ლევან მახაშვილი: იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ეუთო/ოდირი უარს იტყოდა ჩამოსვლაზე
ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ეუთო/ოდირი საქართველოს უარს ეუბნება და მიზეზად ვადებს ასახელებს, თუმცა პრემიერმა სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე მთელი 4 კვირით ადრე მოიწვია.
„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მათი [ეუთო/ოდირის] ძირითადი სამიზნე, როგორც ჩანს, არის ხოლმე საპარლამენტო არჩევნები. ამით არ განისაზღვრება რა თქმა უნდა არჩევნების ბედი. არჩევნები ჩვეულებრივად შედგება და ჩატარდება მშვიდ, ცივილურ გარემოში. მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას. რაც შეეხება ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანია. შესაძლოა რაღაც ზეწოლაც არსებობდა, რისი ვარაუდიც გვქონდა და ფაქტებიც არაერთი გვინახავს წარსულში. იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ყველა სიახლე
11 მაისი 2026, 11:22
საზოგადოება
დეკანოზი ილია ხინიკაძე: დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა. ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა. ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას, - განაცხადა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.
11 მაისი 2026, 11:22
მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ედუარდ ფილიპი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ცნობას Politico ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ედუარდ ფილიპი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც გამოკითხვების ფავორიტი, ჯორდან ბარდელასა და მარინ ლე პენისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას შეძლებს. არჩევნები საფრანგეთში მომავალ წელს გაიმართება.
11 მაისი 2026, 11:18
საზოგადოება
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ეკლესიის და საზოგადოების ცხოვრებაში, ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს
ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ეკლესიის და საზოგადოების ცხოვრებაში , ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, - განაცხადა გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.
11 მაისი 2026, 11:18
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ
„ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია. გამდიდრებული ურანის ამოღების საუკეთესო გზა შეთანხმების მიღწევა იქნება. თუ არა, გეგმა ასეთია - შედიხარ და გამოგაქვს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
11 მაისი 2026, 11:17
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება
„ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება. არ ვიტყვი რისი ღირსიც ვართ, იმიტომ რომ შეიძლება დავისაჯოთ. ხომ ყველამ ვნახეთ პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და აწმყოშიც“, - აღნიშნა გიგნაძემ.
11 მაისი 2026, 11:13
მსოფლიო
მედიაში ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი კონტრწინადადების შინაარსი გამოქვეყნდა
ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონისთვის გაგზავნილ პასუხში თეირანი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის ეტაპობრივად გახსნის ინიციატივით გამოდის, თუმცა იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები ირანის პორტებს ბლოკადას მოუხსნის.
11 მაისი 2026, 11:07
რეგიონი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ოზურგეთში აბიტურიენტებს შეხვდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.
11 მაისი 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობი ისევ გაძვირდა
ნავთობი ისევ გაძვირდა. მას შემდეგ, რაც ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ამერიკულ წინადადებაზე ირანის პასუხს დონალდ ტრამპმა „მიუღებელი“ უწოდა, ბარელი ნავთობის ღირებულებამ, საშუალოდ, 3 დოლარით მოიმატა.
11 მაისი 2026, 11:01
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
11 მაისი 2026, 11:01
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
11 მაისი 2026, 11:00
მსოფლიო
კალასის განცხადებით, მაისის ბოლოს ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებების საკითხსა და რუსეთისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განიხილავს
„რუსეთთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ, თუ რაზე გვსურს მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ, გვიახლოვდება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც განვიხილავთ ჩემ მიერ წარდგენილ წინადადებებს არსებული საკითხების გადასაჭრელად“, - განაცხადა კალასმა.
11 მაისი 2026, 10:58
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი - „ერთად გადავწყვიტოთ“, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“
11 მაისი 2026, 10:46
მსოფლიო
CNN: აშშ-ის სადაზვერვო ავიაციამ კუბის სანაპიროებთან აქტივობა მკვეთრად გაზარდა. მსგავსი რამ ვენესუელასა და ირანში დაწყებული ოპერაციების წინ შეინიშნებოდა
ფრენების უმეტესობა კუბის 2 უდიდესი ქალაქის - ჰავანისა და სანტიაგო-დე-კუბას მახლობლად სრულდებოდა. ფრენების ძირითად ნაწილს მეთვალყურეობისა და დაზვერვისთვის განკუთვნილი საპატრულო თვითმფრინავები, P-8A Poseidon-ები ახორციელებდნენ. ასევე გამოიყენებოდა რადიოელექტრონულ დაზვერვაზე სპეციალიზებული RC-135V Rivet Joint-ები და რამდენიმე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი MQ-4C Triton.
11 მაისი 2026, 10:46
საზოგადოება
საპატრიარქო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.
11 მაისი 2026, 10:44
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
11 მაისი 2026, 10:38
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 მაისი 2026, 10:36
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
11 მაისი 2026, 10:26
მსოფლიო
ნარენდრა მოდიმ ინდოელები რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა და ქვეყანაში საწვავის დაზოგვისთვის რჩევები მისცა
„პატრიოტიზმი მხოლოდ ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა არ არის, არამედ რთულ დროს დისციპლინირებული ცხოვრების წესიც“, - აღნიშნა მან. მოდიმ მოსახლეობას რამდენიმე რჩევა გასცა, რომლებიც ქვეყანას საწვავის ხარჯების დაზოგვასა და ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება.
11 მაისი 2026, 09:57
რეგიონი
ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის პროექტი ფერმერებს გააცნეს
პროექტის პრეზენტაციას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამელიორაციო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს.
11 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანული მედიის ცნობით, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შეიარაღების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას გეგმავს. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.


