imedi /  11 დეკემბერი 2017, 17:47 / სანდო წყარო

კობახიძე: გამარჯვებულია ქართველი ხალხი, რომელმაც მიიღო ევროპული ტიპის კონსტიტუცია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიოდ დასახული პოლიტიკური მიზანი - ეს მტკიცე პოლიტიკური მიზანი იყო ევროპული ტიპის კონსტიტუციის ჩამოყალიბება და ეს მიზანი შესრულდა ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე განვიზრახეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენისას განაცხადა.  ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი უკვე დამტკიცებულ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და არსებითი მიზანი ოთხ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციების გათვალისწინებაა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, წარმოდგენილ კანონპროექტში, საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოთქმული ძირითადი რეკომენდაციებიცაა ასახული.

„როგორც მოგეხსენებათ, შეიქმნა, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. კომისიამ ერთი თვის განმავლობაში იმუშავა. შედგა სამი ძირითადი შეხვედრა - შეხვედრა ქუთაისში, ძირითადად აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. ასევე, ანალოგიური შეხვედრა შედგა თბილისში, პლენარულ სხდომათა დარბაზში, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და შედგა მესამე შეხვედრა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან. გამოითქვა მთელი რიგი კომენტარები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და დღეს, როცა წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომელიც არის მომზადებული, ეს ასახავს იმ ძირითად რეკომენდაციებსაც, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური კანონპროექტი მოამზადა, რომელიც საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლოს და რწმენის თავისუფლების საკითხს ეხება. საკომიტეტო განხილვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მეხუთე ცვლილება ტერმინ „ხმოსნის“ „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს წარდგენილი ცვლილებები გააცნო. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, გამოითქვა მოსაზრებებიც.

დისკუსიის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მკაფიოდ დასახულ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ევროპული ტიპის კონსტიტუციის შექმნას გულისხმობდა, მმართველმა გუნდმა მიაღწია.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიოდ დასახული პოლიტიკური მიზანი, ეს მტკიცე პოლიტიკური მიზანი იყო ევროპული ტიპის კონსტიტუციის ჩამოყალიბება და ეს მიზანი შესრულდა ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე განვიზრახეთ. კიდევ ერთხელ, დამარცხებულები არიან ის ძალები, რომლებიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ არაკორექტული ფორმით. ამ პროცესში გამარჯვებულია მმართველი პარტია და გამარჯვებულია, რაც მთავარია, ქართველი ხალხი, რომელმაც შედეგად მიიღო ევროპული ტიპის კონსტიტუცია.ჩვენ განვიხილეთ აკადემიურ ფორმატში ეს ცვლილებები, მისი ძირითადი ტექსტი, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრულად ამოქმედდება 2020 წლის ბოლოს.ჩვენი საქმე იყო დახვეწილი კონსტიტუციის მიღება და ეს მიზანი არის სათანადოდ რეალიზებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილი ცვლილებები, არსებითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება. ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, ბონუსის სისტემა სტაბილურობის შენარჩუნების კარგი მექანიზმი იქნებოდა, თუმცა, მმართველი გუნდი პოლიტიკურ კომპრომისზე წავიდა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე პირადად, ამ ოთხი რეკომენდაციიდან ორს მინიმუმ არ ვიზიარებ, საქმე ეხება ბონუსებს და საქმე ეხება ბლოკების ერთჯერადად დატოვებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბონუსის სისტემა არის იმის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმთან ერთად.თუმცა, წავედით პოლიტიკურ კომპრომისზე და მთლიანად უქმდება ბონუსის სისტემა, რომელიც იყო დადგენილი უკვე დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 04:21

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

22 სექტემბერი 2026, 04:16

მსოფლიო

ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.

22 სექტემბერი 2026, 02:19

მსოფლიო

Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია

Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 01:50

მსოფლიო

Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხაილო პოდოლიაკი

22 სექტემბერი 2026, 01:00

მსოფლიო

პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 00:40

პოლიტიკა

პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ალექსანდრ სტუბი

22 სექტემბერი 2026, 00:32

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო

დევიდ ადეანგი ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.

ვატო შაქარიშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:55

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

21 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ

22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

21 სექტემბერი 2026, 21:35

მსოფლიო

საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.

21 სექტემბერი 2026, 21:26

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

21 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

21 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.

მიხაილო ფედოროვი

21 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.

გოგი აბუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 20:54

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.