ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი. მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკურ წრეების სურვილია, საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც შეასრულებს გარე დაკვეთებს.
„გარკვეული პოლიტიკური წრეების მიზანი არის საქართველოში არა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის ყველა, არამედ მათი მიზანია, რომ გარკვეული მარიონეტული ტიპის მმართველობა იყოს საქართველოში დამყარებული, რომელიც გარეშე შეკვეთების შემსრულებელი იქნება. რა თქმა უნდა დაუჭერენ მხარს, რადგან ჩვენ ექვსი რეზოლუცია ვიხილეთ მანამდე და ამ ექვსივე რეზოლუციაში სწორედ ეს პოლიტიკური მიზნები არის ჩადებული, რომელიც ორმაგი სტანდარტებით კი არ არის ნაკარნახები, საერთოდ სტანდარტებს გარეშეა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტი დარესგისტრირდა. ევროპარლამენტარების ნაწილი საუბრობს სანქციებსა და დაკავებულების გათავისუფლებაზე, მეორე ნაწილი კი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს მიმართ მიდგომები შეცვალოს და არ ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში.
ყველა სიახლე
07 აპრილი 2026, 16:55
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკა, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა.
07 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
ორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა.
07 აპრილი 2026, 16:32
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც სააგენტოს 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 16:31
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით
ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
07 აპრილი 2026, 16:30
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე ხუციშვილმა ცენტრის საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული პროგრამების და პროფესიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
07 აპრილი 2026, 16:27
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სიბეცეა ისაუბრო ვინ ვის წინ, ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს და მათი სტატუსი მხოლოდ მისაღები გადაწყვეტილებების მიმართ მომეტებულ პასუხისმგებლობაშია
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
07 აპრილი 2026, 16:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება. ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება
07 აპრილი 2026, 16:14
ეკონომიკა
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი: ვფიქრობ, საქართველოში მიმდინარე სიტუაცია უფრო უკეთესია, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური რეზერვების დაგროვების გამო
საქართველო ამჟამად არ საჭიროებას დაფინანსებას. წინა პროგრამაშიც კი არ ყოფილა გაცემები, რადგან არ არსებობდა ნათელი დაფინანსების საჭიროება. ვფიქრობ, მიმდინარე სიტუაცია უფრო უკეთესია, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური რეზერვების დაგროვების გამო, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენას ეხებოდა.
07 აპრილი 2026, 15:58
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაზე: მართალია შუბლძარღვგაწყვეტილები, უსამშობლოები არიან, მაგრამ ისიც თუ არ იცოდნენ, რომ წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის, ვერ წარმოგვედგინა
„დაიწყეს ყიჟინი, ბიძინა ივანიშვილთან მის ბიზნესცენტრში სტუმრობისას თითქოსდა ჩვენი პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრისას მოშორებით რატომ იდგაო. დაუწერელი თუ დაწერილი წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს რომ უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის, ამას თუ დასჭირდებოდა ახსნა-განმარტება ისეთის გაცვეთილთათვის, როგორიც ნაცმოძრაობა და მისი აქა-იქ შემორჩენილი ბაბლია, მაინც ვერ წარმოგვედგინა“, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.
07 აპრილი 2026, 15:58
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ - რა ნახეს ისეთი, რითაც დააკნინეს ირაკლი კობახიძე?
მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
07 აპრილი 2026, 15:57
მსოფლიო
მედია: აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის კუნძული ხარკი დაბომბა. ინფორმაციას Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:51
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
07 აპრილი 2026, 15:49
საზოგადოება
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025-2026 წლების ანგარიში მოისმინა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.
07 აპრილი 2026, 15:32
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.
07 აპრილი 2026, 15:21
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას
საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
07 აპრილი 2026, 15:16
რეგიონი
ჯიღაურაში ყურძნის მავნებლების მართვის ეკომეგობრული მეთოდი ინერგება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ყურძნის ჭიის (Lobesia botrana) მართვის თანამედროვე, ეკომეგობრული მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვენახების ეფექტიანი დაცვის, ქიმიური ჩარევის შემცირებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
Toyota-მ რუსეთში ახალი სავაჭრო ნიშანი, "Lexus LBX" დაარეგისტრირა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ, რომელმაც 2022 წელს რუსეთში წარმოება შეწყვიტა, სავაჭრო ნიშანი Lexus LBX დაარეგისტრირა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „როსპატენტის“ ბაზაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:02
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
07 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ილჰამ ალიევის სიტყვები მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის, რომელთათვისაც „შუა დერეფანი“ ასევეა უმნიშვნელოვანესი არტერია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება ალიევის ვიზიტს საქართველოში და წერს საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ რეგიონში.
07 აპრილი 2026, 14:56
პოლიტიკა
ჩიხელიძე: პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ
პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.


