11 მარტი 2026, 16:58 / სანდო წყარო

ლევან ჟორჟოლიანი: Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს

ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა - კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და მექრთამეობასთან ბრძოლა.

„აღნიშნული კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის კორუფციის აღქმის ინდექსი, კორუფციასთან ბრძოლა, ნეპოტიზმთან ბრძოლა, მექრთამეობასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველდღიურად ვხედავთ ამ ძალისხმევის შედეგებს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავრობის ადმინისტრაციის მანდატის გაფართოება ანტიკორუფციული ძალისხმევის ნაწილში და პოლიტიკის ნაწილში, დაემატა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც გასულ წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, 300 მლნ ლარი დაუზოგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ასევე, მნიშვნელოვნად გავაჯანსაღეთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასეთ შედეგზე გავსულიყავით. ჩვენ ვაგრძელებთ კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობას, რომელმაც კიდევ უფრო კარგ შედეგზე უნდა გაგვიყვანოს ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის ნაწილში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 18:14

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც ეძებდა გზებს, რომ საქართველოში შავი ფულის შემოდინება მომხდარიყო, რათა ამით ანტისახელმწიფოებრივი პროცესები წახალისებულიყო

თორნიკე ჭეიშვილი „დღის ქრონიკაში“ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ მარტა კოსმა რეალობის აღქმა დაკარგა.

დავით ქართველიშვილი

11 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში.

11 მარტი 2026, 17:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა - ერეკლე ბერიძემ, ლიზი არეშიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ - ტექნოლოგიური სტარტაპი SilkRoute AI დააფუძნეს. წარმატებულ სტუდენტურ სტარტაპს უკვე ჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი, წამყვანი ესპანური კომპანია - NatureBrain.

თორნიკე ჭეიშვილი

11 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული თავდასხმები და უსამართლო დამოკიდებულება გადასინჯული უნდა იყოს

„გასათვალისწინებელია, რომ მან განცხადება საკუთარი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე გააკეთა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სომხეთის ევროინტეგრაციას უკავშირდება. თუმცა, იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები, რაც გვაფიქრებინებს, რომ საერთო ჯამში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები, უნდა იყოს გადასინჯული“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

11 მარტი 2026, 17:53

მსოფლიო

ერდოღანი ირანში მიმდინარე ომზე: ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე ის გაფართოვდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გახვევს. თუ დიპლომატიას შანსს მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.

11 მარტი 2026, 17:36

მსოფლიო

Reuters: ირანთან ომში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

ირანთან ომის დაწყებიდან 10 დღეში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 მარტი 2026, 17:32

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი: ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას

ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

11 მარტი 2026, 17:31

სპორტი

ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.

11 მარტი 2026, 17:29

სამართალი

პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გადაიყვანეს, რათა ამ გზით მისთვის შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

11 მარტი 2026, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს

სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

ტომაშ ფროელიხი

11 მარტი 2026, 17:18

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ევროკავშირი კი არ სცემს პატივს, რადგან არ ემხრობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

11 მარტი 2026, 17:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

დანილო დელა ვალე

11 მარტი 2026, 17:05

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის

„ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.

11 მარტი 2026, 17:05

პოლიტიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.

ნიკოლ ფაშინიანი

11 მარტი 2026, 16:57

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ კასრაძე

11 მარტი 2026, 16:48

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.

ნიკოლ ფაშინიანი

11 მარტი 2026, 16:45

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.

11 მარტი 2026, 16:39

ეკონომიკა

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.

ანტონიუ კოშტა

11 მარტი 2026, 16:24

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტით ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.