ნანა კაკაბაძე: ქართველი სკინჰედები პოლიტიკაში, გარე ძალების გამოსაყენებელ „სასარგებლო იდიოტებად“ ჩამოაყალიბეს ერთადერთი მიზნით, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული იდიოტების ხელით შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია
ნანა კაკაბაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ქართველი სკინჰედები პოლიტიკაში, გარე ძალების გამოსაყენებელ „სასარგებლო იდიოტებად“ ჩამოაყალიბეს ერთადერთი მიზნით, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული იდიოტების ხელით შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია, ჩამოშალონ ეკონომიკა და დაამხონ არასასურველი ხელისუფლება, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
„სკინჰედებად ქცეული ქართველი „პატრიოტები“
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დიდ ბრიტანეთში გაჩენილი სკინჰედების მოძრაობა („სკინ ჰეად“-ი - მელოტი თავი) ჯერ ფეხბურთის გულშემატკივართა მოჩხუბარ გაერთიანებად ჩამოყალიბდა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით გავრცელდა და ბოლოს ულტრანაციონალისტური სახე მიიღო.
ისინი შიშის ზარს სცემდნენ მათ ქვეყნებში მცხოვრებ ან სტუმრად მყოფ უცხოელებს, ხშირი იყო ჯოგად მოთარეშე სკინჰედების თავდასხმები მათზე, სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებით და მკვლელობებით.
რატომღაც ეს ფაქტები გამახსენდა, როდესაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო სადაც ქართველი „პატრიოტები“ თავს დაესხნენ რუსად მიჩნეულ რომელიღაც ახალგაზრდას. ამაზრზენია, როდესაც ჯოგად გადაქცეული ადამიანთა ერთობა მტრად ან უბრალოდ, მიუღებლად მიჩნეულ ადამიანს ან ადამიანებს ფიზიკურად უსწორდება, მაგრამ ორმაგად ამაზრზენი და საშინელია, როდესაც ამას ჯოგად ქცეული ეს ერთობა აკეთებს პოლიტიკური მიზნებით და რომლის შეფუთვასაც ცდილობს ამაღლებული, წმინდა გრძნობის სახელით, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია.
ძნელია დაიჯერო, რომ ამ „პატრიოტების“ აბსოლუტურ უმრავლესობას (მით უმეტეს, მათ ლიდერებსა და წამქეზებლებს) არ ესმოდეს, თუ რამხელა ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს, როდესაც ცდილობენ საქართველო წარმოაჩინონ არეულობის, არასტაბილურობისა და შეუწყნარებლობის ქვეყნად.
კეთილშობილურ ლოზუნგებს ამოფარებულნი მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ტურისტებისათვის საქართველოს საშიშ ქვეყნად, ხოლო ქართველების ქსენოფობებად წარმოჩენას.
მცირე რიცხოვანი, მაგრამ ეს აგრესიული და აქტიური ჯგუფები არც მალავენ, რომ მათი სურვილი და მიზანიც სწორედ ისაა, ნებისმიერი გზით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე რაც შეიძლება უარყოფითად წარმოჩინდეს, შექმნან სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უზურპირებული აქვს ანტიდასავლელ დამნაშავეთა ჯგუფს, რომელსაც არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა და ამიტომაც ის თითქოს ვერ აკონტროლებს სიტუაციას, აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს, ხდება ილუზორული წარმოჩენა თითქოს მთელი საქართველო გადაქცეულია ერთ დიდ საპროტესტო ადგილად, სადაც ქაოსი და არეულობაა, ჩამორღვეულია ეკონომიკა, საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან საქმის დაჭერა არ შეიძლება, ცხადია, ასეთ ქვეყანასთან არც ეკონომიკური და კულტურული კავშირებია მისაღები, ტურიზმი კი უბრალოდ საშიშია.
მოკლედ, რაც უარესია, მით უკეთესია მათთვის. მათივე დაუსაბუთებელი მტკიცებით არჩევნები უზურპირებული აქვთ „ცუდებს“, რომლებიც ტერორით აიძულებენ ხალხს მათთვის მხარდაჭერას, „კარგები“ იძულებულნი არიან ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმები შეიმუშაონ, რადგან ასე სურს ქვეყნის მოსახლეობის "უმრავლესობას". ასეთი სურათის („კარწინკის“) წარმოჩენას ემსახურება პროპაგანდისტული მედიის მთელი არმია, სოციალურ ქსელებში დაქირავებული ტროლები და ბოტები კი ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ თითქოს მოქალაქეთა უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს.
