ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის არის ჩამოყალიბებული. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ და იტალიელ ხალხებს შორისაა და აღნიშნა, რომ მილანი ქართველებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზით - საქართველოს მილანში თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენდა.
„ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იტალიასთან, ეს არის - უნიკალური იტალიური კულტურა, უნიკალური ისტორია, სპორტი, სამზარეულო, დაკავშირებული, ამ ძალიან საინტერესო და ულამაზეს ქვეყანასთან.
რაც შეეხება მთავარ თემას, მილანი არის განსაკუთრებულ ემოციებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო - ბატონი კახა კალაძე, თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში. წლების განმავლობაში, ის სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას ამ ქალაქში და, სწორედ ამ ქალაქში მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამარჯვება. ჩვენ ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, რომელიც ჩვენ დღეს დავათვალიერეთ. ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი იტალიაში, მათ შორის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული დიასპორა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამატებით უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის.
დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იტალიის მიმართ, იტალიელი ხალხის მიმართ, იმ მრავალწლიანი მეგობრობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენ თქვენგან. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 14:27
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება და გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება
წარმოიდგინეთ საქართველოს მოქალაქე რომ ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია, რომ მოიხსნება ეს გეწყინება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ყულევის ნავთობტერმინალის ევროკავშირის სასანქციო პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.
11 მარტი 2026, 14:26
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე: საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და არის 35-ე ადგილზე
მისი თქმით, 100%-იანი შეფასებით, საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა 69.6%-ით.
11 მარტი 2026, 14:24
პოლიტიკა
შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი: მინისტრს, რომლის მეუღლის მამის ძალიან ცნობილი კომპანია 40 წელია ოპერირებს ბაზარზე, ბიუჯეტში მილიარდები აქვს შეტანილი, ჟურნალისტი ეკითხება სიმამრის კომპანიის ბიზნესის დეტალებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და იმ კითხვების შესახებ წერს, რომელიც ჟურნალისტმა მინისტრს დაუსვა.
11 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
11 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში
„ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. მათ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაგმეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა და ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტში და არა ქუჩაში რადიკალიზაციის საშუალებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
11 მარტი 2026, 14:16
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული საწვავის შესყიდვა იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა. ის ჩვენ მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს და სუსტს გაგვხდიდა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული კრიზისის გამო რუსული საწვავის შესყიდვის დაწყება ევროკავშირისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა.
11 მარტი 2026, 14:15
პოლიტიკა
მაია ბითაძე ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: მცდარი და მანიპულაციურია ყველა ის მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის
ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“.
11 მარტი 2026, 14:14
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა
„საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათ შორის ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება. პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო. მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც მოემზადონ და ბრიუსელსა და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის მაგივრად, იქნებ თავის მოსახლეობას, საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ“, - განაცხადა სამხარაძემ.
11 მარტი 2026, 14:06
სამართალი
სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიების შედეგად ამოიღეს ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - დაკავებულია 51 პირი
გასული ორი დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიების შედეგად, ამოიღეს ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
11 მარტი 2026, 13:54
ტაბლოიდი
The Times: „მათ ეშინიათ უარი თქვან ტარებაზე“: ტრამპი თავისი მაღალჩინოსნებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს
გამოცემა The Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახალი გატაცება აქვს. ის თავისი კაბინეტის მამაკაცებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს და შემდეგ მათ აჩუქებს.
11 მარტი 2026, 13:49
საზოგადოება
გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესებში აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.
11 მარტი 2026, 13:12
მსოფლიო
The Financial Times: ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ინდუსტრია საბრძოლო მოქმედებების გამო ყოველდღიურად 600 მილიონ დოლარამდე კარგავს
გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ყოველდღიურად ტურისტული ინდუსტრია 600 მილიონ დოლარს კარგავს.
11 მარტი 2026, 13:02
საზოგადოება
საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა
მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან -Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიულ რეჟიმში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:48
რეგიონი
სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში შემეცნებით -კულტურული პროექტი - „მსოფლიო კულტურა‘‘ გაიმართა
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მოწვეული უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში განხორციელდა შემეცნებით-კულტურული პროექტი „მსოფლიო კულტურა“. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:47
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავს, სუს-ს და პროკურატურას კი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
„2025 წლის 20 დეკემბერს შპს „სიცრუის ფორმულამ“ გაავრცელა აბსოლუტურად სიცრუით სავსე სიუჟეტი ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს საქმიანობაზე. ამ სიუჟეტში არცერთი სიტყვა მართალი არ იყო. ეს იყო მცდელობა, საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურობის გამო ჩემთვის ზიანი მიეყენებინათ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, რომ შევიტანდი სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვდი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი, პატივის, ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“.
11 მარტი 2026, 12:45
პოლიტიკა
გეკა გელაძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:33
საზოგადოება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:30
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის ვაჟის განცხადებით, ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ვაჟის, იუზეფ პეზეშკიანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა ახლა ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 12:12
მსოფლიო
დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
დაშავებულთა შორის არის ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, განის 2 და ბანგლადეშის 1 მოქალაქე, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
11 მარტი 2026, 12:11
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განხილული იყო მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.


