აქციის მონაწილე ბექა ოდიშარიას: მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს. VIDEO
ფოტო: ვიდეოკადრი
„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ოდიშარიას.
თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის წევრს, ოპოზიციის აქტივისტები მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ შენობას ტოვებდა. მას შეძახილებით შეხვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 18:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრებზე: ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. პოლიტიკური უმწიფრობის ხარისხი, რომლითაც გამოირჩევიან გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, იშვიათად შეგვხვედრიან
ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრების კითხვებს და რეპლიკებს, რომლითაც მათ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
26 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მზად, დღესვე აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები
ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
26 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
პრემიერი: დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ, ეს რომ არ ყოფილიყო კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა
რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
26 ივნისი 2026, 18:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
26 ივნისი 2026, 18:04
საზოგადოება
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება
აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.
26 ივნისი 2026, 18:00
რეგიონი
ივანე აბაშიძე: სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ პროფესიის დღეს, რომელიც მხოლოდ სამსახური არ არის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარემ, ივანე აბაშიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები
როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისით, ასეთი გზავნილები გვესმის ხოლმე. ჩინეთი, გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად, არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთი ომი. ჩინეთი გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაახლოებს ბუნებრივია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
26 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ვინც თვალყური მიადევნა პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ეს იყო უაღრესად შთამბეჭდავი და კომპლექსური მიმოხილვა იმ პროგრესის, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული მთავრობის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „დღის ქრონიკაში“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.
26 ივნისი 2026, 17:52
მსოფლიო
ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლებამ მთელ ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 17:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი, ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას, სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, ამ მონაცემებით, 4 წელიწადში არის შესაძლებელი მთლიანად პრობლემის მოგვარება
10 წლის განმავლობაში სულ 1000-მდე არალეგალი მიგრანტი იყო გაძევებული, არ იყო სახარბიელო სტატისტიკა, მხოლოდ შარშან, 1311 არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული, წელს უკვე, გაძევებულია 1980 არალეგალი მიგრანტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მონაცემებით, დაახლოებით 4 წელიწადში არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება.
26 ივნისი 2026, 17:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, 10%-ით იზრდებოდა, ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით
მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 17:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:38
პოლიტიკა
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს.
26 ივნისი 2026, 17:36
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ, პირველი ხელისუფლება ვართ 90-იანი წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც
ყველა თემას შევეხე, რასაც მოიცავს, ზოგადად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ევროინტეგრაციასაც, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, შევეხე ცენტრალურ აზიას, ჩინეთს, ჩვენს სამეზობლოს. ყველა მიმართულებას რეალურად შევეხე და რაც იყო პრინციპული სათქმელი, ყველაფერი სათანადოდ ითქვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 17:36
პოლიტიკა
ქართველიშვილი ბერდია სიჭინავას სტატუსზე: ტენდენციაა საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო „სტენდ-აპში“: იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე - დღეს თენგიზ შარმანაშვილი აიყვანეს სამიზნედ. ადამიანი, რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის
დღეს ჩემი მეგობარი, თენგიზ შარმანაშვილი, აიყვანეს სამიზნედ, ადამიანი - რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით „სახლი-კლინიკა-სახლი" და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას, სტატუსზე, რომლითაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.
26 ივნისი 2026, 17:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება „დიფ სთეითს“ და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე
რაც შეეხება „დიფ სთეითს“ და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 17:27
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა, არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ
ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:23
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია
ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო, - ამ სიტყვებით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ბერდია სიჭინავას სტატუსს ეხმიანება, სადაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.
26 ივნისი 2026, 17:21
მსოფლიო
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა
ვენესუელაში ორი დღის წინ მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 589 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


