ლუკა ეხვაია: მაშინ, როდესაც დასავლეთიდან დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, როგორ ვიცხოვროთ - ამ დროს იუტას უნივერსიტეტის ეზოში, კონსერვატორი, ჩარლი კირკი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ლუკა ეხვაია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მაშინ, როდესაც დასავლეთიდან დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი - არა, როგორ უნდა ვებრძოლოთ შიდა პოლარიზაციას და როგორ უნდა დავუბრუნდეთ "დასავლურ ღირებულებებსა და ვექტორს", ამ დროს იუტა ველის უნივერსიტეტის ეზოში, კონსერვატორი მოაზროვნე და კომენტატორი, ჩარლი კირკი, საჯარო გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს,- ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, ექსპერტი, ლუკა ეხვაია, წერს სოციალურ ქსელში.
ლუკა ეხვაიას განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე და იმის ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო ომმა მათთვის სასურველი შედეგები ვერ გამოიღო „პოლიტიკაში და ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული კრიზისის მისაჩქმალად სხვა არჩევანი აღარ დარჩათ, გარდა მილიტარიზაციისა, კონფლიქტების გახანგრძლივებისა და დაპირისპირების ახალი კერების შექმნისა“.
მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დღესდღეობით მიმდინარე მოვლენები გლობალურ დონეზე არსებული პროცესების ანარეკლია.
„მაშინ, როდესაც დასავლეთიდან დიდაქტიკურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი - არა, როგორ უნდა ვებრძოლოთ შიდა პოლარიზაციას და როგორ უნდა დავუბრუნდეთ "დასავლურ ღირებულებებსა და ვექტორს", ამ დროს იუტა ველის უნივერსიტეტის ეზოში, კონსერვატორი მოაზროვნე და კომენტატორი, ჩარლი კირკი, საჯარო გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
კვირა არ გავა რომელიმე შტატში მასობრივი სროლა არ მოხდეს ან მიგრანტები თავს არ დაესხან მოქალაქეებს, შიდა იდეოლოგიური და კულტურული დაპირისპირების ფონზე დასავლურ საზოგადოებების სოციალური ქსოვილი რღვევას განაგრძობს. ამ პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუნქტურა:
დღეს, უკვე ცალსახაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო ომმა სასურველი გეოპოლიტიკური შედეგები ვერ გამოიღო (პირიქით, წინააღმდეგობის ბლოკების ფორმირება და ე.წ. ცენტრიდანული ძალების აღზევება დააჩქარა); რეინდუსტრიალიზაციის დაწყება ამერიკის მიწაზე იმაზე გაცილებით რთული და დროში გაწელილი პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობდა; ევროკავშირს საგარეო პოლიტიკის არანაირი პოზიტიური ხედვა არ გააჩნია; საფრანგეთის მთავრობა ჩამოშლის პირასაა, მაკრონის, მერცისა და სტარმერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა; პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისს ისიც ემატება, რომ გერმანიის რეცესიული ეკონომიკა სტრუქტურულ კრიზისშია, იგივე შეიძლება ითქვას ბრიტანეთისა და იტალიის ეკონომიკაზეც. პოლიტიკაში და ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული კრიზისის მისაჩქმალად კი სხვა არჩევანი აღარ დარჩათ, გარდა მილიტარიზაციისა, კონფლიქტების გახანგრძლივებისა და დაპირისპირების ახალი კერების შექმნისა.
ზუსტად ამ შუქზე უნდა წავიკითხოთ ის პროცესები, რაც ჩვენთან ბოლო დღეების მანძილზე ვითარდება. ანტაგონიზმი და აგონია, რომელიც თბილისის ქუჩებშია, ნეოლიბერალური პროექტის საბოლოო კონვულსიებია და გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესების ანარეკლია. ნეოლიბერალური ექსპერიმენტი და თანმდევი სოციალური ინჟინერიის პროექტი სრულდება, ვერანაირი სროლით, ყიჟინითა თუ ისტერიით ეს შეუქცევადი პროცესი ვერ შემობრუნდება“,-წერს ეხვაია Facebook-ზე.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 18:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ. ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებული განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები
რადიკალებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ ეუთოს ასამბლეის ეგიდით გაკეთებულ განცხადებით ძალიან მკაფიოდ დაიგმო ის ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომლითაც არიან შეპყრობილები უსამშობლოთა დაჯგუფებები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.
