პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, წელსაც გიმასპინძლოთ იფთარზე. ეს შეკრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ძმობა, ერთობა და ურთიერთპატივისცემა ურყევია. თითოეულ მუსლიმს საქართველოში, მთელ მუსლიმ თემს ვულოცავ რამადანის წმინდა თვეს. სულ მალე ისლამური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. ეს არის ერთიანობისა და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი სიძლიერე არის იმ ერთობაში, რომელიც საქართველოში, ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს.
დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური. ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს რთული ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მინდა ვუსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 23:16
მსოფლიო
Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა
სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."
10 მარტი 2026, 22:55
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი
ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
10 მარტი 2026, 22:50
პოლიტიკა
მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.
10 მარტი 2026, 22:42
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.
10 მარტი 2026, 22:37
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.
10 მარტი 2026, 22:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 22:26
საზოგადოება
ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს
ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.
10 მარტი 2026, 22:24
საზოგადოება
ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება
საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.
10 მარტი 2026, 22:12
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
10 მარტი 2026, 21:51
კულტურა
ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.
10 მარტი 2026, 21:40
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან
გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან, რომელთან საუბრის დროსაც ვისაუბრეთ იმ სექტორული რეფორმების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
10 მარტი 2026, 21:26
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. უმრავლესობის წევრები სამი დღის განმავლობაში ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.
10 მარტი 2026, 21:20
მსოფლიო
უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ
სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.
10 მარტი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაპირისპირება ოპოზიციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეთანხმებიდან ერთ კვირაში ოპოზიციურ ერთობაში კონფლიქტი საჯარო გახდა. პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საჯაროდ სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.
10 მარტი 2026, 21:10
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?
ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
10 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
მეორე დღეა, „ქრონიკა“ თარგამაძე-კანდელაკის საუბრის აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს - ოპოზიცია კითხვებს არ პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეორე დღეა, „ქრონიკა“ იმ აუდიოჩანაწერზე დეტალების გარკვევას ცდილობს, რომელიც ტელეკომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა. საქმე ეხება გივი თარგამაძისა და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარს, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
10 მარტი 2026, 20:56
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა
ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.
10 მარტი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მოგზაურობისთვის რეგიონში ყველაზე ნაკლები რისკი არსებობს. მონაცემებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. რა პრინციპით დაიყო ქვეყნები სხვადასხვა კატეგორიაში.
10 მარტი 2026, 20:44
სამართალი
ხუხაშვილის გამოკითხვა სუსში - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ტერორიზმის კონტექსტშტი გაკეთებული განცხადებები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმე ეხება ირანული გავლენების თუ ტერორიზმის კონტექსტში სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი გზავნილები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. ხუხაშვილის გარდა, ანალოგიური მიზეზით უწყებაში დაბარებულები იყვნენ: გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ვახტანგ კაპანაძე.


