

AXIOS: ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან

ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 მარტი 2026, 01:50

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას

ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.

11 მარტი 2026, 01:19

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს - ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, - ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

11 მარტი 2026, 00:56

სპორტი

ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

11 მარტი 2026, 00:55

მსოფლიო

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი
გიორგი გოგრიჭიანი
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი

11 მარტი 2026, 00:46

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა 97 კგ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 57 კგ, გიორგი გოგრიჭიანმა კი 79 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.

10 მარტი 2026, 23:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

10 მარტი 2026, 23:29

მსოფლიო

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:21

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

10 მარტი 2026, 23:16

მსოფლიო

Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი

ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაია ბითაძე

10 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.

დავით ქართველიშვილი

10 მარტი 2026, 22:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.

თორნიკე ჭეიშვილი

10 მარტი 2026, 22:37

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.

ფაიგ ნაბიევი

10 მარტი 2026, 22:26

საზოგადოება

ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს

ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

ეტიბარ ემინოვი

10 მარტი 2026, 22:24

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

10 მარტი 2026, 22:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.