11 მარტი 2026, 18:25
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ორ გემზე მიიტანა იერიში
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ (Fars News Agency) ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს ჰორმუზის სრუტეში ორ გემს დაესხა თავს.
11 მარტი 2026, 18:21
ეკონომიკა
„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
11 მარტი 2026, 18:20
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ეუთოს განცხადებაზე: ვისთან შეიძლება აწარმოო დიალოგი - იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობრივი გზებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, იმ ჯგუფებთან, რომლებმაც პოლიტიკოსის ნიღაბი აიფარეს?
ვისთან შეიძლება აწარმოო დიალოგი - იმ ჯგუფებთან, რომლებიც ძალადობრივი გზებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, იმ ჯგუფებთან, რომლებმაც პოლიტიკოსის ნიღაბი აიფარეს, მაგრამ რეალურად კრიმინალები არიან?, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან] დიალოგის მოწოდების მიღმა რა ქვეტექსტს ხედავთ, დიალოგის გარდა სხვა რამე შეიძლება კიდევ არსებობდეს?
11 მარტი 2026, 18:18
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს აღმოაჩინეს საქართველო რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგომატარებლებმა? მათ წონიდა სხვა მიზნები და არასამართლიანად გვექცეოდნენ
ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს, რომ დღეს აღმოაჩინეს საქართველო, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და საქართველო არის ის ღერძი, სადაც უნდა გაიაროს მთელმა რიგმა ტვირთებმა ან ენერგო მატარებლებმა? მათ წონიდა სხვა მიზნები და არასამართლიანად გვექცეოდნენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ევროკომისიის მხრიდან აქცენტებს რეგიონის სატრანზიტო მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
11 მარტი 2026, 18:16
მსოფლიო
CNN: აშშ-ში, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ამერიკის ავტომობილისტების ასოციაციის ბოლო მონაცემებით, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 18:16
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკომისიაში უცბად აღმოაჩინეს, რომ თურმე ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არ შეიძლება, რომ თურმე საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმთან მიმართებაში და სანქციებს ძალიან კარგად ვიცავთ
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლებმა იქონია სერიოზული გავლენა, ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ შეიძლება ახლო აღმოსავლეთში პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ამ პროცესებმა შეიძლება შესაბამისი სხვა გავლენები იქონიოს მათზე და ამიტომ ცდილობენ, რომ საქართველოს დაუტკბნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკომისიაზე საუბრისას.
11 მარტი 2026, 18:14
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც ეძებდა გზებს, რომ საქართველოში შავი ფულის შემოდინება მომხდარიყო, რათა ამით ანტისახელმწიფოებრივი პროცესები წახალისებულიყო
თორნიკე ჭეიშვილი „დღის ქრონიკაში“ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ მარტა კოსმა რეალობის აღქმა დაკარგა.
11 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა
ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში.
11 მარტი 2026, 17:59
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა - ერეკლე ბერიძემ, ლიზი არეშიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ - ტექნოლოგიური სტარტაპი SilkRoute AI დააფუძნეს. წარმატებულ სტუდენტურ სტარტაპს უკვე ჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი, წამყვანი ესპანური კომპანია - NatureBrain.
11 მარტი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული თავდასხმები და უსამართლო დამოკიდებულება გადასინჯული უნდა იყოს
„გასათვალისწინებელია, რომ მან განცხადება საკუთარი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე გააკეთა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სომხეთის ევროინტეგრაციას უკავშირდება. თუმცა, იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები, რაც გვაფიქრებინებს, რომ საერთო ჯამში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები, უნდა იყოს გადასინჯული“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.
11 მარტი 2026, 17:53
მსოფლიო
ერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.
11 მარტი 2026, 17:36
მსოფლიო
Reuters: ირანთან ომში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა
ირანთან ომის დაწყებიდან 10 დღეში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 მარტი 2026, 17:32
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას
ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.
11 მარტი 2026, 17:31
სპორტი
ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.
11 მარტი 2026, 17:29
სამართალი
პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გადაიყვანეს, რათა ამ გზით მისთვის შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინათ.
11 მარტი 2026, 17:26
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს
სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.
11 მარტი 2026, 17:18
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ევროკავშირი კი არ სცემს პატივს, რადგან არ ემხრობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.
11 მარტი 2026, 17:13
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს
დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.
11 მარტი 2026, 17:05
პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.