აი, ასეთ ქმედებებს ეძახიან „პატრიოტები“ ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ მიმართულ პოლიტიკას. წლებია ასე გრძელდება და როდესაც ხედავენ, რომ ასეთ „ეროვნულ მოღვაწეობას“ შედეგები არ მოაქვს, ამიტომაც ცდოლობენ ახალ ახალი გზების მოძიებას და ამ ძიებაში სულ უფრო მარგინალიზდებიან. სწორედ ამან გამოიწვია მათი გადაქცევა ქართველ სკინჰედებად. საინტერესო ისაა, რომ არც დასავლეთში და არც რუსეთში იქაურ სკინჰედებს არ ჰქონიათ პრეტენზია პოლიტიკოსობაზე. გარედან მმართველებმა და დამფინანსებლებმა ეს მახინჯი "ქართული" ფენომენი, ულტრარეაქციული ქსენოფობიური იდეებით შეთავსებადი გახადეს პოლიტიკასთან.
ვინც კვლავაც ცდილობს ამ ყველაფრის ვერ დანახვას ან ვერ ხედავს ნაყიდი „პატრიოტების“ ვერაგი „მოღვაწეობის“ სავალალო შედეგებს, ისინი ამათთან ერთად აშკარად მტრობენ ქვეყანას (და არა ხელისუფლებისა), ასეთი ხალხი შინაგანად ამართლებს მსგავს ქმედებებს, რადგან ჭარბად აქვთ მიღებული ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის მაქსიმალური დოზები და თვითონ თუ არ ახორციელებენ ასეთ ქმედებებს, გულში მაინც თანაუგრძნობენ სკინჰედებად ქცეულ გაბოროტებულ "პოლიტიკოსებს".
მთავარი ის არის, რომ ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ქართველი სკინჰედები პოლიტიკაში, გარე ძალების გამოსაყენებელ „სასარგებლო იდიოტებად“ ჩამოაყალიბეს ერთად ერთი მიზნით, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული იდიოტების ხელით შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია, ჩამოშალონ ეკონომიკა და დაამხონ არასასურველი ხელისუფლება
მათი დამფინანსებლებისთვის მთავარი მიზანი ქვეყნისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური და რეპუტაციული ზიანის მიყენებაა, რასაც უნდა მოჰყვეს ქართველების პაპუასებად წარმოჩენა, ეკონომიკის ჩამოშლა და საბოლოო ჯამში - ხელისუფლების დამხობა. ამ სქემის განხორციელების თეორიული ბაზა და მეცნიერული ნაშრომები რამდენიმე ათწლეულის წინ შეიქმნა, რის საფუძველზეც არაერთ ქვეყანაში მოხდა „მშვიდობიანი რევოლუციის“ („ვარდების“, „ტიტების“, „ნარინჯისფერი“ და ა. შ.) სახელით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალებები, რომლებსაც ამზადებენ და წვრთნიდნენ სოროსის ფონდიდან დაფინანსებული ზოგიერთი ენჯეოები, ამასვე ემსახურებოდა აკერმანის და სხვათა ტრენინგები, ხოლო „ოტპორი“, „კმარა“ და სხვა ორგანიზაციები ამ გადატრიალებების ინსტრუმენტები იყვნენ. დღესაც გამალებით მიმდინარეობს სასარგებლო იდიოტების გამოყენებით ქვეყნის გადატრიალებისა და ჩამოშლის მცდელობა.
ეს ყველაფერი ძალიან ცუდია ვინაიდან მართლაც აზიანებს ქვეყანას და მუდმივად არყევს ეკონომიკას, მაგრამ კარგია და იმედის მომცემია ის არის, რომ დღევანდელ საქართველოში სკინჰედებად ქცეული „სასარგებლო იდიოტები“ აბსოლუტურ უმცირესობაში არიან“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 21:02
სპორტი
მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს.
02 ივნისი 2026, 21:02
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში
მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
02 ივნისი 2026, 21:00
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთს ბრალად ედებოდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვლილის დედა განაჩენს სამართლიანად მიიჩნევს.
02 ივნისი 2026, 20:59
პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - . პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. მაკო ლორთქიფანიძე გიამბობთ.
02 ივნისი 2026, 20:53
მსოფლიო
მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა - ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
02 ივნისი 2026, 20:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს, ჩადენილს ინანიებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება და მომავალ სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
02 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემას და საკუთარ როლს ახსენებს. ხელისუფლება ვაშინგტონის გზავნილს მიესალმება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემა და საკუთარი როლი შეახსენა.
02 ივნისი 2026, 20:45
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
დანიის სამეფოს ქალაქ ორჰუსში გაიმართა სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) მე-18 საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა და პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, მარიამ ადამაშვილმა დანიის მხარის ოფიციალური მიწვევით მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 20:44
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს გააგზავნის და არც იარაღს - ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.
