11 მარტი 2026, 17:05 / სანდო წყარო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, სტუმარს, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

„ამ ორგანიზაციასთან ჩემი ურთიერთობა მისი დაფუძნების დღიდან იწყება - ვარ ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და წლების განმავლობაში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. ამიტომ, ყოველთვის, განსაკუთრებული ყურადღებითა და ემოციით ვადევნებ თვალს მის განვითარებას.

შეხვედრაზე საინტერესო და გულწრფელი საუბარი გვქონდა ადვოკატურის როლზე, პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ ინსტიტუტს აკისრია საზოგადოების წინაშე. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ასოციაციის თავმჯდომარეს ამ მნიშვნელოვან საქმეში, ვინაიდან ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების პროცესებში ადვოკატთა როლსა და მნიშვნელობაზე, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ყანდაშვილმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასოციაციის ამჟამინდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 18:16

მსოფლიო

CNN: აშშ-ში, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ამერიკის ავტომობილისტების ასოციაციის ბოლო მონაცემებით, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

11 მარტი 2026, 18:16

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკომისიაში უცბად აღმოაჩინეს, რომ თურმე ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არ შეიძლება, რომ თურმე საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმთან მიმართებაში და სანქციებს ძალიან კარგად ვიცავთ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლებმა იქონია სერიოზული გავლენა, ვინაიდან ისინი ხედავენ, რომ შეიძლება ახლო აღმოსავლეთში პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ამ პროცესებმა შეიძლება შესაბამისი სხვა გავლენები იქონიოს მათზე და ამიტომ ცდილობენ, რომ საქართველოს დაუტკბნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკომისიაზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

11 მარტი 2026, 18:14

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც ეძებდა გზებს, რომ საქართველოში შავი ფულის შემოდინება მომხდარიყო, რათა ამით ანტისახელმწიფოებრივი პროცესები წახალისებულიყო

თორნიკე ჭეიშვილი „დღის ქრონიკაში“ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ მარტა კოსმა რეალობის აღქმა დაკარგა.

დავით ქართველიშვილი

11 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში.

11 მარტი 2026, 17:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა - ერეკლე ბერიძემ, ლიზი არეშიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ - ტექნოლოგიური სტარტაპი SilkRoute AI დააფუძნეს. წარმატებულ სტუდენტურ სტარტაპს უკვე ჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი, წამყვანი ესპანური კომპანია - NatureBrain.

თორნიკე ჭეიშვილი

11 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული თავდასხმები და უსამართლო დამოკიდებულება გადასინჯული უნდა იყოს

„გასათვალისწინებელია, რომ მან განცხადება საკუთარი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე გააკეთა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სომხეთის ევროინტეგრაციას უკავშირდება. თუმცა, იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები, რაც გვაფიქრებინებს, რომ საერთო ჯამში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები, უნდა იყოს გადასინჯული“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

11 მარტი 2026, 17:53

მსოფლიო

ერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.

11 მარტი 2026, 17:36

მსოფლიო

Reuters: ირანთან ომში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

ირანთან ომის დაწყებიდან 10 დღეში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 მარტი 2026, 17:32

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი: ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას

ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

11 მარტი 2026, 17:31

სპორტი

ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.

11 მარტი 2026, 17:29

სამართალი

პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გადაიყვანეს, რათა ამ გზით მისთვის შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

11 მარტი 2026, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს

სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

ტომაშ ფროელიხი

11 მარტი 2026, 17:18

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ევროკავშირი კი არ სცემს პატივს, რადგან არ ემხრობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

11 მარტი 2026, 17:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

დანილო დელა ვალე

11 მარტი 2026, 17:05

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის

„ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.

ლევან ჟორჟოლიანი

11 მარტი 2026, 16:58

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს

Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი

11 მარტი 2026, 16:57

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ კასრაძე

11 მარტი 2026, 16:48

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.

ნიკოლ ფაშინიანი

11 მარტი 2026, 16:45

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.