10 მარტი 2026, 22:42 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.

მისი თქმით, ქართული „რადიკალური პოლიტიკა“ რომაელი არისტოკრატების ანტიკურ ნადიმს ჰგავს.

„ძველ რომში იმდროინდელ „პეროიან“ არისტოკრატთა შორის არსებობდა ერთგვარი განსაკუთრებული გასართობი - უსასრულო ნადიმი.

თავდაპირველად სტუმრები დიდი ენთუზიაზმით ეტანებოდნენ სუფრას: ათობით კერძი, ეგზოტიკური სოუსები, ხმაური, სადღეგრძელოები, მეგობრობაზე და მასპინძლის დიდებაზე აღფრთოვანებული სიტყვები. მაგრამ ცოტა ხანში გარდაუვალი მომენტი დგებოდა - კუჭი პროტესტს იწყებდა. მაშინ სტუმრები დროებით განზე გადიოდნენ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შემდეგ კი თითქოს არაფერი მომხდარა, ისევ ბრუნდებოდნენ სუფრასთან და იმავე ენთუზიაზმით აგრძელებდნენ ნადიმს.

ბოლო წლების ქართულ „პეროიან“ ოპოზიციას რომ დააკვირდე, უნებურად სწორედ ეს ანტიკური ტრადიცია გახსენდება. ჯერ საზეიმოდ ცხადდება მორიგი
„ისტორიული ალიანსი“: ხმამაღალი განცხადებები, ერთობის ფიცი, „ბედნიერი“ სახეებით გადაღებული სელფები და დარწმუნება, რომ აი ახლა ყველაფერი ნამდვილად სერიოზულადაა. მათი პოლიტიკური მენიუ როგორც ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება: ლოზუნგები, დეკლარაციები, გეგმები, კომიტეტები, საკოორდინაციო საბჭოები. ატმოსფერო ძველი რომის ბანკეტის დასაწყისს ჰგავს.

მაგრამ სულ ცოტა ხანში - პოლიტიკური „კუჭი“ იწყებს ხმაურს. ალიანსის პარტნიორები „უცებ“ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ.

და იწყება გარდაუვალი ეტაპი: ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც უკვე ხუთჯერ გვაქვს ნანახი. ერთმანეთის „მონატრებით“ და „სიყვარულით“ გამაძღრები, ალიანსის პირის ღრუში ორი თითის მოთავსებით, პოლიტიკურ კუჭს დროებით ასვენებენ. იმისთვის, რომ კვლავ დაუბრუნდნენ ერთმანეთს სახარებისეული აკვიატებით: „ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა“. თითოეული ამ პროცესიდან თითქოს „განახლებული“ გამოდის და მზად არის მორიგი გაერთიანებისთვის. ამიტომაც ჰგავს ქართული „რადიკალური პოლიტიკა“ რომაელ „პეროიანთა“ ამ ანტიკურ ნადიმს. და თუ ამ პროცესის ციკლურობას დავაკვირდებით, საქმე უკვე არც „მენიუშია“ და არც „კერძებში“. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური ნადიმის მთავარი კერძი, თავად ეს ტრადიცია გახდა...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

10 მარტი 2026, 23:29

მსოფლიო

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:21

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

10 მარტი 2026, 23:16

მსოფლიო

Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი

ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაია ბითაძე

10 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.

თორნიკე ჭეიშვილი

10 მარტი 2026, 22:37

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.

ფაიგ ნაბიევი

10 მარტი 2026, 22:26

საზოგადოება

ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს

ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

ეტიბარ ემინოვი

10 მარტი 2026, 22:24

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

10 მარტი 2026, 22:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

10 მარტი 2026, 22:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.

10 მარტი 2026, 21:51

კულტურა

ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.

გიორგი ჩაკვეტაძე

10 მარტი 2026, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან

გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან, რომელთან საუბრის დროსაც ვისაუბრეთ იმ სექტორული რეფორმების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.

10 მარტი 2026, 21:26

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. უმრავლესობის წევრები სამი დღის განმავლობაში ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

სტივ უიტკოფი

10 მარტი 2026, 21:20

მსოფლიო

უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ

სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.

10 მარტი 2026, 21:18

პოლიტიკა

დაპირისპირება ოპოზიციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეთანხმებიდან ერთ კვირაში ოპოზიციურ ერთობაში კონფლიქტი საჯარო გახდა. პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საჯაროდ სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.

გიორგი ზერეკიძე

10 მარტი 2026, 21:10

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?

ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

10 მარტი 2026, 21:05

პოლიტიკა

მეორე დღეა, „ქრონიკა“ თარგამაძე-კანდელაკის საუბრის აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს - ოპოზიცია კითხვებს არ პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეორე დღეა, „ქრონიკა“ იმ აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს, რომელიც ტელეკომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა. საქმე ეხება გივი თარგამაძისა და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარს, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.