02 ივნისი 2026, 20:36
პოლიტიკა
საქართველოს ელჩისთვის შექმნილი ბარიერები და გერმანელი დიპლომატის მორიგი პოლიტიკური გამოსვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური თბილისი ოფიციალური ბერლინისგან ისევ განმარტებას ელის. პრობლემა კვლავ პეტერ ფიშერს და მის რიტორიკას უკავშირდება. პარალელურად, ქართველი დიპლომატი ბერლინისგან დასტურს თვეებია უშედეგოდ ელის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კი ორი წელია ყველაფერი იცვლება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გარდა.
02 ივნისი 2026, 20:35
მსოფლიო
მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში სულ უფრო აქტიურად ერთვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში „სულ უფრო აქტიურად ერთვება“.
02 ივნისი 2026, 20:33
სამართალი
საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგი. გამოვლენილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დაკავებული სამი ადამიანი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულია გამოვლენილი. პასუხისგებაში მიეცა 9 მოქალაქე, მათგან სამი დაკავებულია. საქმე ეხება ყალბი ვიზების და დოკუმენტების დამზადებას, მოქალაქეთა დაზარალებულად წარმოჩენას ფიქტიური საბუთებით და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი ქართველების მოტყუებას.
02 ივნისი 2026, 20:26
მსოფლიო
რუბიო: თუ ის, რასაც ჩვენ ნატოსგან ვიღებთ, ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, და ამ დროს გვყავს ალიანსის ისეთი წევრები, რომლებიც, ფაქტობრივად, გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას კრიტიკული სიტუაციების დროს, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს
ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მაგალითად ესპანეთს მოვიყვანდი, ღიად ტრაბახობს იმით, თუ როგორ აგვიკრძალა ბაზების გამოყენება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 20:24
პოლიტიკა
სპეკულაცია „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. ოპოზიციის კამპანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება ოპოზიციის ახალი სამიზნეა. საქმე ეხება შეკვეთილში დაგეგმილ კიდევ ერთ პროექტს, რომელიც სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უნდა გაშენდეს.
02 ივნისი 2026, 20:24
ეკონომიკა
ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფა - სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დენის მიწოდების ხშირი წყვეტა და გახშირებული ავარიული შემთხვევებიც გამოწვევაა. მთავრობა ამ გამოწვევის დასაძლევად გამრიცხველიანებას იწყებს. ელექტრომომარაგება მოსახლეობისთვის უფასო რჩება, მაგრამ ტარიფი წესდება ზღვარს მიღმა მოხმარებაზე.
02 ივნისი 2026, 20:13
ეკონომიკა
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულფასოვნად ამოქმედდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ისტორიული მნიშვნელობის პროექტი საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით არის საკვანძო. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, გეოპოლიტიკურ დივიდენდებს და სატრანზიტო როლის ზრდასაც ნიშნავს. თითქმის 9-წლიანი სატესტო რეჟიმის მიუხედავად, რკინიგზა ტვირთების მზარდ ტენდენციას ინარჩუნებდა.
02 ივნისი 2026, 20:06
მსოფლიო
მოლდოვის ვიცე-პრემიერი: რუმინეთთან გაერთიანების სცენარი შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროინტეგრაციის პროცესი ჩაიშლება
მოლდოვის ხელისუფლებამ პირველად ისაუბრა ღიად რუმინეთთან გაერთიანების სცენარზე. ვიცე-პრემიერმა ეუჯენ ოსმოჩესკუმ განაცხადა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში იყოს განხილული.
02 ივნისი 2026, 19:53
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: კარგია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ,რის გამოც საპროცესო გარიგებები უფორმდებათ - იმედია, სამომავლოდ კარგად დაფიქრდებიან სანამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არშემდგარ რევოლუციონერებს გამოაყენებინებენ თავს
ძალიან კარგია რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ, რის გამოც მათ საპროცესო გარიგებები უფორმდებათ, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
02 ივნისი 2026, 19:36
მსოფლიო
რუბიო: ირანი თანახმაა ბირთვული პროგრამის გარკვეულ ასპექტებზე მოლაპარაკებები გამართოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანი დათანხმდა მოლაპარაკებებს თავისი ბირთვული პროგრამის იმ ასპექტებზე, რომელთა განხილვაზეც მანამდე კატეგორიულ უარს ამბობდა.
02 ივნისი 2026, 19:22
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სამშაბათს აღიარა, რომ ირანელებს „ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვთ“, თუმცა დასძინა, რომ ამ ტექნოლოგიის სიიაფე მას რთულად დასაძლევ საფრთხედ აქცევს.


