17 ივლისი 2025, 13:28 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ეს კანონები კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, ცდილობენ, როგორმე სათავეში მოიყვანონ აგენტურა - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ

კახა კალაძე

კახა კალაძე

„გრძელდება შანტაჟი, ახალი არაფერია, მზად ვართ, დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ, რატომ არის ცუდი „გამჭირვალობის კანონი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერიმედიასთანევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებაა მოთხოვნილი.

მისივე განმარტებით, მათი პრობლემაარა აღნიშნულ კანონში, არამედ იმაშია, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს.

დღემდე არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია „გამჭირვალობის კანონის“ საწიმააღმდეგოდ. ასევე, საუბარი იყო კანონთან, რაც მნიშვნელოვანია ოჯახური სიწმინდისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა ქალიი ქალია და კაცი კაციაო. ჩვენ ნებისმიერ მოქალაქის უფლებებს ვიცავთ განურჩევლად მათი სარწმუნეობისა, პოლიტიკური შეხედულებისა და სექსუალური დამოკიდებულებისა. ეს კანონები კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ქვეყანაში გაჩაღებულიყო მეორე ფრონტი, მიერთეობა სანქციებს. ეს არის ის, რაზეც გვებრძვიან, ცდილობენ, როგორმე ჩამოაგდონ დღევანდელი ხელისუფლება და მოიყვანონ სათავეში აგენტურა - ადამიანები, რომლებიცყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ. თუ რაიმე არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, მზად ვართ დისკუსიისთვის. არაერთხელ გვისაუბრია თუნდაც მაშინ, როცა გამჭირვალობის კანონს ვიღებდით, მაშინ ერთადერთი პასუხი ჰქონდათ - „იმიტომ“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არის ერთგვარი შანტაჟი.

„ვიყოთ თანმიმდევრულები, კანიდდატის სტატუსის მინიჭებისას, გახსოვთ, რომ არ მისცეს ქვეყანას სტატუსი მაშინ, როცა პირველი ვინც,მას იმსახურებდა,ჩვენი ქვეყანა იყო - კონკრეტული ნაბიჯებით, რეფორმებით და საქმეებით. მაშინ პოლიტიკურად მოტივირებული იყო აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ დაეჩაგრათ ქართული მხარე. მოგვიანებით კი მოუწიათ, მოეცათ სტატუსი, მაგრამ მცდელობა ჰქონდათ, რომ ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება. მარტივი „მესიჯი“ჰქონდათ - ქართველი ხალხი იმსახურებთ სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთცუდი. ხალხმა სწრაფად გააანალიზა ყველაფერი. იგივე ხდება ახლაც, როდესაც საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე, როცა ჩვენი ქვეყანაგაცილებით წინაა იმ ქვეყნებზე, ვისთანაც მოლაპარაკებების გახსნაზეცაასაუბარი, ამ დროს შენ არ გიხსნიან, ეს არის მძიმე.
ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, გრძელდება მუქარა, რომელიც გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და გაჩაღდა ომი. ეს არის ერთგვარი ფარი, ვითომ აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს პრობლემას. ჩვენი სწრაფვა ევროპული მომავლისკენ არ არის დაკავშირებულიამკონკრეტულ ბიუროკრატებთან. ჩვენ გვინდა ევროპა სამათლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ევროპა იმის ხარჯზე არგვინდა, რომ ქვეყნის ინტერესები დაითმოს. არსად გაქმრალა ის საშიშროება, რომ ომში ჩართვა უნდათ. დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომი? პირიქით, ხელშეწყობაა და დღესაც საშიშროებაა, რომ ეს უბედურება არ დატრიალდეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 13:43

საზოგადოება

Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 მაისი 2026, 13:42

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.

13 მაისი 2026, 13:32

პოლიტიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილი

13 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III

„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრეი სიბიგა

13 მაისი 2026, 13:22

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთ დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.

13 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

13 მაისი 2026, 13:02

მსოფლიო

Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს

რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Finacnial Times-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

13 მაისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:

13 მაისი 2026, 12:48

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.

13 მაისი 2026, 12:44

მსოფლიო

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

13 მაისი 2026, 12:42

კულტურა

არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს🎬🎅

ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.

13 მაისი 2026, 12:21

რეგიონი

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2026, 12:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია, რადგან ეს სრული აბსურდია.

13 მაისი 2026, 12:11

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს მედიაგარემოს შესახებ შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ივანე მახარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს - პოლიტიკურ ოფიცერ კერი მაკინტოშს, პრეს-ატაშე სარა საპერსტინს და საელჩოს სპეციალისტს მედიის საკითხებში, ნანა კიკნაძეს შეხვდნენ. შეხვედრა მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების კომისიის როლის, მედიის რეგულირებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და კომისიის მიდგომების განხილვას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

13 მაისი 2026, 12:01

საზოგადოება

N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

13 მაისი 2026, 11:54

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი კიდევ ორ ქუჩაზე მოეწყობა

წყალარინების ქსელის პრობლემა მუხიანის დასახლებაში კიდევ ორი - კალაუბნისა და მუხის ქუჩების მცხოვრებლებს მოუგვარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

13 მაისი 2026, 11:51

საზოგადოება

ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, საუბარია ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე, სადაც ამჟამად ვითარება კრიტიკულია.

13 მაისი 2026, 11:45

მსოფლიო

Reuters: ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა გაუგზავნა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და მისი ოპერირებისთვის საჭირო პერსონალი გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 მაისი 2026, 11:45

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დავაკავეთ, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.

13 მაისი 2026, 11:39

საზოგადოება

ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟვანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტერიტორიაზე უკვე ახალი აბონენტები დააერთა, რის შემდეგაც დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები, რაც წარმოადგენს პროექტის საწყის ფაზას. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება და ბორდიურის მოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.